მშობლებს არ ირჩევენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორი მშობლობა შეგვიძლია და გვინდა

მშობლებს არ ირჩევენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორი მშობლობა შეგვიძლია და გვინდა

ავტორი: ნანა ალექსიძე

ყველას გვინახავს ზრდასრული მამაკაცები და ქალები, რომლებიც თითქმის მათივე ბავშვობის „განსაზღვრული ბედისწერით“ მახეში გაბმულან, თუმცა ასევე გვინახავს ადამიანები, რომლებმაც ლამის სასწაულით გადალახეს რთული ბავშვობის წინააღმდეგობები.

პოლ ტაფი (ამერიკელ-კანდელი ჟურნალისტი და მწერალი, განათლების ფსიქოლოგიის მკვლევარი და რამოდენიმე ნაშრომის ავტორი, მათ შორის „ როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას“) აცხადებს, რომ ბოლო დრომედე (21-ე საუკუნე) არავის უცდია სერიოზულად გამოეყენებინა სამეცნიერო ხერხები ბავშვობის საიდუმლოებების ამოსაცნობად ან ექსპერიმენტისა და ანალიზის მეშვეობით გამოერკვია, თუ რა კავშირი აქვს ადრეული ბავშვობის წლებს ზრდასრულ ასაკში მიღებულ შედეგებთან.

როგორ და როგორებს გვაყალიბებს ბავშვობის დროინდელი გამოცდილებები იმ ადამიანებად, რომლებიც მომავალში ვხდებით? ეს ერთი უდიდესი ადამიანური საიდუმლოებათაგანია, რომელიც რომანების, ბიოგრაფიების და მემუარების ობიექტიც კი ხდება და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ტრაქტატების თემა იყო (პოლ ტაფი).

პროცესი, რომელსაც ადამიანის ზრდის გამოცდილება ჰქვია, შეიძლება ხან ორგანიზებადი, ლამის ავტომატურად ორგანიზებადიც კი და ხანაც სრულიად სპონტანური და არათანმიმდევრული იყოს. პოლ ტაფი თავის კვლევაში -- „როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას“, იხსენებს ერთ-ერთი მშობლის სიტყვებს: “ სინამდვილეში მე არასოდეს არ მქონია ოჯახური ოჯახი და მე არ მინდა , რომ ჩემს შვილსაც იგივენაირად წაუვიდეს ცხოვრება, როგორც მე“.  ყველა ზრდასრული ოდესღაც იყო ბავშვი და ყველა მშობელი -- შვილი.   

რა რწმენა-წარმოდგენებით, ქცევის რა მოდელებით და პატერნებით, რა მოგონებებითა და გამოცდილებებით, რა პროგრამებითა და მიზნებით მოქმედებენ ისინი ზრდასრულობისას და  თავის შვილებთან , როგორც მშობლები? პასუხები ამ კითხვებზე განპირობებულია იმავე კითხვებზე პასუხებით, რაც მათ მშობლებს(მშობლების მშობლებს) შეეძლოთ ამაზე გაეცათ.

მშობლები ყოველთვის მტკივნეულად და ემოციურად რეაგირებენ მათ მიმართ გამოხატული უსიამოვნო და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე. მშობლების მხრიდან ხშირად გვსმენია მსგავსი ფრაზები : “ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის (შვილებისათვის) , ისინი კი ასე გვიბრუნებენ (არაკეთილგანწობით)“.

მშობლებს არ ირჩევენ და არ ირჩევენ არც შვილებს, თუმცა მშობლად გახდომის არჩევანი და შვილის ყოლის არჩევანი შესაძლებელია, ისევე , როგორც შესაძლებელია ავირჩიოთ გზა, როგორი მშობელი გვინდა რომ ვიყოთ. აღსაღნიშნავია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მშობელი პასუხისმგებელია თავის პირად მშობლობაზე და იმაზე, თუ როგორად უნდა მას რომ იყოს, მან შეიძლება სასურველი მოდელი წარმოიდგინოს როგორი შვილი უნდა რომ ჰყავდეს, თუმცა ეს მხოლოდ მისთვის სასურველი და წარმოდგენის დონეზე, ვინაიდან ის, თუ როგორი იქნება მისი შვილი, მთლიანად დამოკიდებულია მისი შვილის არჩევანსა და სურვილზე.

როდის ფიქრობს მშობელი რომ მან გაიმარჯვა? ან რას ნიშნავს მისთვის, როგორც მშობლისათვის გამარჯვება? პერლზი წერდა, “ მოგებისას მზად უნდა ვიყოთ რომ გარდაუვლად ვაგებთ“.

