სტრატეგიული მენეჯმენტის როლი ჰუმანისტური განათლების მიდგომის ეფექტური განხორციელებისათვის

სტრატეგიული მენეჯმენტის როლი ჰუმანისტური განათლების  მიდგომის ეფექტური განხორციელებისათვის

სტრატეგიული მენეჯმენტის როლი ჰუმანისტური განათლების  მიდგომის ეფექტურგანხორციელებისათვის

 

ნანა ალექსიძე (Ph.D)

თანამედროვე სამყარომ თავისი მოთხოვნები წაუყენა საზოგადოებას - თანამედროვე ადამიანებს. ეს მოთხოვნები ის გამოწვევებია, რაც პირველ რიგში ცვლილებებსა და განახლებებს გულისხმობს. ადამიანები თავისი საქმიანობის ყველა სფეროში „იძულებულნი“ გახდნენ უფრო მეტი ადაპტაციურობა გამოეჩინათ, რათა დაეკმაყოფილებინათ გლობალიზაციის პირობებში ახალი რეალობის მიერ წარმოქმნილი საჭიროებები. არავინ დაობს უკვე იმაზე, რომ განათლება წარმოადგენს  ადამიანის  განვითრებისა და რეალიზებისათვის ერთ-ერთ ან ერთადერთ მნიშვნელოვან და შეუცვლელ ასპექტს. ამიტომ განათლებაც, ისევე როგორც ადამიანის საქმიანობის და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა სფერო, უნდა შეესაბამებოდეს ახალ რეალობას.  21-ე საუკუნის გამოწვევებმა ნათელი გახადა ადაპტირებისა და საჭირო უნარების დასწავლა-განვითარების აუცილებლობა, რათა აზრიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს შეეძლოთ თავი გაართვან თანამედროვე რეალობის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. სწავლა გამოყენებისათვის და არა სწავლა სწავლისთვის, ესაა ის პოსტულატი, რაც სასურველია რომ წარმართავდეს  დღევანდელი განათლების სისტემის დევიზს და შესაბამისად ამ საუკუნის მოთხოვნას ამ სისტემისადმი. მაღალრეკომენდირებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სკოლებმა და უმაღლესმა სასწავლებლებმა შეარჩიონ ის გზები, რომლებიც მათ მიიყვანს იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილება და მასწავლებლის პროდუქტულობა.  რაც შეეხება მასწავლებლებს, თანამედროვე საგანმანათლებლო რეალობაში, მიუხედავად კომპიუტერიზებული სასწავლო მეთოდების გააქტიურებისა, მათი (მასწავლებლების) როლი და შესაბამისად პასუხისმგებლობაც გაფარდოვდა. მათ როგორც კლასის მენეჯერებმა, უნდა გამოიყენონ სტრატეგიული მენეჯმენტისათვის დამახასითებელი ორი აუცილებელი ფაქტორი:

  • დიაგნოსტიკა - პროცესი, როდესაც ხდება სიტუაციის ზოგადი შესწავლა, მთავრი და მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა და მათზე ფოკუსირება.
  • შეფასება -გადაწყვეტა, როცა შერჩევა ხდება ყველაზე შესაფერისი გამოსავლისა უკვე იდენტიფიცირებული პრობლემიდან.

ახალ ,იმ რეალობაში სადაც XXI საუკუნის მოსწავლეები, სტუდენტები და გნებავთ მსმენელები სწავლობენ, განსხვავებით ძველისაგან, სადაც მათი მოსწავლეობის როლი ინფორმაციის პასიურად მიმღებობით  და პირდაპირი დირექტივების შემსრულებლობით შემოიფარგლებოდა, ახლა უკვე გახლავთ აქტიური, მოსწავლე, რომელიც არათუ იღებს ინფორმაციას, არამედ თავადაა ჩართული,რომ  მიღებულს დაამატოს ახალი, წახალისებულია, დასვას კითხვა აქტუალური იმ მომენტისათვის, გამოხატოს  აზრი, ემოცია და დამოკიდებულება კორექტულობის ფარგლებში, სასწავლო პროცესისა, შესასწავლი მასალისა და მიწოდების ფორმებთან დაკავშრებით.

