დავიწყების ფსიქიკური მექანიზმები ფროიდის მიხედვით

დავიწყების ფსიქიკური მექანიზმები ფროიდის მიხედვით

დავიწყების ფსიქიკური მექანიზმები ფროიდის მიხედვით

ნანა ალექისძე

1898 წელს გამოქვეყნებულ სტატიას „დავიწყებადობის ფსიქიკური მექანიზმის საკითხისათვის“ ზიგმუნდ ფროიდი ასე იწყებს, რომ მან გაანალიზა მისი პაციენტებისა და მისი საკუთარი ცხოვრების ფრაგმენტებიდან აღებული მაგალითები საკუთარი სახელების დროებითი დავიწყების გავრცელებულ მოვლენებთან დაკავშრებით და დაასკვნა , რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დარღვევის სახეობა უშვებს ისეთ ახსნას, რომელიც შორს სცილდება ჩვეულებრივ შეხედულებებს.

ის ფსიქოლოგები, რომლებსაც შეეკითხებიან , თუ რითი აიხსნება არსებითად ნაცნობი სახელის გახსენების ასე ხშირად დაკვირვებადი უუნარობა, უფრო იმაზე მითითებით შემოიფარგლება, რომ საკუთარ სახელებს ( ვინმეს ან რაიმეს სახელებს) საერთოდ შეუძლიათ უფრო ადვილად ამოვარდნენ მეხსიერებიდან, ვიდრე ჩვენი მეხსიერების ყოვლეგვარ სხვა შინაარსს. პირადად ჩემთვის , ამბობს ფროიდი, მოცემული ფენომენის უფრო მეტი ყურადღებით შესწავლის საბაბი გახდა ზოგიერთი წვრილმანი, რომელიც ყოველთვის თუ არა, ზოგიერთ შემთხვევაში მაინც საკმარისი სიცხადით გვევლინება. ესაა სწორედ ის შემთხვევა, როცა დავიწყებასთან ერთად შეიმჩნეოდა არასწორი გახსენება. იმ სუბიექტს , რომელიც ცდილობს გაიხსენოს მისი მეხსიერებიდან ამოვარდნილი საკუთარი სახელები ( აქ არი იგულისხება ჩემი საკუთარი სახელი, არამედ საკუთარი სახელი და არა საზოგადო)   , თავში მოსდის სხვა სახელები, ე.წ. ჩანაცვლებული სახელები. მთელი ეს პროცესი, თუ რატომ ხდება უმეტეს შემთხვევაში საკუთარი სახლების დავიწყება და მისი სხვა სახელებით ჩანაცვლება, გახდა ფროიდის დაკვირვების საგანი , რაც მან პირადი ისტორიის მაგალითზე ახსნა.

საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანი იმყოფება კონკრეტულ სიტუაციაში და საუბრის თემა ეხება კონკრეტულ ფაქტებს, საგნებს ან მოვლენებს, სწორედ ამ საუბრის პროცესში, ჩვენი გონება პარალელურად ასოციაციურად აკავშირებს სხვა მოვლენებს, რომელთა შესახებაც ის ან საუბრობს ან თუკი მას აქვს შინაგანი ცენზურა ან ზე-მეს მიერ ავტომატურად „ გამოშვებული’ აკძალვები, , ის ცვლის და ფუთავს სათქმელს, ან საერთოდ იკავებს , ბოჭავს და არ ამბობს, თუმცა , იმას რასაც იკავებს , მისი გონება სადღაც ინახავს და ასოციაციურ დაკავშირებას მაინც ახერხებს მისთვის მოსახერხებელი ფორმით.

სწორედ ასეთი შემთხვევა იყო ფროიდთან, სადაც იგი საუბრობს, თუ როგორ დაავიწყდა ცნობილი მხატვრის სახელი და როგორ ჩაანაცვლა ის სხვა სრულიად არა მსგავსი სახელებით ( „სინიორეიელი“ ჩანაცვლდა „ბოტიჩელით“ ან „ბოლტრაფიოთი“). როდესაც ფროიდი გაჰყვა საძიებელი სიტყვის ძირს და აღიდგინა მთელი ისტორია, როდის და რა ვითარებაში გახდა მისთვის ცნობილი მხატვრის ნამუშევრები და ასევე რა სიტუაცია , რა საუბრები და რა აზრები იყო მისთვის იმ პერიოდში აქტუალური, ფროიდმა გაიხსენა , რომ სწორედ მისი მეხსიერებიდან სახელის გაქრობის ახსნა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც აღადგინა თემა, რომელიც მოცემულ საუბარს უშუალოდ წინ უძღვოდა და მაშინ მთელი ფენომენი მის წინაშე წარსდგა, როგორც ამ წინამდებარე თემის შემდგომი საუბრის თემაში შეჭრისა და უკანასკნელის დარღვევის პროცესი.

