პიროვნებაზე ორიენტირებული განათლების წამყვანი როლი ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში

პიროვნებაზე ორიენტირებული განათლების წამყვანი როლი  ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში

პიროვნებაზე ორიენტირებული განათლების წამყვანი როლი  ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში

ნანა ალექსიძე

განათლების მნიშვნელობა გლობალიზაციის ეპოქაში კიდევ უფრო გამოიკვეთა. სწავლულები მიიჩნევენ, რომ განათლებას შეუძლია ადამიანის არა მხოლოდ ცოდნის არეალის  გაფართოება, არამედ ცოდნის მიღმა, ცნობიერების „არეალის“ გაფართოებაც. სწორედ ამ ორის - ცოდნისა და ცნობიერების ადეკვატური გადაკვეთისას იქმნება ის ყალიბი, რაშიც პიროვნება ფორმირდება. 

ადამიანის უფლებათა დამცველი ევროპული სასამართლოს (European Court of Human Rights)  განსაზღვრებით -- განათლება თავისი ფართო გაგებით არის ის მთლიანი და სრული პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა გზასა და შესაძლებლობას, რომ საზოგადოების, სოციუმის და ყოფიერების ყველა შრის ფარგლებში ადამიანები, მოზრდილები და ახალგაზრდები ახდენენ საკუთარი რწმენების, წარმოდგენების, ფასეულობების, ღირებულებების, კულტურის ფორმირება-ჩამოყალიბებას, ინტეგრირება-გაზიარებას, განვითარება-დახვეწას.  საგანმანათლებლო პროცესი ეს არა მხოლოდ ინფორმაციის ( პროგრამით გაწერილი მასალის) მიღება - გაცემის პროცესია, არამედ  ეს არის პროცესი, როდესაც მიწოდებული და მიღებული ინფორმაცია იქცევა ცოდნად და ეს ცოდნა  სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესის მეშვეობით ინტელქტუალურ განვითარებამდე აღწევს .

ადამიანათა უმრავლესობა, განსაკუთრებით განვითარებად და ასე ვთქვათ ძალიან განვითარებად ქვეყნებში, ისე იღებს საშუალო განათლებას და ზოგი ამასაც ვერ, რომ ძალიან ცოტამ თუ იცის ადამიანის უფლებებისა და ძირითდი თვისუფლებების შესახებ, როგორც საერთშორისოდ აღიარებულ უფლებებზე, ასევე მისი ქვეყნის მიერ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე. 1960-70 იან წლებში საკმაოდ დიდი იყო ადამიანის უფლებების შესახებ აქტივობები მსოფლიო მასშტაბით, ამ საყოველთაო აქტივობებმა დიდი ბიძგი მისცა ადამიანის  ძირითადი უფლებების კანონიერ აღიარებას და მათი, როგორც სოციალური ცვილებებისთვის საჭირო რესურსად ცნობას.

რა როლი აქვს „ამ ყველეფერში“( ადამიანის უფლებებსი შესახებ ცნობიერების ამაღლება)განთლებას?

სტატიის მიზანია ფოკუსირება მოვახდინოთ ადამიანთა და კერძოდ მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ადამიანის  ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. განათლების ერთ-ერთი ძალა და განსაკუთრებულობა გახლავთ ის, რომ მისი მიღებით და გაღრმავებით, ირღვევა საზღვარი სოციალური და საზოგადოებრივი ან სხვა რაიმე დისკრიმინაციული ნიშნით შეზღუდულობისა, ის(განათლება)  ტრანსედენტულობის დონიდან და მსოფლმხედველობიდან „იხედება“ და „ახედებს“ ყველას, ვისაც  მასთან ( განათლება) აქვს მჭიდრო და ჯანსაღი კავშირი. დღევანდელი მსოფლიო განიცდის მრავალი პრობლემის არსებობით გამოცვეულ სერიოზულ სტრესსა და გამოწვევებს: ბავშვთა ტრეფიკინგი, მათდამი გულგრლი დამოკიდებულება, მათი როგორც შრომის ექსპლუატაციისათვის საჭირო რესურსად გამოყენება და მსგავსი სენსიტიური საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ადგილობრივი თუ მსოფლიო მასშტაბის და დონის არასამთოვრობო ორგანიზაცია, რომელთა უპირველესი მისია ადამიანის უფლებების დაცვა და ადამინების ამ საკითხში დახმარების და კოსულტირების გაწევაა, პრობლემები ამ მიმართულებით მაინც მრავლადაა.

სადაა ამ პრობლემის სათავე?