 გასული საუკუნის ე.წ. პასიური მოსწავლისაგან განსხვავებით, თანამედროვე მოსწავლე ხშირად სვამს კითხვებს:  რატომ და როგორ? დღევანდელ მოსწავლეებში დიდია ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, შესაბამისად ხშირია კითხვები, რომლებიც პასუხებს ელიან. ამ ფაქტორებმა და გამოწვევებმა მასწავლებლები და ზოგადად განათლების მესვეურები დააყენა იმ საჭიროების წინაშე, რომ თანამედროვე ადამიანის იმიჯი/სახე შეიცვლა და კვლავაც ამ ცვლილებების პროცესშია, რომლის სწორად წარმართვასა და სათანადო ფორმირებაში მათი, როგროც მასწავლებლების როლი განუზომლად გაიზარდა.

როგორც აღვნიშნეთ, იმისათვის , რომ ყველა ზემოთ ხსნებული მოთხოვნა იყოს გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული, საჭიროა ბევრად მეტი , ვიდრე უბრალოდ სწავლება, ეს „ბევრად მეტი“ მოიცავს შესფერის და შესაბამის საკლასო და უფრო ფართო გაგებით სასკოლო და კიდევ უფრო ფართო გაგებით საგანმანათლებლო მენეჯმენტს. ამ დროს მასწავლებელი შეასრულებს  ერთგვარი მედიატორის როლს , როგორც ადამიანური რესურსების მენეჯერი, საკუთარ კლასში.  დღევანდელი სკოლები საკმაოდ განსხვადებიან იმ სკოლებისაგან , რაც იყო 30 წლის და უფრო მეტი წლის წინათაც. შეიცვლა მსოფლიო რეალობა, აჩქარდა ცხოვრების რიტმი, განვითარდა ტექნოლოგიები, რამაც პარადოქსულია, მაგარმ იმის მაგიერ, რომ ადამიანისათვის შვება მიეცა, პირიქით გაზარდა სტრეტსი და მოაქცია ის ( ადამიანი) ე.წ. „დედლანების/ dead lines  მარწუხებში“ გაზარდა რუტინული  ცხოვრების დოზა ემოციური მდგრადობის ნაკლებობის ხარჯზე. ამ სიტუაციებმა ასახვა ჰპოვა განათლების სფეროზეც, საჭირო გახდა რაღაც ახალის, ისეთის შექმნა, რომელიც უზრუნველჰყოფდა ისეთ საგანმანათლებლო პროცესს, სადაც ინფორმაციის გადაცემა-მიღების გარდა , უზრუნველყოფილი იქნებოდა ისეთი გარემოსა და კლიმატის არსებობა, სადაც მოსწავლეები მუდმივად აქტიურად ჩართულნი იქნებოდნენ პროცესში, იქნებოდნენ რა წახალისებულნი საკუთარი აზრისა და ემოცების გამოხატვისათვის, მათ ექნებოდათ განცდა , რომ არიან მეგობრულ, თანამშრომლურ გარემოში, რომლის შექმნისათვის მათი როლი და პასუხისმგებლობაც დიდია და აუცილებელიც კი.

საკლასო კლიმატი ჰუმანისტური განათლების მიდგომის მიხედვით არის ისეთი, სადაც პირველ რიგში არსებობს ადამიანის განუზომლად დიდ პოტენციალის რწმენა, იდენტიფიცირებულია მოსწავლის საჭიროებები, ხდება მათთვის მეგზურობის გაწევა, რომ აიმაღლონ საკუთარი თავისადმი რწმენა, თავდაჯერებულობა და ჩამოიყალიბონ სწორი თვითშეფასება, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი, ჰქონდეთ რწმენა ამ მოტენციალის რეალურად მათში არსებობის,  განვითარების და რეალიზების.

რა ხდება მაშინ, როდესაც სასწავლო პროცესი და ზოგადად სასკოლო ცხოვრება არის მოსწავლეზე ორიენტირებული? ასეთ გარემოში ყოველთვის არსებობს მეგობრული, სახალისო, სტრესისაგან თავისუფალი და ფასილიტატორული კლიმატი, სადაც შეუძლებელია იყვნენ უკმაყოფილო, დეზორიეტირებულები ან პროცესისაგან ამოვარდნილი მოსწავლეები.