საქმე იმაშია, რომ აზრობრივად და ასოცაციურად სხვა თემაზე ფიქრებმა, მას მაშინვე წაართვა ყურადღება იმ სიტუაციაზე, სადაც ის იყო, სანამ ის ამ სიტუაციაში აქტიურად ჩაერთვებოდა, მისმა გონებამ დაავიწყა მხოლოდ საკუთარი სახელი და ამ სახელის ჩანაცვლება მოხდა სწორედ იმ აზრებისა და ფიქრების შესატყვის ( შინააროსბრივად) სახელებით. ამიტომ იყო რომ სახელი : „სინიორიელი“ საერთოდ არ გავდა სახელებს „ ბოტიჩელი და ბოლტრაფიო“ და ეს უკანასკნელნი ფონეტიკურად მსგავსი იყო იმ სიტყვებისა რაც მას მოუვიდა თავში და არ თქვა და ასოცოაციურად დააკავშირა სრულიად გაუცნობიერებლად.

ფროდი ამბობს, რომ ადამიანს ამ დროს არ სურს სახელის დავიწყება რათქმა უნდა, მაგრამ რაღაც პერიოდში მისი ნებელობითი აქტი სცდება მიზანს და მაშინ, როცა განზრახ სურს ერთი რამის დავიწყება, ან შეკავება , ის ( ინდივიდი) თავის ნების საწინააღმდეგოდ სხვა რამეს ივიწყებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გახსენების ნება უნდა წარმართულიყო ერთის საწინააღმდეგოდ ( რაც აკრძალა ან შეაკავა შინაგანმა ცენზმა), თუმცა გახსენების უუნარობა აღმოჩნდა მეორეში ( ანუ იმაში , რაც არ უნდა შეეკავებინა და უნდა დაემახსოვრებინა). რათქმა უნდა უფრო მარტივი იქნებოდა, სურვილის არქონაც და უუნარობაც ყოფილიყო ერთიდაიგივე ობიექტში ( აკრძალულსა დაგამოდევნილში) . ფაქტია, რომ ამგვარი ფრომით და ამ თვალსაზრისით ჩანაცვლებული სახელები ქმნიან გარკვეული სახის კომპრომისს: გვახსენებენ იმის შესახებაც , რისი გახსენებაც გვსურდა და ასევე იმის შესახებ რაც დაგვავიწყდა, ისინი გვიჩვენებნ, რომ ჩემი განზრახვა რაღაც დამავიწყდეს, არ დამთვარდა არც სრული წარმატებით არც სრული წარუმატებლობით. ამიტომაა რომ მთელი პროცესი ერთი სახელის ჩანაცვლება მეორე ან სხვა სახელებით მთლიანად მიმდინარებს გაუცნობიერებლად, ერთიდაგივე მარცვლების ( ან უფრო ზუსტად ასოების შეწყობის) დამთხვევის გამოკლებით არავითარი სხვა კავშირი , რომელიც გააერთიანებდა ორივე თემას ანუ სიტუაციურსა და ჩვენს ასოციაციებს გამოდევნილსა და შეკავებულ აზრებს, ვერ დგინდება. თუმცა ის რომ, გონება გაუცნობეირებლად ინახავს და არსად არ უშვებს შეკავებულს, რაღაც ფორმით გამოავლენს მას ყოველთვის უდაოა.

ალბათ ზედმეტი არ იქნება აღინიშნოს, რომ ამ მოვლენაში დიდ როლს თამაშობს მიდრეკილებებიც, აზრობრივი გამოდევნილი მიდრეკილებები, დათრგუნული ელემენტი მუდმივად ესწრაფვის რაიმე სხვა გზით გარეთ გამოაღწიოს, ის ამას ახერხებს იქ, სადაც შესაბამისი და ხელსაყრელი პირობები არსებობს ამისათვი.

