თვითმიმღებლობა, ის რისი მიღებაც გსურთ კონკრეტული ქმედებებით სხვებისაგან ან სხვებისთვის, შემოაბრუნეთ საკუთარი თავისაკენ

თვითმიმღებლობა, ის რისი მიღებაც გსურთ  კონკრეტული ქმედებებით სხვებისაგან ან სხვებისთვის, შემოაბრუნეთ საკუთარი თავისაკენ

ავტორი: ნანა ალექსიძე

მანიპულაცია ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში, ერიკ ბერნსის აზრით (ციტირება ევერესტ შოსტრომის მიერ, ნაშრომში „ანტი კარნეგი -ადამიანი მანიპულატორი“)  მანიპულაცია -ეს საკუთარი თავის და სხვების კონტროლზე მიმართული ცხოვრების სტილია.  ფრედრიკ პერლზის აზრით, მანიპულაციის ძირითადი მიზეზია ადამიანის საკუთარი თავისადმი უნდობლობა, საკუთარი თავის მიუღებლობა, ვინაიდან მას სწამს, რომ მისი ხსნა სხვებშია, მაგრამ სხვებსაც სრულიად არ ენდობა, რადგან, ის ვინც საკუთარ თავს არ ენდობა, ძნელია და თითქმის წარმოუდგენელია ენდობოდეს სხვას, მიუხედავად იმისა, რომ ფასადურად ხსნას სხვაში ხედავდეს.

რას აკეთებს ადამიანი მაშინ, როცა არ ენდბა საკუთარ თავს, არ იცნობს საკუთარ თავს, არ იღებს საკუთარ თავს? --- ის იწყებს მანიპულაციას, რათა საკუთარი თავის შეცნობისა და მიღების მიღმა, გააკონტროლოს სხვა, ამ კონტროლის საფუძველზე მეტად „ენდოს“ მათ, შეივსოს ის დიდი დეფიციტი, რაც ნდობა-უნდობლობას ახლავს და ამ გზით გახადოს ისინი „უსაფრთხონი“.  ადამიანი მანიპულაციისათვის სხვადასხვა გზას იყენებს, თუმცა ამჯერად ვისაუბრებთ არა ამ გზებზე, არამედ საფუძველზე, რატომ ხდება ადამიანი მანიპულატორი. რას ნიშნავს მისთვის მიიღოს საკუთარი თავი, მიიღოს გარემო, მიიღოს სოციუმი, მიიღოს სხვა ადამიანი, გააცნობიეროს საკუთარი თავი საკუთარ თავში და სხვებში, ისწავლოს საკუთარ თავთან საუბარი და ურთიერთობა, იგრძნოს სიმშვიდე და უსაფრხოება.

ადამიანებს ხშირად ერევათ ერთმანეთში საკუთარი თავის დაჯერება (რასაც თავდაჯერებულობას ვუწოდებს) საკუთარი თავის მიღებაში. თუმცა ქვემოთ ჩვენ ვიმსჯელებთ მათ შორის არსებით განსხვავებებზე. ერთია, რომ საკუთარი თავის დაჯერება, ესაა მუდმივი პროცესი, რასაც ადამინის მიერ მისი რეალიზებულობის ხარისხის კოეფიციენტი განსაზღვრავს, ხოლო  საკუთარი თავის მიღება არ საჭიროებს არც რეალიზებულობის და არც არა-რეალზებულობის ხარისხების განსაზღვრებებს, ის არც გამოცდილებით და მიღწევებით განისაზღვრება, მთავარი საკუთარი თავის მიღებაში, ესაა საკუთარი თავის უპირობო სიყვარული. თუ რას ნიშნავს და როგორია გიყვარდეს საკუთარი თავი, აი ესაა ყველაზე საინტერესო და ნათელი პროცესი ადამიანის ცხოვრების მანძილზე.

ხანდახან ცხოვრებაში ხდება შემთხვევები, რომლებიც ჩვენზე არაა დამოკიდრებული. ერთნი ბრძოლას წყვეტენ და დინების მიმართულებით ცურვას ამჯობინებენ, მეორენი კი გარდაუვალს იყენებენ, როგორც საშუალებას ახალი მიზნების მისაღწევად. ადამიანის განცდები და შესაბამისად მისი მოქმედებების ფორმა და გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ნაბიჯები სწორედ მის ცხოვრებაში მოცემულობის სახით დამდგარი ფაქტების და მომხდარი ამბების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების იმ ფორმით ხორცილედება, რომ ისინი(ადამიანები)   გარდაუვალის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას ახერხებენ.