 ბევრ მშობელს თავი შვილების ქცევის ექსპერტად მიაჩნია და სამწუხაროდ მათი მიდგომა შვილებისადმი მხოლოდ შენ უნდა-თი შემოფარგლება. თუკი შევეცდებით და დავაკვირდებით  მშობლის შვილთან საუბარს, რომელიც აღმზრდელობითი მიზნით დაიწყეს , ვეცადოთ დავითვალოთ, თუ რამდენიმე წუთში რამდენად ხშირად იქნება გამოყენებული სიტყვები შენ უნდა ან მასგავსი, რაც კატეგიურიულ იპერატიულობას გამოხატავს.  უნდა ყოველთვის ქმნის მაღალ ვალდებულებებს და შესაბამისად შვილის მიერ არასაკმარისობის განცდას, საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების უნარის დაკარგვას და მაქსიმალურის გაკეთებას უნდა-ს შესასრულებლად. ერთი შეხედვით მაქსმალურის გაკეთებაში ცუდი და არასაურველი არაფერია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ

  • რა არის ამ „მაქსიმალურის გაკეთების“ საზომი და რას ემასხურება ის.
  • რას იღებს ამით შვილი და რას იღებს ამით მშობელი.

სწორედ ეს უნდა, რომელიც ერთდროულად ქმნის ბავშვში არასრულფასოვნების, არასაკმარისობი განცდას და მისი მაკომპენსირებელი ზედმეტი და ჭარბი პოტენციალის რეალიზებისაკენ სწრაფვას, რაც გამოიხატება დაუოკებელ სურვილში იყოს ყოველთვის უპირატესი.

ადლერი  თავის ნაშრომში „ბავშვთა აღზრდა“ ასეთ მდგომარეობას უწოდეს ზეპატივმოყვარეობას, ტვირთი, რაც თანდაყოლილ პოტენციალად და ხასიათის თვისებად არის ყველა ინდივიდში, თუმცა პროვოცირებული აღზრდის კონკრეტული ხერხების გამოყენებით მშობლიებისა და აღმზრდელების მიერ.  ადლერის აზრით ( ადლერი, „ბავშვთა აღზრდა“) ზეპატივმოყვარე ბავშვები დაინტერესებულნი არიან მხოლოდ საბოლოო შედეგით, რომლის არსიცაა ნებისმიერ ფასად უპირატესობის მოპოვება და მათი პირადი წარმატების აღიარება. წარმატება  როგორც ასეთი გარშემომყოთა აღიარების გარეშე თითქმის არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ვიცით, რომ ბევრ შემთხვევაში ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანია მისი ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნება წარმოქმნილი სირთულეების წინაშე, ვიდრე მაშინვე ამ სირთულეების დაძლევის ცდელობა. ბავშვმა, რომელიც აიძულეს გაუცნობიერებელი ამბიციის გზით წასულიყო, ეს არ იცის და მისთვის წამოუდგენელია იცხოვროს სხვათა მიერ მის მიმართ გამოხატული აღფრთოვანების გარეშე.  მსგავსი შედეგი ბევრ იმ ადამიანთან აღინიშნება, რომლებიც გარშემომყოფთა შეხედულებებზე არიან დამოკიდებულნი. ისინი მწვავედ შეიგრძნობენ ოჯახის მუდმივ იმედებს/მოლოდინებს მათთან მიმართებაში, ამიტომ ხშირად აღგზნებულები არიან და შფოთვით და ნერვიულად ასრულებენ მათ წინაშე წაყენებულ უნდა-თი დატვირთულ ამოცანებს, რამეთუ თვალწინ ყოველთვის უდგათ სხვებზე უპირატესობის პერსპექტივა, სახელგანთქმულად გახდომის პერსპექტივა. ამ ტიპის ბავშვები გრძნობენ მათზე დაკისრებული იმედების სიმძიმეს და ამ ტვირთს მხოლოდ მანამდე ითმენენ, ვიდრე ამის საშუალებას ხელსაყრელი გარემოებები იძლევა.

ადლერის აზრით ადამიანს , რომ ქონდეს და ფლობდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას და შეეძლოს მსგავსი სითულეებისაგან ბავშვების გათავისუფლების სრულყოფილი მეთოდების მოძებნა, ჩვენ აღარ გვექებოდა ცნება „რთული ბავშვები“. თუმცა ერთი რამის ანალიზი ჩვენ შეგვიძლია, თუ რა უწყობს ხელს მათ გახდნენ ასეთები. თუკი არსებობს ცნება რთული ბავშვები, პარალელურად იარსებებს ცნება „რთული მშობლები“ , მართალია სირთულეში რა იგულისხმება მშობლის მხრიდან და შვილის მხრიდან ესაა აქ მნიშვნელოვანი, მაგრამ სირთულე აუცილებლად წარმოქმნის მეორე სირთულეს და ის აუცილებლად საჭიროებს გაცნობიერებას და გადახედვას.

