თვითაქტუალიზების კონცეფცია თანამედროვე სამყაროს რეალობასა და განათლების მენეჯმენტში
თვითაქტუალიზების კონცეფცია თანამედროვე სამყაროს რეალობასა და განათლების მენეჯმენტში
ავტორი : ნანა ალექსიძე,
განათლების მეცნიერებათა დოქტორი
2020 წ
21 საუკუნის გამოწვევებმა აუცილებელი გახადა ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში და მისი საქმინობის თითქმის ყველა ასპექტსა თუ სფეროში. პიროვნება თავად და მისი, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის ჩამოყალიბება და აღჭურვა ყველა იმ საჭირო უნარებით, რასაც 21-ე საუკუნის გამოწვევბთან გამკლავება და წარმატებით თავის გართმევა მოითხოვს, გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი. მსოფლიოს ყველა განვითარებადი თუ უკვე განვითარებული ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზეა დამყარებული და ამ პრინციპებს იზიარებს მეტ-ნაკლები წარმატებით ერთმნიშვნელოვნად მომართულია, რომ სასწავლო პროცესი და ზოგადად საგანმანათლებლო სისტემა იყოს ორიენტირებული მოსწავლეზე, სტუდენტზე და პიროვნებაზე, ვინც განათლბას იღებს და მისი საჭიროებების დადგენით გაერკვეს და დააკმაყოფილოს მათი ინტერესები.
რას ნიშნავს იყო პიროვნებაზე და კონკრეტულად მოსწვლე/სტუდენტზე ორინტირებული? -ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსწავლის შესაძლებლობები, ის რეალობა, სადაც მას უწევს ყოფნა , მისი როგორც პიროვნების ხასიათის შესწავლა და წახალისება , მისი როგორც ადამიანის შინაგანი პოტენციალის აღმოჩენა დახმარება და წახალისება ამ პოტენციალის განვითერებისა და მისი სამომავლოდ რეალიზებისათვის გამოყენებისა.
სწავლა ცოდნისათვის, სწავლა რეალიზებისათვისათვის, სწავლა პიროვნების პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის, სწავლა გამოყენებისათვის, ესაა ის თანამედროვე მიდგომა, რასაც ყველა დემოკრატიული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ესწრაფვის. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსწავლე, მასწავლებელი და მთელი ის საინეტერესო პროცესი, რაც მათ ერთად მუშაობას და სასკოლო თანაცხოვრებას ახლავს თან.
თვითაქტულიზება და თავად თვითაქტუალიზების პროცსის ხელშეწყობა-განხორციელება არის ერთ-ერთი სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული გზა დავეხმაროთ მოსწავლეებს, იყვნენ თვითაქტუალიზებულნი და შეძლონ მიღებული ცოდნის და გამოცდილების სკოლის შიგნით და მის მიღმა სამომავლო რეალიზება.
თვით-აქტუალიზებულობის წახალისება და მისი , როგორც მიდგომის და განათლებისათვის მნიშვნელოვანი კონცეფციის დანერგვა-ათვისება ხელს შეუწყობს სწავლების პროცესში მოსწავლეებში ისეთი უნარების გააქტიურებას როგორიცაა:
- კრიტიკული და გლობაური აზროვნბის უნარი
- ცხოვრებისადმი მოტივირებული მიდგომა და განსაზღვრა რაოდენობრივი და თვისობრივი ღირებულებების საკუთარი ცხოვრების მიმართ (სწავლის პროცესი, როგორც ამ უნარების გამომუშავების დამხმარე საშუალება)
- უნარი ჰქონდეთ საკუთარი იდენტობის კარგად განსაზღვრული შეგრძნება და იყვნენ ინდივიდუალურები
- უნარი იყვნენ როგორც დამოუკიდებელი პერსონები, ასევე სოციალური და საზოგადოებაში კარგად ინტეგრირებულები
- უნარი ჰქონდეთ ჯანსაღი და სწორი აღქმა რეალობის და საკუთარი თავის ამ რეალობაში
- უნარი განავითარონ საკუთარი პერსონალური/ინდივიდუალური სტილი
- ღირებულებების შექმნა/ჩამოყალიბების უნარი
- საფუძვლიანი და გააზრებული შეგრძნება და წარმოდგენა იმ კულტურის შესახებ, სადაც ისინი ცხოვრობენ და/ან არიან ინტეგრირებულები(იმ შემთხვევაში, თუ თავად არიან ეთნიკურად სხვა კულტურის მატარებლები )
- უნარი როგორც თვითმიმღებლობის(მიიღონ საკუთარი თავი ისეთი როგორებიც არიან და განავითარონ თვითშეფასების ჯანსახი ფორმა) ასევე სხვათა( თანაკლასელების, მასწავლებლის და ა.შ.) მიმღებლობის ( მიიღონ სხვებიც ისეთები როგორებიც არიან გაგების, პატივისცემის და მათთან ჯანსაღი კომუნიკაციის დონეზე).
