რეალობიდან გაქცევა თუ „ახალი რეალობის“ შექმნა, ნევროზი და ფსიქოზი ფროიდის მიხედვით

რეალობიდან გაქცევა თუ „ახალი რეალობის“ შექმნა, ნევროზი და ფსიქოზი ფროიდის მიხედვით

რეალობიდან გაქცევა თუ „ახალი რეალობის“ შექმნა, ნევროზი და ფსიქოზის ფროიდის მიხედვით

ნანა ალექსიძე

მნიშვნელოვან გენეტიკურ განსხვავებას ნევროზსა და ფსიქოზს შორის ფროიდი ასე ხსნის: ნევროზი ესაა კონფლიქტის შედეგი მე-სა(ეგო) და იგი-ს(იდი) შორის. მაშინ, როცა ფსიქოზი ეს არის დარღვევის შედეგი მე-სა და გარე სამყაროს შორის დამოკიდებულბაში , რომელიც მე-ს შეუქმნა ზე-მე-მ(სუპერ ეგო).  მე-ს არ სურს აღიქვას იგი-ში ლტოლვის მძლავრი იმპულსი და არ სურს დახმარების გაწევა . ასეთ შემთხევავში მე თავს იცავს მისგან ( იგი ან ზე-მე) გამოდევნის მექანიზმის საშუალებით.  გამოდევნა თავის მხრივ ეწინააღმდეგება ასეთ ხვედრს და იყენებს ისეთ ჩამნაცვლებელ ხერხებს, რომლებზეც მე ვერ მბრძანებლობს და ქმნის ისეთ ჩამნაცვლებელს, რომელიც მე-ს აგრძნობინებს , რომ ეს ე.წ. დაუპატიჟებელი სტუმარი ( იგიდან  ან ზე-მედან წამოსული იმპულსების შეკავების ჩამნაცვლებლები) ემუქრება მის ერთიანობას და არღვევს მას, იწყებს ბრძოლას იმ სიმპტომებთან, რაც მასში იმპულსების გამოდევნისაგან დასაცავად შექმნილმა ჩამნაცვლებლებმა გამოიწვია, რაც საბოლოოდ ინდივიდში ქმნის ნევროტულ მდგომარეობას და იწვევს ნევროზს. ფროდის აზრით არსებობს ასევე შეპასუხება, რომ მე ასეთი გამოდევნებით უგულვებელყოფს იგი-ს , მე არსებითად მისდევს ზე-მე-ს ბრძანებებს, რომლებიც ( ზე- მეს ბრძანებები) თავის მხრივ ხდება რეალური გარე სამყაროსთან გავლენით და რომლებმაც თავისი წარმომადგენლობა იპოვეს ზე-მეში. გამოდის ისე, რომ მე იბრძვის ამ ძალების მხარეს და მათი მოთხოვნებები ( ზე-მეს ბრძანებები) მასში ( მე-ში) ძლიერია. თუ მე ემსახურება ზე-მე-ს და რეალობას, მე აღმოჩნდება კონფლიქტში იგი-სთან ( აღარ იცხოვრებს გრძნობიესმიერი, იმპულსების გათავლისწინებით ) და წარმოიშვება ნევროზი.

მეორეს მხრივ არსებობს ფსიქოზი, რომლის ადრინდელი გაგებიდან გამომდინარე, ეს არის მე-სა და გარე სამყაროს შორის დამოკიდებულების დარღვევა. ფსიქოზის ყველაზე მწვავე და უკიდურესი ფორმებისას ადამიანის მიერ გარე სამყარო ან საერთოდ ვერ აღიქმება ან მისი აღქმა რჩება სრულიად უმოქმედო.

ზოგაგდად გარე სამყარო ახდენს გალენას მე-ზე ორი ხერხით:

  • პირველი რიგში , ახალი აღქმების მეშვეობით და
  • მეორე რიგში ადრინდელი აღქმების შესახებ დაგროვილი მოგონეების მარაგის წყალობით, რომლებიც „ შინაგანი სამყაროს“ სახით გამოდის, როგორც მე-ს საკუთრება და შემადგენელი ნაწილი.

ფსიქოზის დროს მე თვითნებურად ქმნის თავისთვის ახალ გარე და შინაგან სამყაროს და არანაირი ეჭვი არ არსებობს ორ ფაქტში: იმაში , რომ ეს ახალი სამყარო აგებულია იგი-ს იმპულსებზე სურვილების სახით და რომ გარე სამყაროსთან კავშირის წყვეტის მოტივი მძიმეა და ასევე  აუტანელია  რეალობას მიკუთვნებული სურვილების ფრუსტრაციაც  ( ფრუსტრაცია [ლათ. frustratio მოტყუება; ამაო ცდა; ჩაშლა (გეგმისა, ჩანაფიქრისა)] – (ფსიქოლ.). დამთრგუნველი დაძაბულობის, მღელვარების, გამოუვალობისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობა) .