რთული მშობელი ბავშვსთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტობიდან ყველაზე საშიშად და წნეხის წყაროდ შესაძლოა გადაიქცეს.  რათქმაუნდა ეს ხდება იმ მეთოდების გამო, რომლებიც საჭიროებენ გადახედვას, ინდივიდუალურ შესწავალას, თუმცა ამ პირობებში აღზრდლი ბავშვი განიცდის ისეთ მდგომარეობას, როცა მას საკუთარ თავში დარწმუნებულობა შერყეული აქვს ან დამახინჯებული ან საერთოდ არ აქვს. 

რა ქმნის ბავშვში არასრულფასოვნების განცდას? დავიწყოთ იქიდან , რომ ყველა ადამიანში არის თანდაყოლილი ეს განცდა და ამასთანავე მისი მაკონპენსირებელი ზედმეტი და ჭარბი სრაფვა უპირატესობის მოსაპოვებლად. მაშინ, როცა მშობელი აქიტურად იყენებს იმპერატიულ მიდგომას, ვალდებულებით, უნდა-თი დატვირთულ ლექსიკას შვილებთან ურთიერთობისას, ბავშვი საკუთარ თავზე იქმნის წარმოდგენას, რომ ის მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაა საკმარისი, არაა სრულყოფილი, ვერ ამართლებს მის მიმართ წაყენებულ ვალდებულებებს, მის მიმართ არსებულ მაღალ მოლოდინებს და თუ გაამართლებს ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს რომ უმალ არ გაჩნდება ახალი უნდა/ვალდებულება და ასე დასურლებლად.

 ეს არის ჯაჭვური პროცესი, რაც ნიშნავს, რომ მშობელი, რომელიც თავად იყო ასეთი „უნდების მსხვერპლი“ მას ჩამოუყალიბდა ასეთივე მოდელი შვილთან ურთიერთობისა, ამიტომ დიდწილად ის ისევე მოიქცევა თავის შვილებთან. მაგრამ უნდა ავღიშნოთ გამონაკლისი, როდესაც მშობელს ბავშვობაში განცდილი სტრესი გამოწვეული მის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისაგან  გადაექცა შეკავებულ პროტესტად და მშობლად ყოფნისას იგი ცდილობს, სრულიად საპირისპირო მეთოდი აირჩიოს და გახდეს ზე-ლიბერალი მშობელი ან /და ინდიფერენტული, „ნებაზე მიუშვას“ შვილები და ეს გაამართლოს იმით, თუ როგორ არ მოსწონდა მას ის , რასაც მისი მშბლები მისი მისამართით აკეთებდნენ, თუმცა რეალურად ეს არა საკუთარი შვილების საკეთილდღეოდ იქნება მიმართული, არამედ ქვეცნობიერად ის „შურს ძიობს“ საკუთარი დაუკმაყოფილებელი სურვილებისათვის ბავშვობაში და ახდენს მათი ამ ფორმით რეალიზებას. ორივე უკიდურესობა, არის უკიდურესობა, და რათქმაუნდა უკიდურესობა ზომიერებას არ ნიშნავს, მაშინ, როცა სწორედ ინდივიდულაური მიდგომა, ზომიერება და ოქროს შუალედია ის, რაც მშობლისა და შვილის ურთიერთობაში გადამაწყვეტად მნიშვნელოვანია.

დიახ, მშობლებს არ ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს არ ირჩევენ, მშობლად გახდომის არჩევანი ყველას აქვს და ეს არჩევანი ყველა ადამიანის მიერ ინდივიდუალურად აღიქმება.  თუმცა რანაირადაც არ უნდა აღიქვას ის მშობელმა, ან მომავალმა მშობელმა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ეს აღქმაა, რაც ძალიან დიდწილად განსაზღვრავს შემდეგ შვილების მიერ საკუთარი თავის და საკუთარი ცხოვრების აღქმას.

ბევრი ჰუმანისტი ფსიქოლოგი და განმანათლებელი ერთხმად უსმავს ხაზს და იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ შვილებს “ჯოჯხეთი“ არ უნდა შევუქმნათ ქცევის შეუსრულებადი სტანდარტების დაწესებით, არამედ პირიქით შინაგანი ზრდის კონცეფციის გათვალისწინებით, რაც წნეხის არ არსებობას გულისხმობს, მათთან ერთად უნდა გავიზარდოთ და შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ ყოველი პრობლემის არსებობას და გადაჭრას.  მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებულ პიროვნებას შეუძლია უსიტყვოდ აიღოს საკუთარ თავზე საკუთარი პასუხისმგებლობა.

