ჩემი ჭეშმარიტება ჩემშია

ჩემი ჭეშმარიტება ჩემშია

                                                       ჩემი ჭეშმარიტება ჩემშია

„ ადამიანის გონება შეიძლება ბაღს შევადაროთ, რომელიც  მოვლილია ან მოუვლელია. იმისდა მიუხედავად, უვლიან თუ არა ბაღს , მასში რაღაც უნდა იზრდებოდეს. ზრდა ყოველთვის ხდება. თუ ბაღში სასარგებლო თესლი არ იყო დარგული , იგი სარეველებით აივსება, რომლებიც შესაბამის ნაყოფს გამოიღებენ, მებაღე საგულდაგულოდ იცავს თავის ნაკვეთს სარეველებისაგან და ზრდის მხოლოდ იმ ყვავილებს, რომელთა მიღებაც მას სურს“- ამ სიტყვებით დიდი ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ჯეიმს ალენი ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს არა მხოლოდ  ადამიანის ნების თავისუფლებას საკუთარ თავსა და გადაწყვეტილებებზე, არამედ სამყაროს წესრიგის იმ კანონს , რომ ზრდა და განვითარება ეს გარდაუვალი პროცესია, მხოლოდ გადამწყვეტი და ძირითადი კვანძი ის მიზეზ -შედეგობრიობაა, რასაც თავისუფალი ნებით გადადგმული ნაბიჯი, შესრულებული ქმედება განსაზღვრავს დამდგარი შედეგებით: პროგრესი ზრდაში თუ დეგრედირებაში ვლინდება.

ადამიანის აზროვნებისა და ფიქრების რაობაში, მათ არსსა და როგორობაში გასარკვევად დიდი ავსრიელი ფსიქოლოგი ალფრედ ადლერი ადამიანის, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის ხასიათის ახსნას , მისი  სოციალურობის შეგრძნების დონის მიხედვით ახდენს, ანუ თუ როგორ ურთიერთობს ერთი ინდივიდი მეორე იდივიდსა  ან სხვა დანარჩენებთან. ურთიერთობა ან ურთიერთობები იმდენად შეიძლება იყოს ცვალებადი, რამდენადაც თავად ადამიანის ბუნებაა ცვლილებებს დაქვემდებარებული.  ცვლილება, ეს ის პროცესია, რომელიც იმ სამკუთხედში განიხილება, რასაც კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ინდივიდის აზრები ქმნის და აფორმირებს სამ საფეხურად:  სიტუაციის შესაბამისად გაჩენილი აზრი à დამოკიდებულებაà ქმედებაà შედეგი.

                                                                       

ეს სამკუთხედი იმართება და ექვემდებარება თავისთავად სამყაროს წესრიგის კანონის სამ ძალას , მათ შორის მიზეზ-შედეგობრიობის კანონი ეს სამყაროს ის უმთავრესი კანონია, რომელიც აბსოლუტურია და ჭეშმარიტი. საკუთარ გონებასთან მუშაობით ადამიანი დიდი აღმოჩენების სამყაროში მოგზაურობს და აღმოაჩენს იმ უმაღლეს კანონს, რასაც სამყაროში დომინირებადი ძალა ქმნის და მართავს:

  • მიზეზ-შედეგობრივი
  • მიზიდულობის
  • სამართლიანობის

მიზეზ-შედეგობრიობის ძალა ვლინდება ადამიანის გონებაში კონკრეტული გარემოცისა და გარე გარემოებების ერთობლიობით შექმნილი მიზეზების „თესლების ჩათესვით“ , რომელსაც თავად ადამიანმა მისცა უფლება ცნობერად /გაცნობიერებულად  თუ ქვეცნობიერად/გაუცნობიერებლად , იმისავის რომ აზრის თესლებს გაედგა ფესვები, თვითდარწმუნებულობისა თუ სხვათა აზრის მუდმივი ზეგავლენის მეშვეობით მოახდინა ამ მათი განოყიერება, რომელიც სწორედ გაუცნობიერებელი თვითდარწმუნების და ასევე მიზანმიმართულად  თანამოაზრეთა ძიების და მათი აზრების გააზრებით და ერთპიროვნული თანხმობით განახორციელა. ნიადაგი ამისათვის თავად ინდივიდია მთელი მისი ერთიანობით სულისა და სხეულის მთლიაობით. ადამიანი საბოლოო შედეგამდე სწორედ მისი აზრებისა, ქმედებების, გააზრებული თუ გაუაზრებელი მოლოდინების საშულებით მიდის. შედეგი ყოველთვის დგება და სამყაროს სამართლიანი წესრიგის მიხედვით ის ყოველთვის შესაბამისია, ვინაიდან მარტივი ჭეშმარიტებაა თუ დარგავ ვარდს იქ ია ვერ ამოვა.