ადამიანებს როგორც წესი ყველაზე მეტად უჭირთ საკუთარ თავთან დიალოგი, ზოგს არათუ ი უჭირს საკუთარ თავთან საუბარი, არამედ ეშინია და გაურბის კიდეც მას. თუმცა ისინი, ვინც ამ გამოწვევას იღებენ და საკუთარ თავს ემსახურებიან, მათ თითქოს მუდმივად ესმით საკუთარივე ხმა , რომელიც ჩასჩურჩულებს, თუ როგორ შეიძლება რომ  მოიქცეს, რა და როგორ იფიქროს, როგორი იყოს მისი რეაგირება მოვლენების მიმართ და როგორ გაიცნოს და აღმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს პროცესი საკუთარ თავთან შეთანხემბული და მშვიდი პროცესია. თუმცა რა ყოველთვის,  რა ხდება მაშინ, როცა ვღელავთ? როცა ცხოვრებიესულ გარდაუვალ მოცემულობას  ვიღებთ როგორც  “გარდაუვლად ნეგატიურს, საბედოსწეროს, დამანგრეველს“?  როდესაც ადამიანი ღელავს, ეს მხოლოდ ამწვავებს მის მგდომარეობას.  ჯონათან როუსონი, როგორც მასზე გამოჩენილი ამერიკელი ჯურნალისტი და მკვლევარი პოლ ტაფი ციტირებდა, ამბობს, რომ „ თუ გსურთ გახდეთ დიდი მოჭადრაკე, ანდა თუნდაც კარგი ოსტატი , თქვენი უნარი, გააცნობიეროთ და გამოიყენოთ თქვენივე ემოციები ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია , როგორც ის, თუ როგორ აზროვნებთ“.  თუკი ადამიანს არ შესწევს უნარი იფიქროს მასზე, თუ როგორ ფიქრობს და გაუცნობიერებელი მიდგომებით საკუთარ თავს მოექცეს უმოწყალოდ, გახადოს ის მყიფე და მსხვრევადი, მაშინ მისთვის ისეთივე „ დამანგრეველი“ იქნება წარმატებისაგან მოგვრილი სიხარული, როგორც წარუმატებლობისაგან განცდილი იმედგაცრუება. ორივე შემთხვევაში სტრესის დონე მაღალია.  პოლ ტაფი თავის კვლევებში სტრესის შესახებ ნეირო მეცნიერების განმატებებს იშველიებს და ამბობს, რომ „ ტვინის უბანი, რომელზეც სტრესი ყველაზე ძლიერ აისახება, არის თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც გადამწყვეტია ყველა სახის თვითრეგულაციის განხორციელებისას, როგორც ემოციური, ისე შემეცნებითი თვლასაზრისით.  თუკი ადამიანი გაიზარდა სტრესულ გარემოში, როგორც ბავშვი მას ყოველთვის გაუჭირდებოდა ყურადღების კონცენტრირება( ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვი, ვისაც ყურადღების კონცენტრირების პრობლემა აქვს, სტრესულ გარემოში იზრდება), მშვიდად ჯდომა. შემდგომში ასეთი ადამიანები, რომელთა სტერსი არსად წასულა და რომლებმაც არ იციან მისი არა თუ იდენტიფიკაცია, არამედ მართვა და საკუთარი სარგებელისათვის მისი გამოყენება, უფრო მწვავედ რეაგირებენ იმედგაცრუებაზე, რადგან არასწორი და ჭარბი მოლოდნები აქვთ, არ მიიღეს გარემო და ამ გარემომ არ მიიღო ისინი, შედეგად ჩამოუყალიბდათ საკუთარი თავისა და გარემოს მიუღებობა და უნდობლბა. ისინი უფრო მეტად არიან უარყოფითი იმპულსებით შემყრობილნი და შესაბამისად გონებაგაფანტულნი, შესაძლოა მათ ქონდეთ ორი უკიდურესობა, მსხვერლის განცდა ან გადაჭარბებული კონტროლის მოთხოვნილება--ორივე შემთხვევაში ისინი მანიპულატორები ხდებიან. ან იყვნენ უკიდურესად მორჩილნი ან აყვნენ უკიდურესად დაუმორჩილებლენი.  ადამიანის ორგანიზმი სტრესს მართავს სისტემით, რომელსაც ეწოდება ჰიპოთალამო-ფიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემა. ეს ენის გადატეხი სისტემა პოლ ტაფის განმარტებით აღნიშნავს სტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც ქიმიური სიგნალები ტვინსა და სხეულში მძაფრ სიტუაციაზე საპასუხოდ გადაიცემა. როცა  პოტენციური საფრთხე ჩნდება, ჰიპოთალამუსი, ტვინის უბანი, რომელიც ცნობიერების მიღმა მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს  მართავს, როგორიცაა სხეულის ტემპერატურა, შიმშმილი და წყურვილი, დაცვის პირველ ხაზზეა. ჰიპოთალამუსი გამოსცემს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც აღაგზნებს რეცემტორებს ჰიპოფიზში, ჰიპოფიზი გამოჰყოფს სასიგნალო ჰორმონებს, რომლებიც თირკმელზედა ჯირკვლის სტიმულირებას ეწევა, რის შედეგადაც თირკმელზედა ჯირკვალი გზავნის სტრესის ჰორმონებს, რომელთაც გლუკოკორტიკოიდები ეწოდება. ისინი მრავალი სახის სპეციფიკურ საპასუხო დამცავ რეაქციას ააქტიურებს. ზოგ ასეთ რეაქციას მათი მიმდინარეობისას ვაცნობიერებთ კიდეც. მაგალითად: გახშირებული გულის ცემა, პირის სიმშრალე, ოფლიანობა და ა.შ. 