თუ ყველა იმ პირობას გავაერთიანებთ, რომელთა დროსაც ხდება სახელების დავიწება და მათი არასწორი აღდგენა, ფროიდის აზრით ჩვენ ვღებულობთ:

  • დავიწყებისათვის ხელსაყრელ გარკვეულ განწყობილბას: 2) მანამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ დათრგუნვას; 3) შესაბამის სახელსა და დათრგუნულ ელემენტს შორის გარე ასოციაციური კავშირის დამყარების შესაძლებლობას.

დავიწყების შემდგომი ე.წ. ამოტივტივების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორ მომენტს: ერთის მხრივ ყურადღების გაძლიერებას და მერეს მხრივ გარკვეულ შინაგან პირობას, რომელიც უკვე მიეკუთვნება თავად ფსიქიკური მასალის თვისებებს. საკუთარი სახელების ჩვეულებრივი დავიწყების გვერდით გვხვდებიან გამოდევნით ამოტივტივებული დავიწყების შემთხვევებიც. ასევე არსებობს დავიწყების ისეთი მექანიზმიც, როდესაც ხდება აზრის მსვლელობის დარღვევა, რაღაც გამოდევნილიდან გამომდინარე შინაგანი პროტესტის ქვეცნობიერი ძალით.

ფროიდი ამბობს, მის პრაქტიკაში, მისი ცხოვრებისა და ასევე მის პაციენტ/კლიენტთან ურთიერთობების პრაქტიკაშიც იყო ასეთი შემთხვევები, როცა მაგალითად "ერთ ბატონს სურს გააკეთოს ცნობილი ლექსის ციტატა და სტრიქონებს შორის სიტყვებზე წაიბორძიკებს, სიტყვებმა" ფხვიერმა თოვლი" მას თეთრი სუდარა, სიკვდილი და ასოციაციურად გენეტიკური დაავადება დაქცევა, ჩაქცევა(სისხლის ჩაქცევით სიკვდილი) გააახსენა. მისი სიტყვები აირია და ჩანაცვლდა სხვა სიტყვით, არა რითმულით, თუმცა ასოციაციით სიკვდილსა და სუდარასთან დაკავშირებულით. ფროიდი იუნგის აზრსაც "იშველიებს". ამრიგად ბატონმა საკუთარი თავი მაშინვე არაცნობიერად თეთრი სუდარით შეფუთული ფიჭვის ხესთან გააიგივა.

ფროიდი ამბობს, " დავიწყებული ან დამახინჯებული სიტყვა ან სიტყვათშეწყობა ასოციაციური გზით უერთდება გარკვეულ არაცნოიბიერ წარმოდგენას, რომლისგანაც მომდინარეობს სწორედ დავიწყების ფორმით გამოხატული ქმედება“.

ფროიდი სახელების დავიწყების ან/და დამახინჯების პროცესს ასოციაციურად ადამიანის არაცნობეირ წარმოდგენას უკავშრებს, რომლისგანაც მომდინარეობს სწორედ დავიწყების ფორმით გამოხატული ქმედება. თავის ტვინში არსებული ბიოლოგიური პროცესებიც, მაგალითად შაკიკი , თავის ტკივილი, რაც თავად ფროიდსაც აწუხებდა, მისი აზრით ასევე არის ერთგვარი გამარფხილებელი სიგნალები სახელების დავიწყებასა და ამით გარკეული ასოციაციების შინაგანად გაპროტესტებული ასოციაციების, შიშების და შეკავების თავისთავად ამოტივტივებების შესახებ სახელების დავიწყებით და მათი სხვა სიტყვა/სახელების ჩანაცვლებით. ფროიდის ასეთი დაკვირვებით დავიწყებადობის მიზეზი და განსაკუთრეით საკუთარი სახელების დავიწყება ძევს თავის ტვინის ცირკულაციის დარღვევებში და საერთო ფუნქციონალურ აშლილობებში, თუმცა ესაა ამ მოვლენის ერთი მხარე.