 რა როლი აქვს სტრატეგიული მენეჯმენტს ზემოთ ხსენებული სასურვლი სასწავლო პროცესის შექმნაში?

სტრატეგიული მენეჯემენტი

სტრატეგიული მენეჯმენტი/მართვა ესაა სტრატეგიულად ფიქრი და აზროვნება. თავის მხრივ სტრატეგიულად ფიქრი მოიცავს კოგნიტური უნარებისა და ამ უნარების რეალიზებისათვის საჭირო ტექნიკების ასევე ქცევების, ჩვევების და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომელიც ორიენტირებულია პრობლემის იდენტიფიცირებასა და მოგვარებაზე.  სტრატეგიული მენეჯმენტის ათვისება განათლებაში გარდა ზემოთ ხსენებულისა, ასევე ხელშემწყობ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე იქინად გამომდინარე, რომ ის აერთიანებს ყველა აუცილებელ მიდგომას განათლბაში სტრატეგიულად შერჩევითობის საფუძველზე, უქმნის მათ განხორციელებეისათის ხელსაყრელ პირობებს. განათლებაში სტრატეგიული მენეჯმენტის ასპექტებში მოიაზრება ის ნაკრები, სადაც ძირითადად ანალიტიკური და მმართველობითი/მენეჯერული უნარებია გაერთიანებული, რომელიც თავის ხრივ ასახვას პოულობს ისეთ უნარებში როგორიცაა ლიდერობა, ინტერ და ინტრა კომუნიკაცია. ანალიტიკური ფიქრის, სჯელობის და აზროვნების უნარების ჩამოყალიბება და განვითარება ეს არის სტრატეგიული აზროვნების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი. კარგად განვითარებული სტრატეგიული აზროვნება და ანალიტიკური მსჯელობა მასწავლებლებს ეხმარება სწორი რაკურსის შერჩევაში მოსწავლეებთან ურთიერთობაში, მათი მთლიანი პიროვნების და პიროვნული მახასიათბლების ნახვა-შეცნობაში, მათი საჭიროებების სწორ დროს , ადგილას და წორი ფორმით იდენტიფიპიკაციაში და რაც მთვარია ამ ყველაფრის და მასთან დაკავშირებული ყველა გამოწვევის დაკმაყოფილება-მოგვარებაში.

მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის მენეჯმენტის მთავარი და ცენტრალური ფაქტორები, რომელიც ამ პროცესის ეფექტურობის გარანტადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ არის:

  • სტრატეგიული მენეჯმენტი სწავლასა და სწავლებაში.

 

  • გუნდური ატმოსფეროს შექმნა და ლიდერობისათვის საჭირო უნარების განვითარების და გამოყენების წახალისება.

 

 

ამ ორი ფაქტორის საფუძვლიანი ათვისებით პიროვნებისა და მის ინტერესებზე ორიენტირებულობით, რეალობისა და მის მიერ წაყენებული გამოწვევებისათვის თავის გართმევით და ამ რეალობასთან აქტიური კონტაქტით, მოქნილობით, ხელი ეწყობა საგანმანათლებლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და სასურველი პრაქტიკისა და მეთოდების ოპერირებას:

  • ფასილიტატორული სწავლება, კრეატიული და კრიტიკული მსჯელობა აზროვნების განვითარება ჰუმანისტური მიდგომის გათვალისწინებით, მოსწავლეების წახალისება აქტიურობისათვის და მასწავლებლისა და მოსწავლეების თვითაქტუალიზებულობა.

სტრატეგიული მენეჯმენტის განათლებაში ინტეგრირებით შესაძლებელი გახდება საინტერესო ნაკრები შევქმნათ ყველა საჭირო და მიზანსა და შედეგზე ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამენეჯერო მიდგომებისა, რომელთა დაკავშირება ერთმანეთთან და გამოყენება მიყვება სტატეგიულ გეგმას საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის.