ადამიანთა უმეტესობა უფრო მეტადაა ორიენტირებული გარშემომყოფთა კეთილგანწობასა და ამის მოპოვებზე, ვიდრე საკუთარი თავის შინაგანი მდგომარეობის გაცნობირებასა და მის კეთილგანწყობაზე.  რად უღირს ადამიანს მუდმივად სხვების აზრების კონტროლი, მათში საკუთარი იმიჯის ხარისხის გაზომვა, მაქსიმალური ძალისხმევის აღება აღიარებასა და გარემოს მიერ მის მიღებაზე. რა გაცვლა-გამოცვლა ხდება ამ დროს , რისი მიღწევისა და რის გარჯზე რისი დამსახურებისათვის იღწვის ადამიანი სოციუმისაგან? ფაქტია, რომ მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ გაცვლა-გამოცვლაზე, ძალისხმების გაღებასა და  დამსახურებაზე, ჩვენ უკვე შორს ვართ სიტყვისაგან და შესამაბისად მისი სემანტიკისაგან , რასაც „ მიმღებლობა, თვით-მიმღებლობა და გარემოს მიმღებლობა“ ჰქვია.

თუ როგორ ესაუბრება ადამიანი საკუთარ თავს, დიდწილადაა განპირობებული იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ის საკუთარ მეს. რამდენად აქვს მას მიმღებლობა საკუთარი თავის და შესაბამისად სხებისაც. დეილ კარნეგი , თავის ნაშრომში „ როგორ დავამარცხოთ შიში და სტრესი“ ამბობს, რომ „ვიდრე საკუთარ თავს შთამაგონებელი სიტყვით მივმართავთ, გაიხსენეთ ყველა თქვენი ძლიერი მხარე, ღირსებები და მიღწევები. საკუთარი თავის ისეთად მიღების და ისეთად სიყვარულის მზაობა, ესაა როგორებიც ჩვენ ვართ“.