სათავე ქვეყნის ნებიდან იწყება, თუმცა ეს ნება უპირველეს ყოვლისა განათლების და საყოველთაო და გნებავთ სავალდებულო განათლების სწორ ორგანიზებას და პრიორიტეტულობას ეხება. რას ნიშნავს ადამიანის უფლების და ძირითადი თავისუფლბის დაცვა? -იცოდეს საკუთარი უფლებების შესახებ, რადგანაც ყოველ ადამიანს აქვს მინიჭებული მანდატი: „ ადამიანს აქვს უფლება იცოდეს საკუთარი უფლებები“. როდესაც ვსაუბრობთ ცოდაზე, სწორედ აქ იკვეთება განათლების დიდი როლიც.  მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ცალკეული აქტივობები, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, არაა საკმარისი, რადგან მსოფლიოში კვლავაც არის ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, რაც პირდაპირ და უხეშ დარღვევბს ასახავს ადამიანის უფლებებისა.  განთლების პროცესში სრული და ადეკვატური ორიენტაცია ადამიანის ძირითადი უფლებების და ამ უფლება-თავისუფლებების მიღმა მის შინაარსზე, ეს არის მოზარდებისა და ახალგაზრდა თაობისათვის ძლიერი და საჭირო რესურსი მიიღონ ცოდნა და იმსჯელონ მიღებული ცოდნის საფუძველზე საკუთარი უფლებების და მათი დაცულობის ხარისხზე, პრაქტიკაში მათ ადეკვატურ რეალიზებაზე. ახალგაზრდა თაობა , რომელიც ამ პრაქტიკით და ღირებულებებით ვითარდება ეს პროცესი ხდება მისთვის  სტიმული იყოს უფრო ინტეგრირებული, მიმღები და ტოლერანტული ყველას და ყველაფრის მიმართ, როცა არაფერი ადამინური მათთვვის უცხო არ იქნება და განსაზღვრული ეკოლოგიურიბის ფარგლებში დაიცავენ საკუთარსა და სხვის თავსუფლებებსა და უფლებებს და რაც მთავარია მიიღებენ საკუთარ თავის, როგორც სრულფასოვან წევრს მსოფლიო და საკუთარი ქვეყნის საზოგაოდებისა და იქ არსებულ განსხვავებებს, როგორც  მრავალფეროვნებისთვის აუცილებელ ნაწილს. როდესაც ჩვენ ამ საკითხზე განათლების ჭრილიდან ვსაუბრობთ, ვამახვილებთ ყურადღებას მის როლზე საზოგადოების ფორმირებაში.

სწავლება-სწავლის პროცესში , როცა ფოკუსი გაკეთებულია იმ ადეკვატურ ღირებულებებზე, დამოკიდებულებასა და ქცევებზე, რაც ყველა დროსა და სივრცეში ემსახურება ადამიანის თავისუფალ არჩევანს ეკოლოგიურობის გათვალისწინებით, ინდივიდების სწორ მსოფლმხედველობის ფრომირებას იცხოვრონ ერთად, თანაიცხოვრონ იმ სამყაროში, რომელიც ხასიათდება მრავალფეროვნებითა და პლურალიზმით.

თუკი განათლება არ არის ორიენტირებული თავად იყოს პიროვნებაზე და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, თუ კი ის არღვევს ადამიანის და მოსწავლის ძირითად უფლებას-გამოხატვის უფლებას, უსაფრთხოების ( ფიზიკური და ფსიქოლოგიური) უფლებას, როგორი ბევრიც არ უნდა იყოს თეორიულად დატვირთული მასში ადამიანის უფლებების სწავლება, ის პრაქტიკაში არღვევს მას და შედეგიც იქნება სავავალო - დაიკარგება ნდობა და იმედი მოსწავლეებისა ყველაფერი იმის მიმართ, რაც მათ ცოდის სახით მიეწოდებათ, რადგან ყოველთვის აქტუალურია ის ჭეშმარიტება, რომ სიტყვაზე მეტად ადამიანები ყურადღბას ვაქცევთ საქმეს. ამიტომ განათლების სფეროში, როდესაც საქმე გვაქვს მოზარდ და ახალ თაობასთან, რომელთაც კრიტიკულობა და შემფასებლური დამოკიდებულობის სიმძაფრე ისედაც არ აკლიათ, მათთან ნდობის მოპოვებაზე მეტად ადვილი ნდობის დაკარგვაა, ამიტომ სიტყვისა და საქმის, თეორიისა და პრაქტიკი კონგრუენტულობა ის საფუძველია, რაც მათი ნდობის გამყარებისთვის ძალიან  აუცილებელია და მით უმეტეს თუ საქმე მათ უფლებებსსა და თავისუფლებებს ეხება, კანონის ფარგლებში და კანონით განსაზღვრული.