მაგალითისთვის ავიღოთ საქართველო, რომელმაც ბოლო 50 წლის მანძლზე განვითერბის ამოდენიმე საფეხური გაიარა, რადგან ის ყოფილი არის პოსტ საბჭოთა რესპუბლიკა, არის იმ ქვეყნბის რიგებში, რომელთაც თავისუფალი ნების უკიდურესი გამოხატვის შედეგად მოუწიათ მიეღოთ დამოუკიდებლობა, გამოიარა დამოუკიდებლობის დაახლოებით 25 წელი, არის მრავალ-ეთნიკური, კუტურულად მრავალფეროვანი, მრავალ-რელიგიური. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა გამოიწვია ცვლილებები სხადასხვა სფეროში და მათ შორის განათლების სფეროშიც. კომუნისტური რეალობისათვის დამახასიათებელი მასწავლებელზე ორენტირებული სწავლება ჩაანაცვლა სტუდენტზე ორიენტირებულმა სწავლა-სწავლებამ (არა სრულად, მაგრამ ტენდენციები ამ ცვლილებებისა ნათლად ჩანს და კვლავაც გრძელდება). იქიდან გამომდინარე , რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საკლასო ოთახებში განსაკუთრებით, არიან სხვადსხვა ეთნოსის ბავშვები მასწავლებლებს აყენებს იმ გამოწვევის წინაშე, რომ შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ფსიქოლოგიურად, კუტურულად, ინტელექტუალურად და ფიზიკურადაც იქნება უსაფრთხო და მისაღები. ამ ფაქტორებს ითვალისწინებს და სასურველ შედეგებს მაღალი გარანტიით იძლევა საკლასო მენეჯმენტის ისეთი ფორმა, სადაც ინტეგრირებულია განათლებისა და სტრატეგიული მენეჯმენეტის ასპექტები.   

სტრატეგიული მენეჯმენტის განათლებაში ინტეგირებისას გასათვალისწინებელი კომპონენტებია:

  • პედაგოგიკის არსი/ბუნება, რომელიც გულისხმობს მოქნილობას ათვისებული მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებისას.
  • სირთულეებთან გამკლავების უნარები, რომელიც გულისხმობს პროაქტიკულ ჩართულობას ყველა მიმდინარე პოცესში. არსებული გამოწვევების დროულ შემჩნევას, მათ მიმართ მიმღებლობას და მოგვარებისათვის საჭირო ქმედებებით განხორციელებას.
  • გუნდურობა, რომელიც გულისხმობს კოლაბორაციულ, ლიდერობისა და გუნდურობის ერთობლიობით მიღებული ატმოსფეროს შექმნას.
  • ღიაობა გამოცდილებების მიმართ და ინოვაციურობა, რომელიც გულისხმობს იმ შემაკავებელი ბარიერების გარღვევას, რაც ქმნის ინერტულობას, შიშებს, შეზღუდულობას და ამის საპირისპიროდ იზრდება ღიაობა, მიმღებლობა, ცოდნისა და ცნობისმოყვარეობა, სიახლეებისადმი არა შიში , არამედ ინტერესი და ქმედებებში ორგანიზაციულობა, აქტიურობა.
  • რჩევა და დახმარება, ასისტენტირება და ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს მხარდაჭერას, ე.წ. სკაფოლდინგს (ბიძგის მიცემას, აქტუირ დახმარებას რესურსების ამოქაჩვის მიზნით), რათა განვითარდეს ისეთი უნარები , რომლების დაეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ პირდაპირ შეხედონ და შეხვდნენ გამოწვევეს, არამედ სპეციფიკური გზების და სტრატეგიების ძიება-აღმოჩენით გადაჭრან კიდეც ისინი.
  • ორგამიზაციული კულურა, მკაფიო სამომავლო ხედვა, აქ იგულისხმება არა მხოლოდ რეალობის გათვალისწინება, არამედ ასევე რელობის დონიდან სამომავლო, გრძელვადიანი ხედვის შექმნა და სწორი სულისკვეთების ფორმირება, (ორგამიზაციული კულტურის ნაწილში) ამ ხედვის გარშემო გაერთიანება.