ფროიდი აცხადებს ,რომ სახელების დავიწყების საკუთარ თავზე დაკვირვებადი შემთხვევების ანალიზისას, იგი თითქმის რეგულარულად პოულობდა , რომ დავიწყებულ სახელს ესა თუ ის დამოკიდებულება აქვს რომელიმე თემასთან, რომელიც პირადად მას ახლოს ეხება და რომელსაც შეუძლია მასში გამოიწვიოს ძლიერი ხშირად კი მტანჯველი აფექტები. ციურიხის სკოლის ( ბლეილერი, იუნგი, რიკლენი) ფრიად მიზანშეწონილი პრაქტიკის საუძველზე თანხმობაში, ფროიდი ამბობს, რომ მას შეუძლია ასეთი დავიწყებადბის, ჩანაცვლებისა, დამახინჯებისა და გამოდევნის ფორმებით გამოხატოს საკუთარი მეხსიერებიდან გასხლტომილი სახელი, რომელიც შეეხო მის „პირად კომპლექსს“. ამ სახელის ჩემ პიროვნებასთან დამოკიდებულება მოულოდნელია ხოლმე, ხშირად მყარდება ზედაპირული ასოციაციის გზით, ის შეიძლება საერთოდ აღვნიშნოთ, როგორც უვცო დამოკიდებულება. რამდენიმე მარტივი მაგალითი ყველაზე უკეთ ხსნის მის ბუნებას, აცხადებს ფროიდი:

ა) როდესაც ადამიანი(პაციენტი) ივიწყებს სახელს რომლიც ძალიან ჰგავს იმ სიტყვას რისი მნივნელობაც მისთვის იმ პერიოდში პრობლემატურია, მტკვივნეულია და დისკომფორტის შემქმნელი.

ბ) სახელი, რომელიც ასოციაციურად უკვაშირდება პიროვნებას ან მოვლენას, რომელიც ინდივიდს ახსენებს საკუთარ „პირად კომპლექსს“

გ) სახელი, რომელიც აღვიძებს იმ ფაქტების არსებპობას, რაც კვაშირდება ინდივიდის „ ოჯახურ კომპლექსს“.

ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტები უკავშირდება და გამოწვეულია ე.წ. „ თვითურთიერთობის“ (“Eigenbeziehung”) უწყვეტ დინებასთან ადამიანის აზროვნების გავლით, ესაა დინება, რომილს შესახებაც ინდივიდმა არაფერი იცის, მაგრამ რომეილც გვამცნობს თავის თავზე სახელების ზემოთ ახნიშნული მსავსი დავიწყებით. არსებობს სახელების ავიწყებით გამოხატული ადამინის გონებაში შეკავებული ისეთი მოვლენები, რომელიც კომპლექსების გადრდა მის ე.წ.“უსუფთაო სინდისთანაა“ დაკავშირებული, რადგან ინდივიდი ფიქრობს, რომ მისი „ უსუფთაო სინდისია“ დამნაშავე იმაში, რომ მუხედავად მთელი ძალისხმევისა , მას მაინც არაფრის დიდებით არ შეულია დაიმახსოვროს სახელი. რას ნიშნავს ეს: მაგაილითად სტუდენტი, რომელიც არაწესიერი ანუ არაღირსეული გზით მოიპოვებს ქულას იმ საკითხში, რაც „ ჩააბარა“ მას ექმნება შინაგანი კომფლიქტი, რომ მისი ქულა მისთვის დაუმსახურებელია, ამიტომ ამ საგნის და თემის სწავლა და მისი დამახსოვრება უფრო რთულდება მისთვის ასევე გახსენება, რადგან ეს მისთვის საკუთარი საქციელის პირადად მიუღებობასთან ასოცირდება.

იმ ინტენსივობის შესახებ სწორი წარმოდგენის მისაღებად, რომლითაც მოცემული პირი/ ინდივიდი თავიდან იშორებს მოგონებას. სახელების დავიწყების ( უფრო ზუსტად ამოვარდნის, დროებით დავიწყების) მექანიზმი მდგომარეობს უცხო და მოეცემულ მომენტში აზრების გაუცნობიერებადი მწკრივით სახელების მოსალოდნელი აღდგენის დარღვევაში. ამნარად დამახინჯებად სახელსა და მის დამმახინჯებელ კომპლექსს შორის ან თავიდანვე არსებობს გარკვეული კავშირი ან ეს კავშირი ხშირად დგინდება გარეგნულად ხელოვნური კომბინაციის გზით ზედაპირული ( გარე ) ასოციაციების დახმარებით.