ფსიქონევროზის და ფსიქოზის წარმოშობის ზოგად ეტიოლოგიურ პირობად ყოველთვის რჩება ფრუსტრაცია, რომელიც ხშრად იმ ერთ-ერთი დაუძლეველი ბავშვური სურვილების შეუსრულებლობითაა გამოწვეული, რომელსაც ასე ღრმა ფესვები აქვს გადგმული ადამიანის ფილოგენეტიკურად განპირობებულ ფსიქიკურ-ბიოლოგიურ ორგანიზაციაში (ფილოგენეტიკა (ბერძ.წარმომავლობა, წყარო, დაბადება) ბიოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ინდივიდებსა თუ ორგანიზმთა ჯგუფებს (მაგ., სახეობაბსა თუ პოპულაციებს) შორის არსებულ ევოლუციურ ისტორიასა და ურთიერთკავშირებს).  საბოლოო ჯამში ეს ფრუსტრაცია ყოველთვის გარეგანია, ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება მომდინარეობდეს იმ შინაგანი ინსტიქტებიდან ( ზე-მე-ში) , რომელმაც თავის თავზე აიღო რეალობის მოთხოვნის წარმომავლობის როლი ( ზე-მეს დომინირება მე-ზე, რომ რეალობის მოთხოვნილება მხოლოდ მისი ბრძანებების უპირობო მორჩილებაა და ყველა „ ინსტინქტი“ მისგან მომდინარეობას, რაც თავისთავად აიგნორებს და თრგუნავს იგი-ს ინსტინქტებს , იმპულსებს და გძნობებს).  პათოგენური ეფექტი აქ დამოკიდებულია იმაზე,დარჩება თუ არა მე ასეთი კონფლიქტური დაძაბული ურთიერთობებისას თავისი დამოკიდებულებების ერთგული გარე სამყაროსაგან და შეეცდება თუ არა იგი-ს შებოჭვას, თუ მე საშუალებას მისცემს იგი-ს დასძლიოს თვისი თავი და ამით რეალობას მოსწყდეს. კონფლიქტისას მე-სა და ზე მე-ს შორის და მათი  ანალიზისას, სშუალება გეძლევა  ვივარაუდოთ, რომ ეს კონფლიქტები საფუძველს უდებს მელანქოლიას და ისეთ დარღვევებს, რომელსაც „ ნარცისული დარღვევბის“ სახელწოებით ვიცნობთ (ნარცისული პიროვნების აშლილობა (ნპა) არის პათოლოგიური ქცევის ხანგრძლივი მოდელი, რომელიც ხასიათდება გაზვიადებული საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით, აღტაცების გადაჭარბებული მოთხოვნილებით და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების შემცირებული უნარით).

ნევროზები და ფსიქოზები, ფროიდის შეხედულებით წარმოიშვება მე-სა და მის სხვადსხვა გაბატონებულ ინსტანციებს შორის კონფლიქტში, რაც ნიშნავს უწესრიგობას მე-ს ფუნქციებში, რომელიც თავის მხრივ ავლენს მისწრაფებას შეარიგოს ერთმანეთს მასში არსებული სხვადასხვა მოთხოვნა. ყველა ასეთი სიტუაციის  შედეგი უთუოდ დამოკიდებული იქნება იმ ეკონომიკურ თანფარდობაზე რაც იქმნება ერთმანეთთან მებრძოლი მისწრაფებების შეფარდებით სიდიდეებზე, ანუ როცა მე-ს შეუძლია თავიდან აიცილოს გარღევა ამა თუ იმ ადგილზე იმის წყალობით, როცა ის თავის თავს უკეთებს დეფორმირებას, კარგავს საკუთარ მთლიანობას, შესაძლოა იხლიჩებოდეს და ირღვეოდეს კიდეც.  ეს აჩენს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა: ინდივიდში გამოხატული არათანმიმდევრულობა, უცნაურობები და სულელური გამოხტომები.

რეალობის დაკარგვის შეგრძნება, ესაა ძირითაი დამახასიათებელი ნევროზისა და ფსიქოზისათვის.  თუმცა ნევროზს ფსიქოზისაგან ის განასხვავებს , რომ პირველ შემთხვევაში - მე, რომელიც რეალობაზეა დამოკიდებული თრგუნავს მასში რეალურად ასებულ იგი-ს ნაწილს ( ლტოლვებითა და იმპულსებით, გრძნობისმიერ ცხოვრებას), მეორე შემთხვევაში, ფსიქოზისას იგივე მე  ემსახურება რა მხოლოდ იგის (ლტოლვებს), უარს ამბობს რეალობის იმ ნაწილზე, რაც მას ზე-მე-საგან აქვს. ამრიგად ნევროზისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა რეალობის გავლენის უპირატესობა, ფსიქოზიათვის კი იგი-ს უპირატესობა. რაც შეეხება რეალობის დაკარგვას, ნევროზის დროს ეს, როგორც ფროიდის მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ აჩვენა ეხება რეალობის სწორედ იმ ნაწილს, რომლის მოთხოვნის თანახმად მოხდა ლტოლვების გამოდევნა. თუმცა ადამიანის გონების ე.წ. დაცვითი ფუნქცია, ნევროზის შემთხვევაში ე.წ. „ტრამვული სცენის“ დროს , ინდივიდი ემიჯნება ნევროტულ განცდას და ტრამვულ მოგონებებს „ აძლევს“ ამნეზიას.  ტრამვული სცენა მაშინვე დავიწყებას მიეცემა და იწყება რეგრესიის პროცესი, რომელსაც საბოლოოდ ადამიანი მაინც მოწყვეტილი ჰყავს რეალობას და შესაძლოა მიიყვანოს ისტერიულ აშლილობამდე.  ამ პროცესში საინტერესოა შევხედოთ თუ რანაირად ცდილობს ნევროზი ამ კონფლიქტის მოგვარებას. ის აუფასურებს რეალურ ცვლილებას, გამოდევნის რა ლტოლვის განხილვად მიჩემებას, ესე იგი მასში ადამიანი გამოდევნის იმ გრძნობას, ფაქტებს და მოვლენებს, რაც მას ტკივილს აყებედა და რაღაც კუთხით ფსიქოლოგიუ დისკომფორს უქმნიდა და განაცდევინებდა მძაფრ ფრუსტრაციას.