მიზიდულობის ძალა, ეს ისაა რაც აქტიურდება არა მხოლოდ იმის მიხედვით თუ რა ჩაიდინა და რა შედეგი მიიღო ინდივიდმა, არამედ თუ რა სურს ან რისი ეშინია. მიზიდულობის ძალა და მიზეზ-შედეგობრიობის ძალა ერთმანეთთან ურთიერთკავშირში არიან, რადგან , თუკი ადამიანი ფიქრობს და ოცნებობს რაიმე სასურველზე და მისაღწევზე, მაგრამ ამისათვის არაფერს არ სჩადის, ან ფიქრობს მაგალითად ორატორობაზე, მაგრამ არანაირად არ ავარჯიშებს საორატორო უნარებს, ამასთანავე პირიქით ასრულებს ისეთ ქმედებებს , რაც არათუ დაეხმარება მას ამის მისაღწევად, არემდ პირიქით ხელს შეუშლის, ამ შეთხვევაში, მხოლოდ სურვილი , მისი ფიქრები, რომ რაღაც უნდა , მასში მიზიდულების ძალაც ვერ გააქტიურებს, რადგან მისი მთელი არსება, სხეული, გონება და მოტორიკა საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ან მეორე შემთხვევა, თუკი ადამიანს რაიმეს შიში აქვს, მაგრამ ის ყოველდღიურად ცდილობს ამ შიშის საწინააღდეგო აქტივობები განახორციელოს, ლოცულობს, მედიტირებს, დადებით და პოზიტიურ ქმედებებს და ენერგეტიკას აზიარებს, ის თანდათან თავისუფლედება ამ შიშებისაგან. ჯეიმს ალენის სიტყვები ამას ადასტურებს: „ ადამიანები იზიდავენ არა იმას, რაც უდათ, არამედ იმას, რაზეც შინაგანად არიან განწყობილნი. სურვილებზე და ლოცვებზე პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის, როდესაც  ისინი აზრებთან და ქმედებებთან ჰარმონიაში არიან“.

სამარლიანობის ძალა, ეს სამყაროს წესრიგის კანონის იმ ძალათაგანია რომელიც ეფუძვნება მიზეზ-შედეგობრიობისა და მიზიდულობის ძალებს. კარგი აზრები და ქმედებები ცუდ შედეგამდე არასოდეს მიიყვანს ადამიანს. სამყაროში დომინირებადი ძალაა კანონი და არა უწესრიგობა, თითოეული ჭეშმარიტების თითოეული მარცვაი ადამინშია ჩადებული, საჭიროა მხოლოდ ნება, რომ მოემზადოს მის საპოვნელად, მოემზადოს იმ გზის გასავლელად,რომელიც მას  საკუთარ ჭეშმარიტებას აპოვნინებს და იმოქმედოს.

სამყაროს წესრიგისა და ზე განგებულების ჭეშმარიტების მოზაიკა ყველა ინდივიდში არსებული პირადი ჭეშმარიტებების ერთობლიობაა, რაც ყველა ადამიანს თავისი საკუთარი აქვს. ამ ჭეშმარიტების ავთენტურობა სიტიაციურია და  მათ საფუძველზე ინდივიდის მიერ განხორციელებული ქმედებებისა და ამ ქმდეების შედეგად მიღებული ან გადაცემული ემოციების რაობით იტესტება. რადგან ის გარემოებები, რომელიც ინდივიდს ტკივილს აყენებს , მისი საკუთარი მენტალური დისჰარმონიის შედეგია, ის გარემოებები კი რომელნის მისთვის  აღმაფრენის მომგვრელია, ინდივიდის მენტალური ჰარმონიის შედეგია.

როდეაც კითხვას სვამ: რა არის ჩემთვის ჭეშმარიტება, ყოველთვის გახსოვდეს, არსებობს ადამიანის მთლიანობის ერთი მთავარი ღერძი, ესაა მისი სულისა და ხსეული ერთობლიობა და ის ბირთვის , რომელსაც პიროვნება თავად ქმნის მისი ფიქრების, აზრების, ხასიათის, ჩვევების, ემოციების, განცდებისა და შედეგების ერთობლიობით, პიროვნების ღერძზე მოძრავი ენერგიაა. ამ ენერგიას კი ფერს, ფორმას, ტემპერატურას და მისი ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარის ხარისხს თავად ინდივიდი ანიჭებს.

ნანა ალექსიძე

განთლების მეცნიერებათა დოქტორი განათლების მენეჯმენტისა და განთლების ფსიქოლოგიის განხრით.

მსოფლიო ენელპე ასოციაციის მიერ სერთიფიცირებული ენელპე ქოუჩი/ოსტატი

2020 წ.