განათლების სისტემა თანამედროვე რეალობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევეის წინაშე დადგა. მან არა მხოლოდ პედაგოგიური, არამედ სამენჯმენტო და მარკეტინგული თვისება/ფუნქციები შეითავსა. 21 საუკუნის აჩქარებულმა და ტექნოლოგიურად განვითარებულმა ტემპა მისთვის დამახასიათებელი, თავისებური მოთხოვნები წაუყენა კაცობრიობას და მათ შორის თვითოეულ ინდივიდს. ეს გამოწვევბი მოითხოვდა განათლების მენეჯმენტში აუცილებელი ცვლილებების გატარებას, არსებული და ადრე არჩეული მიდგომების გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში მათ შეცვლას უფრო პრიორიტეტულით. მოსწავლის და მასწავლების როგორც ინდივიდების გააქტიურება, მოტივირება და აქტულიზაცია გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტული გზა ამ საუკუნის გამოწვევებთან წარტმატებით შეგებებისა. სტუდენტზე/მოსწავლეზე/აღსაზრდელზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ტენდენციები და სამენეჯმენტო მიდგომები ერთ-ერთი პროდუქტული და მისაღები საშუალებაა მოსწავლეთა და მასწავლებელთა თვითაქტუალზაციისათვის, მათი ცნობიერების ამ კუთხით ამაღლებსათვის, რაც საბოლოოდ სტუდენთა თვითრეალიზაციის საიმედო გარანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
თანამედროვე რეალობაში საგანმანათლებლო სისტემა მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მსოფლიოს აჩქარებულმა ტემპმა კონკრეტული და საჭირო მოთხოვნები წაუყენა თანამედროვე საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს და ინდივიდს. ამ მოთხოვნებისა და გამოწვევების დაკმაყოფილების აუცილებლობამ საჭირო გახადა გარდაუვალი ცვლილებების გატარება ყველა სფეროში და განსაკუთრებით განათლების სფეროში. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განათლების მესვეურებმა დაიწყეს გადახედვა და დადგენა იმისა, თუ რამდენად რელევანტური და შესაფერსი იყო 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო მოთხოვნებთან, ის არსებული ტრადიციული სწავლების მეთოდები, რასაც ისინი სასწავლო პრაქტიკაში ახორციელებდნენ.
თანამედროვე ადამიანის იმიჯი/სახე/შინაარსობრივი პორტრეტი, ჰუმანისტი განმანათლებლის, ფსიქოლოგის აბრაამ მასლოუს მიხედვით (Maslow, 1970) უნდა აკმაყოფილებდეს იმ თვისებების ერთობლიობის გამოხატვას, რაც ახლავს 21-ე საუკუნის მსოფლიო რეალობის გამოწვევებს. ეს ის გამოწვევებია, რომელიც მოსწავლეებს აყენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ განავითარონ და შეიძინონ ახალი და საჭირო უნარ-ჩვევები წარმატების მისაღწევად და დაძლიონ არა მხოლოდ მათ წინაშე არსებული პრობლემები, არამედ სამომავლო გამოწვევებც, რადგან ამ საუკუნის მოსწავლე აღარაა პასიური და მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, თანამედროვე მოსწავლეს სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის მიღებაა, მას სჭირდება, იყოს აქტიური და აქტუალიზებული, რასაც ის (მოსწავლე) მიაღწევს ფასილიტატორი მასწავლების დახმარებით, რომ შეიძინოს ყველა საჭირო უნარი და განავითაროს ყველა აუცილებელი თვისება თვითაქტუალიზებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად მასწავლებელი გადის შემდეგ საფეხურებს:
- მოსწავლეთა სტიმულირება;
- მოსწავლეთა აქტუალიზება;
- მოსწავლეთა თვითრეალიზება, რათა მათ განავითარონ პოტენციალი.