 საკუთარი თავის მიღების უნარი განუყოფლადაა დაკავშირებული ჭეშმარით „მე“-სთან და პოზიტიურ თვისებებთან, ანუ იმ თვისებებზეკონცენტრირების უნართან, რასაც ადამიანი საკუთარ ღირსებად მიიჩნევს, თვისებებს, რასაც ის ეყრდნობა და რაც მას ეიმედება, ძლიერ მხარეებსა და ხასიათის ნიშნებზე ორიენტირება, რომლებიც ჩვენ ისეთბად გვხდიან როგორებიც ვართ. საკუთრი იმიჯ/ხატის ამ ასპექტებზე კონცენტრირებისას, ჩვენ ვამაღლებთ საკუთარ თავში თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის პატივისცემას. ადამიანები ჩვეულებრივ მეტ ყურადღეებას უთმობენ საკუთარ სისუსტეებს, ვიდრე ძლიერ მხარეებს. თვით მიმღებლობის ერთ-ერთი საფუძველი საკუთარი თავის უპირობო სიყვარული და დაფასებაა. მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი საკუთარის ხასითის გაცნობიერებით, ეცნობა საკუთარ პიროვნებას, მასში მისთვის საინტერესო და ძვირფას ასპექტებს აღმოაჩენს, რაც მთავარია ინდივიდუალურს და უნიკალურს, რაც მხოლოდ მისია და მისთვისაა.  საკუთარი თავის სიყვარული, წარმოუდგენელია საკუთარი თავის პატივისცემის გარეშე და პირიქით.

თვითმიმღებლობა ბავშვობის ასაკში იწყებს ჩამოყალიბებას, ის განიმარტება როგორც გაცნობიერება ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეების, რეალური ( თუმცა ასევე მაინც სიბიექტური) აღქმა და შეფასება/დაფასება საკუთარი ტალანატის, უნარის , თანდაყოლილი პოტენციალის, შეგრძნებების, ემოციების და არჩევანის, მიუხედავად წარსული ან უკვე განცდილი მარცხისა თუ ფრუსტრაციებისა. თვითმიმღებლობა (Shepard (1979) ესაა თვითკმაყოფილება სკუთარი მე-ს მიმართ, რაც არ ნიშნავს თვითკმარობას, თუმცა ნიშნავს უბრალოდ გაცნობიერებულად საკუთარი თავის ცნობას, ცოდნას , მიღებას და მისი ზრდისათვის უპირობო ხელისშეწყობას. აქედან გამოდინარე თვითმიმღებლობა ასევე მოიცავს თვითგაგებასაც. ამოსავალი ფაქტორი თვითმიმღებლობაში რაც ასევე მოიცავს თვითკმარობის ამოსავალ ფაქტორსაც, ესაა საკუთარი უნიკალურობის გაცნობიერება. 

თვითმიმღებლობა ადამინის თანდაყოლილ მოთხოვნილებებს უკვშირდება, სიყვარულს, ნდობას, აღიარებას, თუკი ეს სამი რამ ადამიანში თავიდანვეა( დაბადებიდან მის აწმყო პერიოდმდე) რამდენადმე რეალიზებული და აქვს უკუკავშირი საკუთარი თავის მიმართ: უყვარს, ენდობა და იღებს/აღიარებს, მაშინ ადამიანს თვითმიმღებლობის „ასაშენებლად“ მყარი საძირკველი აქვს მზად. კვლევებმა აჩვენა (E. Ackerman, 2020, positive psychology) ბავშვში თვითმიმღებლობის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იქწება და გვიან ზრდასრულობამდე გრძელდება. ბავშვები 8 წლის ასაკამდე (გარდამავალი ასაკი ბავშვის  ინიციატორულობის ჩამოყალიბების დასრულობასა და თავდაჯერებულობა/შრომისმოყვარეობის სტადიებს შორის. ერიკ ერიქსონი, ფსიქო სოციალური განვითარების სტადიები,) რთულად იხდენენ საკუთარი მე-ს ამა თუ იმ ფორმით განცდას, ამას ისინი ახერხებენ მათზე მზრუნველი (ოჯახი, მშობლები, ბებია-ბაბუები, მეურვეები) და მასთან ემოციურ და სოციალურ კავშირში მყოფი ადამინების მათ მიმართ ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმისა და აზრების საშუალებით. ასე ვთქვათ ბავშვები საკუთარ თავს იცნობენ სხვისი თვალით და აზრით დანახულს. თუკი ბავშვს მუდმივად ესმოდა, რომ ის იყო სხვებზე სრულად დამოკიდებული, რომ მის ნაცვლად მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მისი ნულოვანი ჩართულობით, სხვები წყვეტდნენ, თუკი ის მუდმივად განიცდიდა საკუთარი სურვილების განხილვის იგნორირებას და მინიმალურადაც კი დაუკმაოფილებლობას, თუკი ის თავად და მისი ნება არ იყო შესაბამისად ( ისე  როგორც მისთვის იყო მისაღები) დაფასებული, შეფასებული და აღიარებული, ან /და უფრო მეტიც კატეგორიულად უარყოფილი და იგნორირებული, თუკი მას არავინ უსმენდა და ესაუბრებოდა რა სურდა და რა შეიძლებოდა მისთვის მასვე გაეკეთებინა და რაში შეეძლო დახმარება გარშემომყოფებისაგან მიეღო. ყველაფერი ეს ბავშვს უქმნის განცდას, რომ მან არ იცის საკუთარი  თავი, ან ისეთი როგორიც იცის, მას არა აკმაყოფილებს და იმისათვის, რომ „გაამართლოს“  სხვათა იმედები და მოლოდინები, ის არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ მან არ მიღოს იმედგაცრუება და დასჯა, უმჯობესია არ აიღოს პასუხისმგებლობა თავის გადაწყვეტილებებზე, უმჯობესია ეს სხვებმა გადაუწყვიტონ, რომ თუკი რაიმე კარგად არ  გამოვა, ეს მისი პასუხისმგებლობის მიღმა დარჩება და ის „გადარჩება“. ამავდროულად მან ისიც იცის, რომ სხვას მასზე მეტი და მასზე კარგად შეუძლია. სწორედ ეს ფაქტორები აყალიბებს ადამინში მისთვის  მიუღებელ, მაგრამ განაჩენივით გამოტანილ თვითიმიჯს და  თვითმიუღებლობას, რაც ბუმერანგივით უბრუნდება იმ გარემოსაც რომელმაც არ მიიღო ის და შესაბამისად არც მან მიიღო ის, რომ გარემომ იგი არ აღიარა.