ადამიანის უფლებების შესახებ განთალება მიზანად ისახავს, გაზარდოს ცნობიერება და შეფასება-დაფასების დონე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ ამ ფლებების სწავლა-სწავლებით. ამისათვის დაუშვებელია გავმიჯნოთ  ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ცოდნა და ზოგადად საგანმანათლებლო პროცესი ერთმანეთისაგან. ორივე უნდა იყოს კონგრუენტული  ერთმანეთთან და ამ კონგრუენტულობას სასწავლო, პედაგოგიური პროცესი თავის არსით, შინაარსით და ბუნებით უნდა გამოხატავდეს, როდესაც  ის დაადასტურებს და აღიარებს  მოსწავლის , როგორც პიროვნების, ადამიანის და საზოგადოების მომავალი ზრდასრული წევრის უფლებებს და წარმართავს  საგანმანათლებლო პროცესს ამ კუთხით მოსაწავლეების ცნობიერების ამაღლებისაკენ. შესაბამისი და შესაფერისი გარემოს შექმნა უზრუნველყოფს იმ ხელისშემწყობი კლიმატის არსებობას, რაც პირველ ყოვლისა იქმნება იმ ადამინების მიერ ვინც ამ გარემიში არიან, მათი მიმღელობით, ურთიერთ პატივისცემითა და ჯანსაღი ინტერ კომუნიკაციით , ასევე გარემო თავად უბიძგებს იქ მყოფ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად დახვეწონ ის უნარები, რაც ადამინის უფლებების დაცვის გარანტია და რაც თავისთავად ქმნის ამ დაცვისათის საჭირო გარემოს. ასე  რომ, გარემო ქმნის ადამიანთა განწყობას და ადამიანები გარემოს, ესაა ურთიერთდამოკიდებული და უწყვეტი პროცესი და  ერთი მეორისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს.

პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესი არის ის ე. წ. სასათბურე მდგომარეობა, რომელიც ადამიანის უფლებების განათლებისათვის (Human Rights Education, HRE) ყველაზე ოპტიმალურია. მოსწავლე, რომელიც სწავლობს გარემოში, სადაც მისი ესმით და იღებენ, იცავენ, აღიარებენ მის უფლებებს და უზრუნველყოფენ მათ დაცვას, ასეთ დროს მოსწავლე თავადაც ხდება მოტივირებული იყოს აქტიურად ჩართული ყველა საგანმანათლებლო პროცესში. სოციალურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ყოფნა მოსწავლეში ქმნის დაცულობის და სანდოობის შეგრძნებას, ახდენს მისი ( მოსწავლე) რესურსების მობილიზებას და არა ამ რესურსების ხარჯვას გაუმკლავდეს შიშებს, სტრესებს, საფთხეებს. რესურსულ მდგომარეობაში ჩაყენებული მოსწავლე ორიენტირებულია განვითერბაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო კი მას უვითრებს უნარებს, რომ იყოს უფრო შემოქმედებითი, მიზანსწრაფული, თავისუფალი თავის არჩევანში, ეკოლოგიური, მიმღები და ტოლერანტული, გამზიარებელი და კომუნიკაბელური და რაც მთავარია აქტუალიზებული, ანუ ექმნება მზაობა იყოს პიროვნება, რომელმაც იცის, რომ განსხვავებულობა ესაა განვითარების ერთ-ერთი კომპონენტი, თავისუფლება, ესაა პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომ მიმღებლობა, ესაა ტოლერანტულობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი და სპონტაურობა ესაა სიახლეებისადმი მზაობის უმთავრესი გამოხატულება.

 გამოყენებული მასალა

UNESCO 1960 Convention, http://www.unesco.org/new/en/social-and-humansciences/

themes/fight-against-discrimination/role-of-education/

Peace Resource Center; Introduction To Human Rights Education( 1991),

http://hrlibrary.umn.edu/peace/peaceedu/binder2.html

Human Rights Resource Center, University of Minnesota(1995-2004),

http://hrlibrary.umn.edu/edumat/hreduseries/hrhandbook/part1B.html

Monteir, A., M., & Tavares, S., M., The Role of Human Rights Education in the

Formation of an Active Citizenry,

https://scholarworks.iu.edu/journals/index.php/ried/article/view/619

Nica Froman Teachers College, Columbia University, Human Rights Education and

the International Baccalaureate Diploma Programme,

http://files.eric.ed.gov/fulltext/EJ1061017.pdf

Sounoglou1, M., & Michalopoulou1, A., (2017), Early Childhood Education

Curricula: Human Rights and Citizenship in Early Childhood Education, Journal of

Education and Learning,

https://eric.ed.gov/?q=education+and+human+rights&pr=on&ft=on

Kesten, A., (2014), Teaching Human Rights in Turkey: Commentaries on a Single

Lesson from

MultiplePerspectives,JournalofEducationandLearning,http://files.eric.ed.gov/fulltext/

EJ1101903.pdf

 https://drive.google.com/file/d/1AB3L7Hs6SauLV04acXN_aIStjbL6Xx7u/view

https://ibsu.edu.ge/research/en/proceedings/46

12th International Silk Road Conference on Contemporary Challenges of Democracy and Human Rights through Politics and Security, ISBN 978-9941-8-1037-4