თამანედროვე საქართველოს გამოწვევები
საქართველო განვითარებადი ქვეყანაა. მისი მრავალ-ეთნიკურობა აუცილებელს ხდის, რომ განათლების სისტემაში იყოს გათვალისწინებული მრავალეთნიკური მოსახლეობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკურობა. თვითაქტუალიზება მიიჩინევა ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისათვის, რაც ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის შექმნას, ამაღლებას, წახალისებას და მათ მზაობას, რომ იყვნენ უფრო თვითაქტუალიზებულნი და ავტონომიურნი/დამოუკიფებელნი, როგორც მოსწავლეები და როგორც პიროვნებები. მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო მენეჯმენტი ზრდის მოსწავლეების თვითაქტუალიზების დონეს და ხელს უწყობს მათ აქტიურ და სრულ ჩართულობას საკლასო და საგანმანათლებლო პროცესში მათი სამომავლო თვითრეალიზების მიზნით.
დისერტაციას გააჩნია პრაქტიკული ღირებულება, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მათი მასწავლებლებისათვის. პრაქტიკული ღირებულება მდგომარეობს კველვის პროცესში მიღწეული აღმოჩენების შინაარსში, რომ:
- დაადგინოს საქართველოს საშუალო სკოლის მოსწავლეთა საჭიროებები;
- აამაღლოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ცნობიერება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობის შესახებ;
- შექმნას ხელშემწყობი საფუძველი და პირობები, მკლევარის მიერ შექმნილი მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო მენეჯემენტის მოდელის გამოყენებისა და დანერგვისათვის;
წაახალისოს მოსწავლეები თვითაქტუალიზების პროცესის მეშვეობით იყვენენ უფრო თავდაჯერებულნი, დაინტერესებულნი და სრულად ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო მენეჯმენტის პრაქტიკაში განხორციელება და მისი ეფექტურად დანერგვა ხელსშეუწყობს არა მხოლოდ მოსწავლეთა თვითაქტუალიზების წარმატებულ პროცესს, არამედ განხორციელებას იმ საბოლო მიზნისაც, რასაც მოსწავლეთა თვითრეალიზება ჰქვია. თვირელიზებული მოსწავლე შეძლებს, იყოს უფრო მეტად თავდაჯერებული და პიროვნულად განვითარებული, როგორც დამოუკიდბელი ინდივიდიც და როგორც დემოკრატიული საზოგადოების რეალიზებული წევრი. ეს პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია ასევე ქვეყნის (საქართველოს) დემოკრატიზაციაშიც.
დასშვები და პოზიტიურად დამტკიცებულია ის ჰიპოთეზა, რომ მასწავლებელი, რომელიც ფასილიტატორული სწავლების პროცესში ხშირად გამოიყენებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებსა და ტექნიკებს, აირჩევს მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო მენეჯმენტს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის ძირითად მიმართულებას, ამით ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითაქტუალიზების დონის ამაღლებას და გამყარებას. ამისათვის ფასილიტატორი მასწავლებელი დგამს შემდგე ქვემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს:
- ატარებს მოსწავლეთა მოთხოვნების ანალიზს;
- ნებას აძლევს მოსწავლეებს, ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება საკლასო აქტივობებსა, სხვადასხვა სახის დავალებების ტიპებისა და სტილის შერჩევაში, იმდენად რამდენადაც ეს შესალებელია;
- ეხმარება მოსწავლეებს, დამოუკიდებლად დასახონ მიზნები, რომელიც იქნება რეალისტური, ავთენტური და მიღწევადი;
- აძლევს მოტივაციას მოსწავლეებს, თავად დაგეგმონ და გაუკეთონ ორგანიზება საკუთარ სასწავლო პროცესს და სწავლის ფორმებს;
- ახალისებს მოსწავლეებს, მიიღონ მონაწილეობა ჯგუფურ და გუნდურ აქტივობებში, თანამშრომლობითი და კოოპერატიული სწავლების პირობებში, რათა მოსწავლეებმა განავითარეონ კომუნიკაციის და სხვა სოციალური უნარები;
- სტიმულს აძლევს გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებას და ურთიერთ თანამშრომლური მიდგომების განვითარებას სწავლების პროცესში;
- ეხმარება მოსწავლეებს, დამოუკიებლად განავითარონ სასწავლო სტრატეგიები;
- იყენებს კრეატიულ, შემოქმედებით და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ სასწავლო აქტივობებს.