ადლერის აზრით, პიროვნება იხსნება ქმედებებში და მისი არსი შიშვლდება არა იმაში, რასაც ინდივიდი თავის თავზე ლაპარაკობს ან ფიქრობს, არამედ მისი ქმედებებისა და საქციელის კონტექსტში. ბავშვის  ყოველ ქმედებას შეუძლია ასახოს მთლიანად როგორც მისი ცხოვრებისეული გზა, ისე პიროვნება და ამიტომ რთულია მისი ქცევის გაგება მისი აღზრდის პროცესში განცდილი და გადატანილი ემოციებისა და სიტუაციების გაანალიზების გარეშე. ბავშვი, რომლის მიმართაც იყო უკიდურესი სიმკაცრე ან დამამცირებელი, დემოტივირებული დამოკიდებულება ყველა მისი შეცდომის მიმართ, განსაკუთრებით დაბალია მასში თვითრწმენა და თვითმიმღებლობა. შეცდმის დაშვებისაგან თავის „დაცვა“ და შეცდომის დაშვების „შიში“ ეს არის ერთ-ერთი წინაღობა , რაც ინდივიდს ექმნება საკუთარი თვის მიმღებლობისათვის. ადლერის აზრით, სულაც არა რის გასაკვირი, რომ ადამიანური ფსიქიკის განვითარებაში წარმოიშვებიან შეცდომები და რომ ეს შეცდომები და მათი შედეგები მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული და ვლინდებიან რაიმე წარუმატებლობაში ან არასწორ ორიენტაციაში.  ეს ყველაფერი ხდება ფსიქიკის მიზანმიმართული განვითრების წყალობით,  ეს მიზანმიმართულობა კი თავის თავში შეიცავს შეცდომების დაშვების შესაძლებლობასაც. ასეთი პიროვნული განწყობა ან მიზნის განსაზღვრა ყველაზე ადრეულ წლებში იწყება. ცხოვრების მეორე, მესამე წელს ბავშვი როგორც წესი თავისთვის მიზნად უპირატესობის მოპოვებას ისახავს, რომლის მისაღწევად ის საკუთარი გზით მიისწრაფვის.  თუმცა მიზნის დასახვა ჩვეულებრივ თავის თავში არასწორ მსჯელობას შეიცავს, ის ასე თუ ისე ბავშვს ავალდებულებს. ვლდებულების შეგრძნება განსხვავდება პასუხისმგებლობის შეგრძნებისაგან, ვალდებულების შეგრძნება მეტნაკლებად ნაძალადევი პასუხისმგებლობის შეგრძნებას ემსგავსება, რაც ადამინის მიერ თავისუფალი ნების გამოხატვას ზღუდავს. ამრიგად,როდესაც თვითმიმღებლობაზე ვსაუბრობთ, რასაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საფუძველი ბავშვობის ასაკში ეყრება, ადლერისეული განმარტებით ჩვენ ვხედავთ, თუ რა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის განვითარება განისაზღვრება ნივთების, მოვლენების, ფაქტების, მის მიმართ სხვების მიერ მისი მის მისამართით გამოხატული აზრების, მისი პიროვნული, ინდივიდულაური აღქმით; რაოდენ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ბავშვი ხშირად იმყოფება თავისივე შეცდომების ტყვეობაში, როცა ის ახალ და რთულ სიტუაციას ეჯახება.  ჩვენ ვიცით, რომ იმ შთაბეჭდილელების სიღრმე ან ხასითი, რომლებსაც სიტუაცია ახდენს ბავშვზე, არ არის დამოკიდებული ობიექტურ ფაქტებზე ან გარემოებებზე , არამედ უმეტესწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ამ ფაქტს ბავშვი და შემდგომში ზრდასრული, როგორ აღიქვამს. ჩვენი შეხედულებები ახდენენ გავლენას ჩვენს მიერ არჩეულ მიმართულებებზე და არა თვად ფაქტები.