ე.წ. დამმახინჯებელ კომპლექსებს შორის ყველაზე დიდი ძლით გამოირჩევიან „თვითურთიერთობის“ კომპლექსები ( პირადული, ოჯახური, პროფესიული). ზოგადად შეიძლება განვასხავოთ სახელების დავიწყების ორი ძირითადი სახეობა: როცა მოცემული სახელი თავად ეხება რაიმე უსიამოვნოს ან იგი უკავშრდება სხვას , რომელსაც შეულია მსგავსი ქმედების მოხდენა: ასე რომ რომელიმე სახელის რეპროდუქციის დარღვევა შეიძ₾ება განპირობებული იყოს ან თავად ამ სახელით ან მისი ახლო და შორეული ასოციაციებით. მსგავსი დარღვევების მოტივებს შორის ნათლად ჩანს იმ უკმაყოფილების თავიდან აცილების განხრახვა, რომელიც გამოწვეულია მოცემული არასასურველი მოგონებით.

მეხსიერება მის ხელთ არსებულ შთაბეჭდილებებს შორის გარკვეულ არჩევანს ახდენს, საჭირო იყო გვევარაუდა, რომ ეს არჩევა ბავშვობის ასაკში სრულიად სხვა პრინციპებს მისდევდა, ვიდრე ინტელექტუალური სიმწიფის პერიოდში. ბავშვობის უმნიშვნელო მოგონებები თავისი არსებობით გადანაცვლების გარკვეული პროცესის მონაწილენი არიან, ისინი რეპროდუქციაში სხვა, მართლაც ნიშნად შთაბეჭდილებებს ჩაანაცვლებენ.

ესაა "დამფარავი მოგონებების" დამოკიდებულების და მნიშვნელობის მთელი მრავალფეროვნება. ადამიანის მოგონებები ტენდენციურია. ბავშვობის ყველაზე ადრეულ მოგონებებში ჩვეულებრივ ინახება უმნიშვნელო და მეორეხარისხოვანი რამეები, მაშინ როცა იმ დროის მნიშვნელოვანი, აფექტებით მდიდარი შთაბეჭდილებები მოზრდილთა მეხსიერებაში არავითარ კვალს არ ტოვებს.

რამეთუ ცნობილია, რომ მეხსიერება მის ხელთ არსებულ შთაბეჭდილებებს შორის გარკვეულ არჩევანს აკეთებს, რომელიც ბავშვობის ასაკში სრულიად სხვა პრინციპებს მისდევს, ვიდრე სიმწიფის პერიოდში. ამიტომაა ადამიანის ზრდა-განვითარებისას მეხსიერებაში არსებულ - ჩარჩენილი მოვლენები სხვადსხვა სიმკვეთრით, აღქმის ხარისხით და მათზე სხვადსსხვა ჩვენეული დამოკიდებულებებით ვლინდება. რამდენად ღრმად ვრცელდებიან ჩვენი მოგონეები ბავშვობის სიღრმეში? ბავშვი ინტელექტუალური განვითარების მაღალ დონეს აღწევს უკვე მეოთხე წელში, მას ამ პერიოდშივე გააჩნია რთული ემოციების უნარიც. ამ პერიოდის მოგონებებიდან ცოტა რამ ნარჩუნდება ადამიანის მეხსიერების უგვიანეს წლებში. ფროიდის აზრით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბავშვობის ეს დავიწყებული განცდები სულაც არ გასლეტილან უკვალოდ მოცემული პირის განვითარებაში, პირიქით მათ ისეთი გავლენა მოახდინეს, რომელიც მომდევნო პერიოდში გადამწყვეტი დარჩა.

რაც შეეხება მოზრდილებს, როგორც ცნობილია მოზრდილებთან მოგონებების პროცესი სხვადასხვა სახის ფსიქიკური მასალით ოპერირებს: ერთნი იხსენებენ მხედველობითი ხატების ფორმიტ, მათი მოგონებები მხედველობით ხასიათს ატარებს; სხვებს შეუძლიათ მესხიერებაში აღადგნინონ განცდილის მხოლოდ ყველაზე ძუნწი მონახაზები. ფრიად შესაძლებელია, რომ სწორედ ბავშვური განცდების დავიწყება მოგვცემს იმ ამნეზიების გაგების გასაღებს, რომლებიც, როგორც უახლესი მონაცემები გვიჩვენებენ საფიძვლად ედება ყველა ნევროტული სიმპტომის წარმოქმნას აცხადებს ფროიდი.