მასწავლებლის მიერ გიდირებული მოსწავლეზე ორიენტირებული ფასილიტატორული სასწავლო პროცესი ზრდის და აძლიერებს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. ეს უნარებია, ის მთავარი ფაქტორები, რაც ხელსუწყობს აზრიანი სწავლების პირობებში მოსწავლეები იყვნენ უფრო აქტურად ჩართუოლნი სასწავლო პროცესში და ჰქონდეთ თვითაქტუალიზების მაღალი დონე.
თვითაქტუალიზებულ მოსწავლეებს შესწევთ უნარი ცნობიერი სწავლებისა, რაც ვლინდება მათ შესაძლებლობაში, რომ:
- თავად შეარჩიონ და დაგეგმონ სასწავლო მეთოდები და გზები;
- შეარჩიონ და გამოიყენონ ახალი და მათ სწავლაზე მორგებული მიდგომები;
- გაანალიზონ ეფექტურობა მათ მიერ შერჩეული მეთოდებისა;
- შეძლონ მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
- ჰქონდეთ უნარი საკუთარი ემოციების კონტოლის, პრობლების გადაჭის, თვითანალზის და თვითშეფასების.
თანამედროვე რეალობაში კარგ სწავლებაზე განათლების მესვეურთა შეხედულებები შეიცვალა. ისინი უფრო მეტად მოტივირებულნი გახდნენ, აირჩიონ ის მიდგომები და სტრატეგიები, განახორციელონ ის აქტივობები, რომელიც ემყარება კოგნიტური და კონსტრუქციული სწავლების პრინციპებს. მათი ამ შეხედულებების ცვლილება გამოიხატა მასწვლებელზე ორიენტირებული ტრადციული მიდგომის ჩანაცვლებით ახალი მიდგომით, რასაც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო მენეჯმენტის შექმნა ითვალისწინებს. მოსწავლეზე ორიენტრებული სწვალება მოიცავს იმ კონცეფციას, რასაც ავითარებს ასევე ჰუმანისტური განთლება. ჰუმანისტური განათლების ჰუმანისტი განმანათლებლების, ფსიქოლგებისა და მასწავლებლების აზრით (როჯერსი, უეიმერი, დოილი, მასლოუ) მოსწავლეებისათვის ყველაზე მნიშველოვანია ის, რომ ისინი იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, დაინტერესებულნი იმ სასწავლო მასალით, რასაც სწავლობენ. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც
- შესასწავლი თემა არის სწორედ ის, რაც მოსწავლეებს აინტერესებთ
- სჭირდებათ
- აქვთ სურვილი რომ იცოდნენ.
თვითაქტუალიზება ჰუმანისტური განათლების მიდგომის მიხედვით განიმარტება, როგორც პიროვნების პოტენციალის განვითარება შემოქმედებითობის, სპონტანურობისა და რეალური დროისა თუ თანამედროვე სამყაროს ავთენტურად აღქმის საშუალებით (ჯონსონი 2003;ლევინი 1977; მასლოუ, 1970).
თვითაქტუალიზება ესაა ის ფსიქოლოგიური პროცესი პიროვნებაში, რაც მისი პიროვნულ ზრდასა და სრულყოფას ემსახურება, როგორც პიროვნების შესალებლობის მაქსიმალურად გამოვლენისა და გამოყენების გზით.
როგორც მოსწავლეებს სჭირდებათ ყველა საჭირო სასწავლო ტექნიკისა და სტრატეგიის ცოდნა, სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის, ასევე სჭირდებათ ინდივიდებსაც, იცოდნენ ყველა აუცილებელი მიდგომა და პრინციპი პიროვნული ზრდისათვის, რომელთა გამოყენებაც განავითარებს მათ უნარებს, იყვნენ უფრო თვითაქტუალიზებულნი და თვითრეალიზებულნი (მასლოუ, 1970; ზალი, 2002).
მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების ძირითადი კონცეფციების განხორციელება, მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოს შექმნას და ამ პროცესში თავად მასწავლებილისა და მოსწავლის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. რაც თავისთავად გულისხმობს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ეს არის დავალების მიცემისა და ამ დავალების შესრულების პროცესი.
რა არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დავალებს მიცემა, გაკვეთილის ჩატარება და გამოკითხვა-უკუკავშირი და შეფასება?