როდესაც ჩვენ განვიხილეთ თუ რა ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის თვითმიმღებლობის განსავითარებლად ბავშვობაში მის მიმართ წაყენებული  მაღალი მოლოდინები, ბავშვის გადაქცევა  საკუთარსავე შეცდომების ტყვედ, ასევე უნდა ვახსენოთ კრიტიკაც , რომელიც ძირითადად დაშვებული „ შეცდომებს“ ახლავ თან.

ჩვენ ყოველთვის გვაშფოთებს კრიტიკა და გვათბობს შექება ( წერს კარნეგი) იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად გამართლებულია ერთიც და მეორეც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისით მოგვარდება.როცა გვაკრიტიკებენ, მაშინვე ვიკავებთ თავდაცვით პოზიციას, ხშირად ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გავიგებთ, რაში მდგომარეობს კრიტიკა. ადამიენები კრიტიკაზე მტკივნეულად რეაგირებენ, რადგან მათთვის სხვათა აზრი მნიშნელოვანია, იმაზე მეტად ვიდრე ეს შესაძლოა რომ იყოს. ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი ხასიათის შტრიხები, მისთვის ძლიერი და სუსტი მხარეები, ადამიანმა, რომელმაც იცის და რომელიც იცნობს საკუთარ თავს, ის კრიტიკაზე როგორც წესი, არ რეაგირებს მისთვის  ტკივნეულად, რადგან მისთვის ეს არის ფაქტი და მან კარგად იცის, რომ მისი პასუხისმგებლობის საზღვები საკუთარი თავის და მე-ს წინაშე არ გადის სხვისი საზღვრების გადალახვასა და არც სხვისი პასუხისმგელობის საკუთარში არევით. ბოლოსდაბოლოს ადამიანი აცნობიერებს, რომ ის უნიკალურია, თუმცა ყველა არასრულფასოვანია ამ სიტყვის ინდივიდუალური და სუბიექტური გაგებით. ადამიანი ისეთივეა, როგორიცაა მის სულში აზრები. 

ჟეიმს ალენი ადამინის სულს ბაღს ადარებდა, სადაც ყველა სახის ყვავილი და მცენარე შეიძლება ამოვიდეს ან აღმოცენდეს. ადამინის გონება და გაცნობიერებულობა, ირჩევს როფორი უნდა რომ იყოს მისი სულის/მე-ს  ბაღი  და შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს არ აქვს კონტროლი საკუთარი აზრების საკუთარ გონებაში შემოშვებაზე, მას შეუძლია აკონტროლოს რომელი დატოვოს და რომელი ამოძირკვოს, ისევე, როგორც ბაღში სასურველი მცენარე და არასურველი სარეველა. ადამიანი თავად ქმნის და თავადვე ანადგურებს მას. ჩვენი აზრებით, როგორც ამას ალენი განმარტავს, მოქმედებაში მოგვყავს ის იარაღი, რომლესაც ჩვენი მოსპობაც შუძლია. როდის აკეთებს ამას ადამიანი? როდესაც მას არ სურს საკუთარი თავი, არ ღებს მას.  ამგვარად ადამიანი თავად ქმნის ინსტრუმენტებს( საკუთარი აზრებისა და დამოკიდებულებების სახით) , რომელთა დახმარებითაც ადამიანი აშენებს სიხარულის, სიყვარულის, სიმშვიდის სავანეს ან პირიქით.