მიუხედავად შარკოსეული(ჟან მარტენ შარკო (დ. 29 ნოემბერი, 1825 — გ. 16 აგვისტო, 1893) — ფრანგი ნევროლოგი და ანატომიური პათოლოგიის პროფესორი. ის იყო ცნობილი ფსიქიატრის, ზიგმუნდ ფროიდის პედაგოგი. მას დიდი წვლილი მიუძღვნის ნევროლოგიისა და ფსიქოლოგიის სფეროების განვითარებაში) კლასიფიკაციისა სიზმრებს როცა ეხება საქმე, ბავშვობის მოგონებებთან მიმართებაში ადამიანები მხედველობით უნარებს ვიზუალურ უნარებს „ იყენებე“ , რადაგან მხედველობის მოგონება ინახავს ინფანტილური მოგონების ტიპს. რაც შეეხება იმ ყველა სხვადასხვა ვარაუდოს გათვალისწინებას, იმასაც რომ მხედველობითი უნარების მქონე მოზრდილი ადამიანები , საკუთარ თავს უგვიანეს მოვლენებში და მოგონენებში ვეღარ „ ხედავენ“ , ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ე.წ. ადრეული ბავშვობის მოგონებები წარმოადგენენ არა შორეული მოგონებების ნამდვილ კვალს,არამედ მის უგვიანეს გადამუშავებას, რომელიც განიცადა და უფრო გვაინი დროის სხვადასხვა ფსიქიკური ძალის ზმოექმედებით აღიდგინა. ინდივიდების ბავშვობის ოგონებები, როგორც წესი იძენენ „ დამფარავი მოგონენების“ მნიშვნელობას.

ბავშვობის მეხსიერებაში შენახულ სცენაში ასეთი „გაუგებრობები“ სკამაოდ ხშირია: გახსოვს სიტუაცია, მაგრამ მასში არ არის სათანადო ცენტრი: არ იცი , თუ მისი ელემენტებიდან , რომელზე უნდა გააკეთო ფსიქიკური აქცენტები.

დავიწყების, დამახინჯების და ჩანაცვლების გარდა, არსებობს ე.წ. წამოცდენილი სიტყვებიც, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც იმის დაშვება გვიწევს, რომ საკუთრივ დაბრკოლებას მათში წამროადგენს უხამს სიტყვებთან და საგნებთან თანჟღერა. ცუდად აღზრდილი ადამიანებისათვის ასე საყვარელი სიტყვებისა და გამოთქმების წინასწარ განზრახული დამახინჯება და გამრუდება სხვა არაფერს ისახავს მიზნად თუ არა, სარგებლობს რა უწყინარი საბაბით, შეახსენოს საძრახის რამეებზე და თავის შექცევის ეს მანრეა ისე ხშირად გვხვდება, რომ გასაკვირი არაა, თუ ის გზას იკაფავს არაცნობიერად და ნების საწინააღმდეგოდ. ფროდს მაგალითად მოყავს რომალები, რომელნიც უფლებას აძლევდნენ ტრიუმფატორს ჯარისკაცებს ხმამღლა, სახუმარო სიმღერებში გამოეხატათ თავისი შინაგანი პროტესტი ტრიუმფატორის პატივისცემის წინააღმდეგ.

თუ მშობლიურ ენაზე სასაუბრო მეტყველების ჩვეულებრივი მასალა წარმოგვიდგება დავიწყებისაგან შემოღობილად, ის მით უფრო განიცდის დარღვევას, რომელიც ცნობილია „წამოცდენილი სიტყვების“ სახელწოდებით. ჩანაცვლებისას, ისევე როგორც კონტამინაციებისას, ოღონდ ალბათ უფრო დიდი ხარისხი, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ე.წ. მეტყველების მფრინავი ან მოხეტიალე კონსრუქციები. ისინი , რომლებიც იმყოფებოდნენ ცნობიერების ზღურბლს მიღმა, მაინც მასთან ქმედით სიახლოვეში შეუძლიათ ადვილად იქნან გამოწვეულნი გამოთქმის დაქვემდებარებულ კომპლექსთან რაიმე მსგავსებით და მაშინ ბადებენ ე.წ. „რელსებიდან გადასვლას“ ან მეტყველების კავშირში შეიჭრებიან. მეტყველების მფრინავი ან მოხეტიალე კონსტრუქციები ფროიდის აზრით ხშირად არიან, როგორც უკვე ნათქვამია მიმდინარე სიტყვიერი პროცესების ( გამოძახილების) დაგვიანებული თანამგზავრები. ე.წ. „ რელსებიდან გადასვლა“ შესაძლებელია აგრეთვე მსგავსების წყალობითაც: როცა სხვა მსგავსი სიტყვა არსებობს ცნობიერების ზღურბლის სიახლოვეს, მაგრამ წარმოსათქმელად არაა განკუთვნილი, ასე ხდება ჩანაცვლებისას.