---ეს გახლავთ აზრანი სწავლა/სწავლება. მოსწავლეზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესში შესაძლებლობა ეძლევა ყველა მოსწავლეს, რომ გაითავისოს და გაანალიზოს საკუთარი როლი და საწავლო პასუხისმგებლობა მთელს საგაკვეთილო და საგანმანათლებლო პროცესში, დასახოს მიზნები და თავად შეარჩიოს ამ მიზნებისათვის საჭირო გზები. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია დაბალანსირებული კონტროლი და ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
იყო ეფექტური, მოსწავლეზე ორიენტირებული მასწავლებელი, ნიშნავს, განახორციელო ისეთი ფასილიტატორული საგაკვეთილო პროცესი, როდესაც ადგენ მოსწავლეთა საჭიროებებს, მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების შესასრულებლად იყენებ ყველა გამოცდილ და საჭირო საგანმანათლებლო პრინციპს, პარადიგმას, მიდგომას და მეთოდს, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მიაღწიო მოსწავლეთა სტიუმულირებას, აქტიურ ჩართულობას მათი თვითაქტუალიზებისათვის.
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება მჭიდროდაა დაკავშირებული კოგნიტურ და კონსტრუქციულ ფსიქოლოგიასთან განათლებაში. კოგნიტური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე რთული და შეუძლებელია მოსწავლეებში ძირითადი სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარება და სტიმულირება. ადამიანის ცნობიერება უფრო მეტად პროაქტიულია ბუნებით, რაც წინსვლასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პირიქით რეაქტიული.
კოგნიტური უნარები არის ერთგვარი სტიმულატორები გონების ეფექტური მუშაობისათვის და მისი მთავარი თვისებისათვის, მიიღოს და დაამუშაოს ინფორმაცია. ეს პროცსი ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს მოსწონთ სწავლის პროცესი და გამოხატავენ ღიაობას და მზაობას სწავლისათის (ზალი , 2002).
ადამიანისათვის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ის იყოს მუდმივი სწავლის პროცესში. ამ მდგომარეობის მამოძრავებელი ძალა არის ის მისწრაფებები, მიზნები და გეგემები, რასაც ადამიანი და ამ შემთხვევაში მოსწავლე, ისახავს და აყალიბებს და რაც თავისი ბუნებით არის პროაქტიული და მიმართულია მომავლისაკენ და არა წარსულისაკენ. ადამიანის აზროვნების პროცესში მიზნის დასახვის რეჟიმი არის ყველაზე უფრო მეტად მოქმედებაზე ორიეტირებული სხვა პროცესებთან შედარებით. მიზნის დასახვისა და შესრულბის რეჟიმი ადამიანში ავითარებს კონკრეტული აქტივობების დაგეგმვისა და შესრულების სტიმულირებას.
ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, გარდა იმისა, რომ განათლებაში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომაზე არჩევანის გაკეთებაა აუცილებელი და ამ მიგდომის ეფექტური განხორციელება, ასევე საჭიროა, პარალელურად იყოს გათვალისწინებული ის თავისებურებები, რაც ქვეყანაშია, იგულისხმება მრავალ-ეთნიკურობა, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება. იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს მოსწავლეთა ეფექტური თვითაქტუალიზება, უნდა გაითვალისწინოს ადამიანის განვითარების ორი ძირითადი მხარე: ფიზიოლოგიური და ფსიქიკურ/ფსიქოლოგიური. მასლოუს თანახმად ეს ორი მთავარი და ძირითდი ასპექტი არის საფუძველი ადამიანის ყველა მოთხოვნისა და საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მასწავლებელი, რომელიც ირჩევს მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას ფასილიტატორული სწავლების გზით ცდილობს გაიგოს და გაითვალისწინოს მოსწავლეების სურვილი და საჭიროებები, შექმნას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო საკლასო გარემო და ხელი შეუწყოს მოსწავლეების წახალისების გზით მათ თვით-აქტუალიზებას და პიროვნებებად ჩამოყალიბების რეალიზებას. დაბალანსებული ძალთა გადანაწილება, დაბალანსირებული კონტროლი, თვითგამოხატვა, აზრიანი სასწავლო პროცესი და საინტერესო სასწავლო მასალა, მეგობრული და ურთიერთ-გაგებაზე დამყარებული ურთიერთბა მოსწავლეებს და მასწავლებელს შორის, არის ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რაც მოსწავლეების წახალისებას, მოტივაციის ამაღლებას და თვითაქტუალიზების პროცესის ეფექტურად წარმართვას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე შეიძლება შევაჯამოთ, თუ რას ეფუძვნება მოსწავლეზე- ორიენტიებული საკალსო მენეჯმენტი და ფასილიტატორული სწავლებით მოსწავლის თვითაქტუალიზების მიღწევა და რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი: მოსწავლეებისა და მასწავლების მიერ ერთობლივად შეიქმნას საკლასო გარემო, რომელიც ეფუძვნება ისეთ ურთიერთობებს, როგორიცაა:
1)თანაშრომლობა, ცოდნის გაზიარება და ჯანსაღი კომუნიკაცია;
2) მოსწავლეების მხრიდან მზაობა აიღონ პასუხიმსებლობა საკუთარ სწავლაზე და გააცნობიერონ საკუთარი როლი ამ პროცსში;
3) მასწავლებლის მხრიდან დახმარება მოსწავლეების, რათა მათ დამოუკიდებლად შეარჩიონ სასწავლო სტრატეგიები და იყვენენ ავტონომიური უნარებით აღჭურვილნი.