განათლება თანამედროვე სამყაროში, ყველა განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნისათვის გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პრიორიტეტი. ყველა ქვეყანა ილტვის ეკონომიკის ზრდისა და უსაფრთხოებისთვის. განათლებაში ინვესტირება ამ ზრდის საშუალებას და გარანტიას იძლევა. განათლებული, კვალიფიციური ედამიანური რესურსი არის სწორედ ის, რასაც და ვისაც შეუძლია ქვეყნის მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი შექმნას და უზრუნველყოს ყველა სფეროს და მათ შორის ეკონომიკის ზრდაც. თავის მხრივ გაზრდილი ეკონომიკა ძლიერი რესურსია განათლების სფეროში მრავალი საინტერესო პროექტის და რეფორმის გასატარებლად. ამ საკითხში მასწავლებლების როლი ფართოვდება, თუ გასულ საუკუნეში მათი პედაგოგიური საქმიანობა  მხოლოდ სწავლება და აღზრდა იყო,  ამ საუკუნეში მათ მენეჯერისა და ტრანსფორმაციული ლიდერის თვისებების შეძენა და ფუნქცია-მოვალეობებიც დაემატათ. მათი მონაწიელეობის და ჩართულობის ხარისხი გაიზარდა, ისინი განათლების პოლიტიკის შემქმნელთა სიაში შევიდნენ (POLICY MAKERS). მასწავლებელი, როგორც პედაგოგი, მენეჯერი და ლიდერი - ესაა თანამედროვე მასწავლებელი, თუმცა ამ სტატუსის მოსაპოვებლად მათ შემდეგი ეტაპები უნდა გაიარონ:

  • შექმნან ხელშემწყობი პირობები ეფექტური სწავლისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა
  • გამოკვეთონ მკაფიო კავშირი (პირდაპირი თუ არა პირდაპირი) საკლასო აქტივობებს შორის, რომლებიც  ეხება აქტუალურ საკითხებს, მათ გადაჭრას და ამისავის შესაბამისი უნარების გამომუშავება.
  • უზრუნველყონ ძლიერი ასოციაციური და პრაქტიკული კავშირი ცოდნის მიღებასა და ამ ცოდნის რეალიზებისათვის განსავითარებელი უნარებს შორის, რომლის შედეგიც აისახება მოსწავლეების მაღალ პროდუქტულობაზე, ჩართლობასა და აქტუალიზაციაზე. მმასწავლებელები, როგორც სტრატეგიული მენეჯერები და ტრასფორმაციული ლიდერები ყოველთვის უნდა ფლობდნენ შესაბამის უნარებს, თვისებებს და აქტუალიზაციისათვის აუცილებელ მახასიათებლებს. ჰუმანისტური განათლების სტრატეგიულად გამოყენებისათვის საგანმანათლებლო პროცესში, მასწავლებლებისათვის სწორედ ეს ქვემოთ ჩამოთვლილი უნარები და ქცევებია მნიშვნელოვანი:
  • პასუხისმგებლობის გძნობა
  • ამოცანისა და დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანის მოთხოვნილება
  • ენერგია
  • შეუპოვრობა
  • რისკი
  • ბუნებრივობა/ავთენტურობა
  • თვით-რწმენა
  • სტრესის მართვა
  • ზეგავლენის მოხდენის უნარი
  • მიზნის მისაღწევად სხვათა მობილიზება და საერთონ ძალისხმევის კოორდინირების უნარი
  • გულისხმიერება
  • პროაქტიული მოსმენა
  • ფასილიტატორული სწავლება

ტრანსფრმავიული ლიდერის როლში მასწავლებელი ეს ნიშნავს ლიდერს, რომელიც ცდილობს მოქნილი სტრატეგიების  შერჩევა -განხორციელების გზით ყოველთვის იყოს გარანტი თავისი და რაც მთავარია მისი მოსწავლეების პირადი თავისუფლებისა, სასწავლო პასუხუსმებლობისა. ინტეგრირებული სტრატეგიული მენეჯნმენტი განათლებაში ამ კუთხითაც ხელსაყრელია, რადგან მართვის ასეთი ფორმა მოქნილს ხდის სასწავლო კურიკულიმს და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას საკლასო მენეჯმენტის მთლიან პროცესში, ზრდის მათ მნიშვნელობას და როლს როგორც კლასის-ერთიანი გუნდის  წევრებისა და ასევე როგორც პროცესში მონაწილე პირებისაც.