ამრიგად , შეიძლება იმის მოლოდინი გვქონოდა, რომ ფსიქოზის წარმოშობისას ხდება რაღაც იმ პროცესის ანალოგიური , რომელიც ნევროზის დროს ხდება, ცხადია, სხვა ინსტანციებს შორის. ესე იგი , ფსიქოზის დროსაც ხცადი გახდა ორი ეტაპი, რომელთაგანაც პირველზე მე ამჯერად  რეალობას შორდება, მეორეზე კი ხდება მცდელობა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და ხელახლა მყარდება კავშირი რეალობასთან იგი-ს ხარჯზე.  მეორე ეტაპზე კი ხდება რეალობის დაკარგვის კომპენსირების მცდელობა, მაგრამ არა იგის-ს შეზღუდვის ხარჯზე, არამედ რეალობის დაკარგვიასა და ახალი რეალობს შექმნის საშუალებით, რომელიც იქმნება თვითნებურად და აღარ ახდენს შოკირებას, როგორც დაშორებული რეალობა.  მარიგად  ორივე შემთხვევაში ნევროზისა და ფსიქოზის დროს ეს არის მდგომარეობა გამოხატული იგი-ს პროტესტით გარე სამყაროს მიმართ ან მის წინააღდეგ. საბოლოო ჯამში თავდაპირველი განსხავება გამოიხატება იმაში, რომ რეალობის ნაწილი ნევროზის დროს  თავიდან აიცილება , ფსიქოზის დროს კი გარდაიქმნება. 

რას ვუწოდებთ ჩვენ ნორმალურ ანუ „ჯანსაღ“ ქცევას? ესაა მდგომარება, როცა ინდივიდი თავის თავში ახამებს ორივე რეაქციის ( იგი-სა და ზე -მე-საგან წამოსულ მოთხოვნებს)  გარკევულ ნიშნებს, რომელიც თავის თავში უარყოფს რეალობას ისევე მცირედ როგორც ნევროზი, შემდეფ კი ცდილობს შეცვალოს იგი, როგორც ფსიქოზი.  ცხადია ამ მიზანშეწონილ, ნორმალურ ქცევას მიჰყავს ინდივიდი გარე სამყაოზე გარეგნულად განხორციელებადი ზემოქმედებისაკენ და არ კმაყოფილდება, როგორც ფსიქოზისას შინაგანი ცვლილებებს შექმნით, იგი უკვე აღარაა აუტოპლასტიკური, არამედ ხდება ალოპლასტიკური.

ნევროზი , როგორც წესი , კმაყოფილდება იმით, რომ გაურბის რეალობის შესაბამის ნაწილს და თავს იცავს შეჯახებისაგან, თუმცა ნევროზსა და ფსიქოზს შორის მკვეთრი განსხვავება რბილდება იმით, რომ ნევროზის დროსაც არ არის უკმარისობა მცდელობებში ჩაანაცვლოს არასასურველი რეალობა სხვა, უფრო სასურველით.  ფანტაზიის ამ სფეროდან ნევროზი სესხულობს მასალას თავისი ახალწარმოქმნილი სურვილებისათვის და ჩვეულებრივ პოულობს მას იქ რეგრესიის მეშვეობით უფრო დამაკმაყოფილრბელ რეალურ შორეულ წარსულში. მაგრამ ფსიქოზისთვის ეს ახალი ფანტასტიკური გარე სამყარო ცდილობს დაიკავოს გარე რეალობის ადგილი, ნევროზის საპირისპიროდ, რომელიც ხალისით ეყრდნობა რეალობის ნაწილს

ამრიგად , როგორც ნევროზის, ისე ფსიქოზის დროს დგება საკითხი არა მხოლოდ რეალობის დაკარგვის, არამედ რეალობის ჩანაცვლების შესახებაც.

გამოყენებული ლიტერატურა:

ზიგმუნდ ფროიდი , მეტაფსიქოლოგიური თხზულებები, 2018 წ.გამომცემლობა „ გეო“ თბილისი

Sigmund Freud, The Psychopathology of Everyday Life, 1901, Germany