ამრიგად, ჯანმრთელ და ნევროზის დაუქვემდებარებელ ადამიანებთან უხვად შეიძლება ვიპოვოთ იმაზე მითითებები, რომ მძიმე შთაბეჭდილებებზე მოგონებები და მტანჯავ ფაქტებზე წარმოდგენები ეჯახებიან რაღაც დაბრკოლებას და ამ დროს ინდივიდში ჩნდება უკმაყოფილების შეგრძნება და მას უჩნდება გაქცევის რეფლექსი, აქტუალურდება დაცვითი მექანიზმი. ბევრი რამ დავიწყებული იქმნება თავად მასში მყოფი მიზეზით, იქ სადაც ეს არაა შესაძლებეილ ე.წ. მორგების ტენდენცია თავის მიზანს აღწევს და ახდენს ამ მიზნის გადაადგილებას ჩვენი მეხსიერებიდან აღმოფხვით და შლის თუნდაც რაღაც სხვაგვარს, არც ისე მნიშვნელოვანს, მაგრამ იმასთან ასოციაციურ კავშრში მყოფს. ესაა ერთგვარი დავცითი მექანიზმი, დეფლექსია.

დეფლექსია , არის დავცითი რეაქცია, რომელიც გამოიხატება განრიდებაში ( პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით). ამ დროს ადამიანს ობიექტი ფოკუსში/ცენტრში კი არ ყავს, არამედ დაკვირვება სხვა მეორეხარისხოვან ობიექტზე ან ფონზე გადააქვს. ამით სუბიექტი აქრობს ან ანეიტრალებს შესახებ ობიექტთან კონტაქტს, შედეგად გაურბის იმ დაძაბულობას, სტრესს და ნევროტულ დისკომფორტს, რაც მან შეიძლება ამ ობიექტისაგან მიიღოს ან იგრძნოს, განიცადოს. ადამიანი ამ დროს რეალობისაგან განყენებას ახდენს, გამოთქვამს ზოგად და ერთი შეხედვით არაფრისმთქმელ ფრაზებს, რითაც გაურბის რეალობასთან ცოცხალ კონტაქტს და მინიმუმადგე დაჰყავს სიტუაციაში საკუთარი ემოციური ჩართულობა.

გარკვეული მნიშვნელობის მქონე განზრახვებთან მიმართებაში ჩვენ ზოგადად აღმოვაჩენთ, რომ ისინი დაივიწყებიან მაში, როცა მის წინააღმდეგ ჯანყდება ბნელი მოტოვები. ნაკლენად მნიშვნელოვან განზრახვებთან მიმართებაში დავიწყების სხვა მექნიზმი მოქმედებს: მოცემულ განზრახვაზე შემხვედრი ნება რაიმე სხვიდან იმის ძალით გადაადგილდება, რომ ამ „სხვა“-ს და მოცემულ განზრახვის შინაარსს შორის ჩამოყალიბდა გარე ასოციაცია.

ფროდის აზრით, ჯერ ვერც ერთმა ფსიქოლოგიურმა თეორიამ ( ფროიდის თანამედრვე პერიოდის გათვალისწინებით) ვერ მოახერხა ანგარიში ჩაებარებინა გახსენებასა და დავიწყების ძირითად ფენომენზე მის ერთობლიონაში. უფრო მეტიც, იმ ფაქტიური მასალს თანმიმდევრული დანაწევრება , რომელსაც შეიძლება დავაკვირდეთ ახლადაა დაწყებული. შესაძლებელია ამჟამად დავიწყება ჩვენთის უფრო საიდუმლოებით მოცულიც გახდა. მეხსიერებაში შიაძლება უცაბედად ამოტივტივდეს ისიც, რაც დიდხანს დავიწყებულად მიგვაჩნდა.

გამოყენებული მასალა:

ზიგმუნდ ფროიდი, ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია, თბილისი, 2015. გამომცემლობა „პეგა“

დიმიტრი ნადირშვილი გეშტალტთერაპია , თეორია და პრაქტიკა , თბილისი, 2018, გამომცემლობა „მწიგნობარი“