და ბოლოს უპირველესად! დაუსვით კითხვა საკუთარ თავს --ვიღებ თუ არა მე ჩემს თავს?

საკუთარი თავის მიღება, ესაა გაცნობიერება საკუთარი მე-ს ყველა ჩვენთვის ნაცნობი მხარის, ჩვენი ხასიათის და თვისებების ცნობა და ცოდნა, მათი ერთობლიობით სუსტი და ძლიერი მხარეების ჯამით/ერთიანობით. ადამიანებს უადვილდებათ საკუთარი თავის მიღება, როცა ისინი მიაღწევენ წარმატებას, როცა მათ აქვთ ის, რითიც შეუძლიათ რომ იამაყონ, თუმცა ადამიანებს უძნელდებათ საკუთარი თავის მიღება, როცა წარუმატებლობას განიცდიან და როცა მათ არ აქვთ ან სათანადოდ არ აქვთ აღიარება და სიყვარული გარშემომყოფებისაგან.

რა არის თვითმიმღებლობა, ესაა ყველაფერი ის, რაზეც ზემოთ იყოს საუბარი, თუმცა ერთი წინასასებით  ესაა საკუთარი თავის უპირობო სიყვარული.

ადამიანი, რომელსაც აქვს თვითმიმღებლობა, მას ავტომატურად აქვს სოციალურობის მაღალი დონის შეგრძნება და სხვათა მიმღებლობაც.  ასეთი ადამინისათვის არაფერი ადამიანური უცხო არაა.

თვითმიმღებლობის „ მისაღწევად“ გარდა იმისა , რომ ინდივიდს დაეხმარება ფსიქოთერაპია და შესაბამისი კომპეტენციის ადამიანი, ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები მკითხველს დაეხმარება თავად სცადოს ამის მიღწევა, ამ სტატიის მასშტაბურობა სწორედ მკითხველისათვის ამ თემის შესახებ საფუძვლიან ინფორმაციის მიწოდებას და დახმარებას ემსახურება.

  • საკუთარ თავთან საუბარი, ესაა პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის გაცნობისაკენ.
  • საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაცია, ეხმარება ადამიანს დააფასოს და იამაყოს, განიცადოს და გაიაზროს საკუთარი თვისებები და მიზნად დაისახოს სასუსრველი მხარის განვითარება.
  • საკუთარი თავის უნიკალურობის გაცნობიერება, თუნდაც იმ ფაქტის აღიარებით, რომ არ არსებობს ამ სამყაროში სხვა მისი მსგავსი ან იდენტური, ადამიანს დაეხმარება უფრო მეტი მიმღებლობა, რეალური და საფუძვლიანი აღიარება მოიპოვის საკუთარი თავის.
  • დაშვება იმისა, რომ არ არსებობენ სრულყოფილი ადამიანები, არსებონბენ მხოლოდ უნიკალურები და ერთ-ერთი არის თავად, ინდივიდს დაეხმარება შეცდომების დაშვებისას ნაკლები შიშის განცდაში, საკუთარი ქმედების გვერდიდან შეხედვასა და სტრესის გარეში მოქმედბაში, პროცესისაგან სიამოვნების მიღებაში.
  • საკუთრი მიღწევები, მადლიერება და მიზნები, საკუთარი უნიკალურობა ადამიანს აძლევს საფუძვლიან ბაზას, იმის გასაცნობიერებლად, რომ ის იმსახურებს მიიღოს საკუთარი თავი. ის არის ერთადერთი საკუთარი თავისათვის, ვინც ყველაზე კარგად იცის ის და შესაბამისად კარგადაც ესმის მისი.

და ბოლოს, ის რასაც ითხოვთ სხვისაგან, ან ის რისი მიღებაც გსურთ, კონკრეტული ქმედებებით სხვებისაგან ან სხვებისთვის, შემოაბრუნეთ საკუთარი თავისაკენ და შედეგს თავად იგრძნობთ, განიცდით და დაინახავთ.