თვითობა , როგორც მე-სუბიექტი და მე-ობიექტი , მე-ერთი მთლიანი

თვითობა , როგორც მე-სუბიექტი და მე-ობიექტი , მე-ერთი მთლიანი

თვითობა , როგორც მე-სუბიექტი და მე-ობიექტი , მე-ერთი მთლიანი

ნანა ალექსიძე

თვითობა, „სელფი“- SELF, ეს სიტყვა ზოგადი განმარტებით ნიშნავს ადამიანის მთლიანობას, მისი ფიზიკური და ფსიქიკური ნაწილების მთლიანობას, რომელიც ავთენტურია და საკუთარ არსთან განუყოფელია. თვითობის კონცეფცია, ესაა ის ცხადგრძნობისეული წარმოდგენა ჩვენს შესახებ თუ ვინ ვართ ჩვენი ცხოვრების ფიზიკურ, სულიერ, სოციალურ და ემოციურ ასპექტებში. ადამიანი ზრდა-განვითარებასთან ერთად აყალიბებს და იყალიბებს საკუთარი მეობის, თვითობის სურათს და მისეულ წარმოდგენას საკუთარსავე თვითობაზე. ეს წარმოდგენები იქმნება იმ განცდილი ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი გამოცდილებებით, ცოდნით და შთაბეჭდილებებით, რასაც ინდივიდი დაბადებიდან მისი ყოფიერების ფაქტობრივ ასაკამდე აგროვებს და ქმნის.

ზიგმუნდ ფროიდი ადამიანის თვითობის არსს მის ქვეცნობიერ და ცნობიერ მხარეებდ ჰყოფს, რაც ადამიანის ინსტინქტებზე ( იდი), მე-ზე( ეგო) და ზე-მეზე ( სუპერ ეგო) მყარდება, ყოველგვარი რღვევა ადამიანის მთლიანობის ამ ნაწილებს შორის ბალანსის და წონასწორობის დაუცველობის კუთხით არღვევს და შლის თავად ინდივიდს ფსიქიკურად და შესაძლოა ფიზიკურადაც.

კარლ იუნგი თვითობის კონცეფციას ხსნის, როგორც უნიფიკაცია, ერთიანობა და მთლიანობა ადამიანში არსებული არაცნობიერი, ქვეცნობიერი და ცნობიერი ნაწილებისას, რომელნიც წარმოადგენის ადამიანის ფსიქიკის ერთ და განუყოფელ მთლიანობას.

თვითობა გეშტალტის თეორიაში ხასიათდება, როგორც საკუთარი თავის, ინდივიდის, სუბიექტის და პიროვნების დონის განწყობათა ავტომატურად მმართველი ორგანო, რომელიც ზოგს გააჩნია და ზოგს არა, რადგან დაკარგული აქვს.

თვითობა,როგორც აქტივობა და ადამიანის სპონტანური გამოვლინება დაკავშირებულია აწმყო დროის და სივრცის კონტაქტთან, რეალური დროის ავთენტურად აღქმის სიჯანსაღესთან. თვითობის აქტუალიზაცია მისი ფუნქციების სრულ ათვისებასა და გამოყენებაში დგება.

აბრაამ მასლოუს მიხედვით თვითობის აქტუალიზაცია ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოიური მოთხოვნილებების და მეტა მოთხოვნილეების იერარქიულ დაკმაყოფილებაზე გადის.

და მაინც, რა არის იყო მე?

ალფრედ ადლერის ღრმა რწმენით, ადამიანი ვერ მიაღწევს ინდივიდუალური განვითარების სასურველ დონეს რეალურ დროში, თუ მას არ ექნება სოციუალურობის შეგრძნება და არ იქნება სოციალურად ინტეგრირებული.

კარლ როჯერსი მიიჩნევს, რომ ადამიანს აქვს თანდაყოლილი უდიდესი შინაგანი პოტენციალი ( მასლოუს თანამოზარე ჰუმანისტი ფსიქოლოგი) , რომელიც სავსეა ყველა სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის საჭირო უნარებით, ადამიანის თვითობის აქტუალიზაცია როჯერსის აზრით მის მიერ საკუთარი პოტენციალის ძიებაში, აღმოჩენასა და რეალიზებაშია,როდესაც ის აღწევს იმ დგომარეობას რასა ჰქვია „ სრულად ფუნქციონირებადი ადამიანი“.

გავრცელებულია მოსაზრება , რომ ადამიანში არსებობს კეთილი ანგელოზი და მაცდუნებელი, ორი ხმა, ერთი დამრიგებელი, მეორე გაუგონარი, თუკი ჩვენ ამას იმ კუთხით შევხედავთ , რომ ადამიანში მიუხედავად იმისა, თუ რამდენ შინაგან ხმას და შინაგან მე-ს გრძნობს ის , მათ მივაკუთვნებთ თავის ფუნქციებს, სადაც ერთნი იქნებიან შემსრულებელი და მეორენი შესასრულებელი ობიექტნი, მივიღებთ საკუთარ თავში : სუბექტ მეს და ობიექტ მეს , რაც ინგლისრუ ენაში პირველი პირის სუბიექტური და ობიექტურ ბრინვის ნაცვალსახელებად სახელდება და ცნობილია როგორც „ Self- as I and Me” სახელწოდებით.