მოსწავლეზე ორიენტრებული საკლასო მენეჯმენტის განხორციელება მასწავლებლებს დაეხმარება, გაზარდონ მოსწავლეების ცნობიერება ამ მიმართულებით. მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მათ მშობელთა თანამშრომლური და აქტიური ჩართულობა საკლასო ცხოვრებაში, აქტივობებეში, საგანმანათლებლო და აღმზრდელობით პროცესში დადებით და ეფექტურ გავლენას იქონიებს მოსწავლეთა თვითაქტუალიზებაში. ამისათვის აუცილებელია შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:
- შეიქმნას თანამშრომლობაზე დაფუძვნებული ერთობლივი სამოქმედო გეგმა მოსწვალეებისათვის, მასწავლებლებისა და მშობლებსათვის;
- მოტივირება მათი (მოსწავლეების, მასწავლბლებისა და მშობლების) ისწრაფვოდნენ საჭირო და ეფექტური შედეგების მიღებაში;
- გამოიყენონ სხვადასხვა და მრავალფეროვანი აქტივობები კლასში და კლსასის გარეთ;
- განავითარონ საჭირო უნარები დასახული მიზნის განხორციელებისათვის;
- უზრუნველყონ მოსწავლეთა თავისუფალი არჩევანის პირობები;
- ჩამოყალიბდნენ ისეთ მასწავლბლებად, რომელნიც წაახალისებენ და მოტივაციას მისცემენ მოსწავლეებს, განავთარონ მიზანზე ორიენტირებული უნარები, შექმნან და განახორციელონ სამოქმედო გეგემები და იქონიონ ავთენტური და რეალისტური აღქმა ცხოვრებისა;
- იყვნენ აქტუალიზებულიმასწავლებლები და მისცენ შესაძლებლობა მათ მოსწავლეებს თავადაც იყვნენ აქტუალიზებულნი, განავითარონ მოსწავლეებში გუნდური სულისკვეთება და შეიძნონ ის საჭირო უნარები, რომელნიც აუცილებელია მოსწავლეების ცოდნის რეალიზებისათვის;
- მასაწვალბლები იყვნენ კომუნიკაბელურნი, მეგობრულნი, მოტივატორები, სოციალურები და თანამშრომლურები;
- მასწავლებლებმა ჩაატარონ აზრიან გაკვეთილები და დაეხმარონ მოსწავლებს ჰქონდეთ შესაბამისი უნარები, რათა მოახდინონ ცოდნის გამოყენება სათანადოდ.
როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტულ ნაბიჯებზე და მიზნებზე, რათა განვავითაროთ მოსწავლეზე ორიენტირებული საკლსო მენეჯმენტი და გავზარდოთ მოსწავლეებშიებში თვითაქტუალიზების დონე, არსებობს კონრეტული რეკომენდაციები მხოლოდ მასწავლებლებისათვის:
- დადგინდეს მოსწავლეთა საჭიროებები;
- იყვნენ გულისხმიერნი მოსწავლეთა გრძნობებისა და ემოციების მიმართ;
- დაიყოლიო მოსწავლეები, იყვნენ ჩართულნი მიმდინარე საკლასო ცხოვრებაში;
- წაახალისონ მოსწავლეები დაგეგმონ, ორგანიზება გაუკეთონ და განსაზღვრონ სამომავლო ნაბიჯები;
- ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია მოსწავლეებთან, უზრუნველყონ საკლსაო საათები კლასის და კლასის გარეთ;
- გასცენ შესაბამისი უკუკავშირი და შეაფასონ მოსწავლეები მათი საქციელისა და მიღწევებისათვის;
- გააძლიერონ მოსწავლეთა თავდაჯერებულობის დონე;
- იმოქმედონ დაბალანსირებულად, როგორც მასწავებელმა და ამასთანავე როგორც მეგობარმა;
- იყვნენ მოქნილნი და ნოვატორულნი.