ქვემოთ ჩამოთვლილი რამოდენიმე რეკომენდაცია ხელსუწყობს მოქნილი, მოსწავლეზე ორიენტირებულ, ჰუმანისტურ მიდგომებზე აგებულ და განხორციელებული საკლასო მენეჯმენტის ორგანიზებას:

  • ჩავრთოთ მოსწავლეები საკლასო მენეჯმენტის შექმნაში
  • ერთობლივად შევადგინოთ საკლასო მენეჯმენტის აუცილებელი არაუმეტეს 5 წესი, რომელიც იქნბა მოკლე, ნათლად გასაგები და მიზნობრივი.
  • შევინარჩუნოთ და წავახალისოთ გუნდურობა და ორაგნიზებულობა, აქტიური ჩართულობით და პასუხისმგებლობის გაცნობეირებით.

მოსწავლეები ქაოსში ვერ სავლობენ. ხშირად ეს ქაოსი სწორედ ე.წ. ზედმეტი წესრიგითაც შესაძლოა შეიქმნას, ქაოსი, სადაც არის აბსოლუტური სიჩუმე, თუმცა არ არსებობს ფსიქოლოგიური კომფორტი და უსაფრთხოების განცდა. ქაოსი ემოციებში, ქაოსი მდგომებში, ქაოსი პასუხიმგებლობის გაუცნობერებლობით გამოწვეული. ინტეგრირებული სტრატეგიული მენეჯმენტის გამოყენება განათლებაში და კონკრეტულად საკლასო ცხოვრებაში, ეხმარება მასწავლებლებს რა თქმა უნდა მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთად ამ ქაოისის დალაგებასა და გაქრობაში. სტრატეგიული საკლასო გეგმის შექმნით, სადაც ყველა მოსწავლე იქნება ჩართული და იპოვის თავის როლსა და პასუხისგბელობას, შეუქმნის მათ მეტ ნდობას საკუთარი თავისა და მასწავლებლის მიმართ, მეტ მოტოვაციას უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი და რა თქმა უნდა მეტ ფსიქოლოგიურ მიმღებლობასა და უსაფრთხოებას. ასეთ გარემოში კი საკუთარ პოტენციალზე ორიენტირება, მისი აღმოჩენისა და რეალიზებულობისათის მოტივის გაჩენა მოსწვალეებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ და ბევრად უფრო მარტივად და საინტერსოდ ჩაერთვებიან თითაქტუალოზების პროცესში, რაც წარმოდგენს ჰუმანისტური განათლების ერთ-ერთ მიზანს და უბიძგებს მოსწავლეებს თვითრეალიზებულობისაკენ, როდესაც ჩნდება ახლი მიზანი  განათლებაში: სწავლა გამოყენებისა და თვითრეალიზებსათვის.

 გამოყენებული ლიტერატურა

Allen, K.P. (2010). Classroom management, bullying and teacher practices. The Professional Educator, 34 (1). Retrieved May 10, 2019 from http://files.eric.ed.gov/fulltext/EJ988197.pdf

Bush, T. & Bell, L. (2002). The Principles and Practice of Educational Management. London: Paul Chapman Publishing.

Crawford, M., Kydd, L., & Riches, C. (2002). Leadership and Teams in Educational Management. Buckingham: Open University Press.

Maslow, A.H. (1970). Motivation and Personality. New York: Harper & Row Publishers.

Medina, F., & Encomienda, H. (2013). Strategic management as key to improve the quality of education. Procedia-social and behavioral science. Vo. 81. pp. 270-274

Piaget, J. (1977). The Essential Piaget. Gruber, H.E. & Voneche, J.J.(Eds.). New York: Basic Books.

Rogers, C. (1969). Freedom to Learn. Columbus, OH, US: Merril.

White, C. (2004). Strategic Management. Macmillan.1st edition

Prevention .org. (2014). Classroom Management Strategies. Classroom Management. Recourse Guide. Prevention First. www. Prevetion.org. File:///C:/Users/Nanaa/Desktop/2020%20IRCELT/classroom%20manement%20strategies.pdf