თვითობის ასეთმა ინტეპრეტაციამ ბოლო პერიოდის კოგნიტურ მეცნიერებებში საკმაო პოპულარობა მოიპოვა, როგორც ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა (Mateusz Woźniak,Cognition and Philosophy Lab, Department of Philosophy, Monash University, Melbourne, VIC, Australia) ინდივიდში არსებული სუბეიქტი და ობიექტი მე , რომელიც თავდაპირველად წარმოგვიდგინა უიტგენშტაინმა (Wittgenstein (1958) ესაა ადამიანში განცდილი და ნახული შთაბეჭდილებებით მოტივირებული შემსრულებელი მე , რომელიც საკუთარ ქმედებებს ახორციელებს ამ გამოცდილების საშუალებით საკუთარ მე ობიექტზე. თუკი ამას ჩვენ ფროიდისეული გაგებით შევხედავთ ჩვენ ვიღებთ სუბიექტ ეგოს/მე-ს, რომელიც არის სუბიექტიც, რადგან თავად ასრულებს მოქმდებას, მაგრამ ამავდრულად ობექტიც, რადგან მასზე სრულდება ე.წ. ბრძანბების გადაცემა ან იდი-სგან ან ზე-მესაგან (სუპერ ეგოსაგან). აქედან გამომდინარე ადამიანში , მის მთლიანობაში და მის თვითობაში არ არსებობს სტატიკური მე სუბიექტი და მე ობიექტი, არამედ არსებობს რკალი ერთგვარი, სადაც მე არის სუბიექტიც და ობიექტის, რადგან ის ასრულებს მოქმდებას მისი სუბიექტი მე-სგან მიღებულს, რომელი მე-ც თავის მხრივ არის სუბეიქტი, რადგან ის გასცემს განკარგილებას და ასევე ობიექტიც რადაგნ მის მიერ გაცემული განკარგულება ისევ მასზე სრულდება მისი სამოქმედო ობიექტი მე-საგან (მოგვიანებით უკვე სუბიექტი მე).

თვითობის აქტუალიზებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტაქტი არამხოლოდ შინაგან მე-სთან და მის ე.წ. ნაწილებთან(არაცნობეირი, ქვეცნობიერი, ცნობიერი) არამედ გარემოსათან, გარე რეალობასთან. რადგან ის გეგმა, რაც მუშავდება ინდივიდში, როგორც თვითობის აქტუალიზების გეგმა და მოგვიანებით , ხდება მისთვის სამოქმედო გეგმა, აუცილებლად იქმნება გარე რეალობის და ამ რეალობასთან კონტაქტის პროცესში მიღებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების და გამოცდილებების საშუალებით.

მასლოუს მიხედვით თვითობის ფუნქცია უმთავრესად მოთხოვნილებათა გამოვილნებებთანაა დაკავშირებული. ესაა დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოიური, ლტოლვები,ბიოლოგიური საჭიროებები, იმპულსები, ესაა ის მოთხოვნილებები , რომელიც ყოველწუთიერად მიმდინარეობს ადამიანში და რომელიც ახდენს ადამიანის ჰომოესტაზური მდგომარეობიდან „გამოყვანას“ აპროვოცირებს რა, ინდივიდის მოტივაციას დაამყაროს კონტაქტი რეალობასთან.

რა ხდება ამ დროს?--- იგი-ს მოთხოვნილებები „ აიძულებს“ მე/ეგოს იმოქმედოს. ამ შეთხვევაში იგი სუბიექტია, ეგო ობიექტი, აპროვოცირებს ეგო-ს სუბიექტად გარდაქმას მის მიერ განსახორციელბელი მოქმედებისათვის, მაგალითად სწყურია და უნდა დალიოს.

გეშტალტის თეორიის მიხედვით პიროვნების ფუნქცია თავის მხრივ თავისი არსით სტაბილურია, ეყრდნობა რა შინაარსებს, რომლებიც წარსული გამოცდილების სახით არსებობს. ესაა ინდივიდუალური გამოცდილება,რომელიც იძლევა პასუხს შეკითხვაზე თუ ვინ ვარ. ესაა ის, რაც ადამიანმა იცის საკუთარ თავზე, როგორი განწყობებიც აქვს ცნობიერად, თუმცა ისინი შეიძლება რეალობას არ შეესაბამებოდეს. თვითობის დისფუნქცია, მე სუბიეეტისა და მე ობიექტის „არასწორი“ ფუნქციონირება ინდივიდის მიერ რეალობასთან კონტაქტის გაწყვეტით, არასრული კონტაქტით ან კონტაქტის საერთოდ არ არსებობითაა გამოწვეული.

მე-ს ფუნქცია გამოიხატება მის სწორ არჩევანში მე სუბიექტისა და მე ობიექტის როლების გადანაწილებით. გარემოსა და გარე რეალობასთან, ისევე როგორც თვითობის მე-ს ფუნქციების სწორ აღქმასა და ურთიერთობა და ინტეგრაცია ქმნის თვითობის აქტვობის ჯანსაღ პროცესს, ანუ პროცესს , როცა ინდივიდი გრძნობს კომფორტს ერთიან მთლიანობას, თვით-რეალიზებულობის შეგრძნებას და არაა გახლეჩილი და პიროვნულად დარღვეული.

პიროვნების ფუნქცია ესაა აღიქვას,აღმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლობები რეალობასთან სრული და უწყვეტი კონტაქტის