განთლების ერთ-ერთი მთავარი როლი გახლავთ აღმზრდელობითი ფუნქციაც, დახმარება ახალგაზრდა თაობისა, რომ აღმოაჩინონ საკუთარი შესალებლობები, პოტენციალი და საკუთარი თავი, დასახონ სამომავლო ეგმები და იყვნენ მუდმივად თვითაქტუალიზებულნი. ამ ფონზე ჩნდება გარდაუვალი აიცილებლობა იმ საჭირო, შესაფერისი და აუცილებელი მენეჯმენტის განხორციელებისა კლასებში, რაც განავითარებს და უზრუნველყოფს იმ მთავარი კონცეფციის განვითარებას, რაც არის დისერტაციის მთავარი არსი. მოსწავლეებში პიროვნული ზრდისა და განვითარების პროცესი შესაძლებლობას აძლევს მათ (მოსწავლეებს), იყვნენ მზად 21-ე საუკუნის გამოწვევებთან შესახვედად, გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და რეალიზება მოახდნინონ არა ხოლოდ მიღებული ცოდნისა არამედ საკუთარი თავისაც. ამ შედეგბისა და ამ პროცესის წარმატებით განსახორციელებლად მოსწავლეთა თვითაქტუალიზება მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო მენეჯმენტის პირობებში ერთ-ერთ ხელშემწყობ/ფასილიტატორულ მიდგომად ითვლება. თვითაქტუალიზებული მოსწვლე საზოგადოებაში და რაც, მთავარია მის პირად ინდივიდულაურ ცხოვრებაში ხდება ყველა იმ საჭირო უნარით აღჭურვილი , რაც ნებიემიერ რეალობაში, დროსა და სივრცეში მისცემს მას შესაძლებლობას, თავი გაართვას ყველა მის წინაშე მდგარ ან მოსალოდნელ გამოწვევას, რადგან ის აცნობიერებს რომ:
- საკუთარი თავის ისეთად შექმნა , როგორიც არის და როგორიც უნდა რომ იყოს, მხოლოდ მის სურვილსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
- პირადი პასუხისმგებლობა პირადზე, ნიშნავს საკუთარი როლის გაცნობიერებასა და სწორად აღქმას საკუთარ გადაწყვეტილებებში.
- სოცილაურობა მისთვის ადამიანებთან ურთიერთობის და მისი ამ ურთიერთობებში ადეკვატური ადგილის და პირადი დამოუკიდებლობის გამომუშავების გზაა.
- ყოველი ახალი რამ, რაც ხდება არაა საშიში, არამედ გამოწვევა და ახალი გამოცდილებაა, რომელიც მას აძლიერებს და უფრო მომზადებულს ხდის ახალი გამოწვევების მიმართ.
- მთავარია სურვილი, მოტივაცია და გეგმაზომიერი მოქმედება და მიუღწეველი არაფერია.
- მზადაა იყოს ის , ვინც უნდა რომ იყოს, განვითარდეს, გაიზარდოს და ჰქონდეს მყარი და ადეკვატური, მხოლოდ მის მიერ დამსახურებულად შექმნილი სწორი თვითშეფასება
- იყოს მიმღები და ჰუმანურად განწყობილი ყველას მიმართ, ექნება რა, მკვეთრად გამოხატული პირადი სივრცე და პირადი პასუხისმგებლობა ამ სივრცეზე.
რას იღებს საზოგადოება ამ ყველსრისაგან, პასუხი ერთადერთია , ის იღებს ჯანსაღად მოზაროვნე, შემდგარ, ადეკვატურად რეგირებად, ჰუმანურ და რაც მთავარია თვითრელიზებისაკენ სწორად მომართულ განათლებულ საზოგადოებას, რომელიც შექმნის უსაფრთო გარემოს მისთვის და დანარჩენებისათვის.