„გაგება მიღების გარეშე შეუძლებელია“ (შოსტრომი, „ადამიანი მანიპულატორი“). მოზარდი ცდილობს ცხოვრებასთან თავისი საკუთარი ინდივიდუალური გზით ადაპტირდეს. უგუნურება იქნებოდა მოზარდის ჩარჩოებში ჩაკეტვა, ვიდრე თავად არ გახდება მოზრდილი. მშობლების მიერ ამ პროცესის შესაბამისად უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს ხელშეწყობა მოზარდებისათვის საკუთარი სასურველი გზით განვითრებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ შიგნიდან ზრდის „ კონცეფცია, ვიდრე „ გარედან ზრდის ფორსირება“ . ეს უკანასკნელი მხოლოდ შვილებთან მუდმივი და სერიოზული  კონფლიქტების არსებობას უწყობს ხელს. მშობელი, რომლიც დაჟინებით ითხოვს, მუდამ მოქმედებს უნდა-ს რეჟიმში ავტორიტარული აღმზრდელის ქცევას ახორციელებს.  ურთიერთობის ავტორიტარული სტილი გამოირჩევა მაღალი კონტროლით, მცირე რესპონსიულობითა და მკაცრი წესებით, რომლებიც შეუვალია. იგი ბავშვისგან მოითხოვს უსიტყვო მორჩილებას. ბავშვს აქ პასიური პოზიცია უკავია. აღმზრდელი ცდილობს აღსაზრდელით მანიპულირებას, არ ასწავლის მას საკუთარი ქცევის მართვას, ახორციელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მასზე. (Lewin 1939). ასევე არიან მშობლები, რომელნიც ერთი შეხედვით დემოკრატ, ავტორიტეტულ (და არა ავტორიტარულ) მშობლებად გვევლინებიან. ურთიერთობის დემოკრატიული სტილი წარმოადგენს აღსაზრდელზე ცენტრირებულ აღზრდის სტილს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის აქტიურ პოზიციას. აღმზრდელობითი ქმედება ტრანსფარენტულია და გამჭვირვალეა. ამშემთხვევაში  აღსაზრდელი მიიჩნევა პარტნიორად, ზრდასთან ერთად მან უფრო და უფრო დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს. აღმზრდელი ქმნის ნდობისა და ურთიერთგაგების პირობებს, უყალიბებს აღსაზრდელს “ჩვენ” დამოკიდებულებას– ერთობლივი ქმედების სურვილს, ასწავლის საკუთარი ქცევის მართვას, დისციპლინა ხდება  თვითრეგულირებადი და  თვითმართვადი. მაშასადამე, ამ დროს სუფევს ღია კომუნიკაცია, სადაც ბავშვის თვალსაზრისი მოსმენილი და გათვალისწინებულია. არის თუ არა ყველა უნდა-ს გარეშე აღზრდის პროცესი დემოკრატიული? ამაზე ცალსახად შეგვიძლია ვუპასუხოთ , რომ არა, ვინაიდან, თუკი  ბავშვი „ მიშვებულია ნებაზე“, რაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს აკრძალვები, არ განიცდის წნეხს, მაგარამ ასევე არ ჰყავს გვერდში მდგომი, დამხმარე, მეგობარი, პარტნიორი, ადამიანი ვისაც რჩევას ან აზრს ჰკითხავს, ვისაც საკუთარ მიღწევებს გაუზიარებს ან საკუთარ მარცხს მოიუყვება და ა.შ. მაშინ ამ შემთხვევაში, მშობელი, რომელიც ისეთივე პასიურია გასჯისას, როგორიც შექებისას, ეს სცდება ზომიერების ფარგლებს, ეს სცდება დემოკრატიული და ავტორიტეტული მშობლის იმიჯს და იღებს ინდიფირენტული , ზე-ლიბერალური მშობლის სტატუსს, რომელიც ერთი უკიდურესობიდან გადავიდა მეორე უკიდურესობაში. ურთიერთობის ლიბერალური სტილი – უფროსები ცდილობენ თანამშრომლობას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას “საბოლოო სიტყვა” ბავშვს ეკუთვნის. აღმზრდელები გამოირჩევიან ზედმეტი ტოლერანტობით აღსაზრდელთა საქციელის მიმართ, ბავშვები იშვიათად კონტროლდებიან,ამიტომ ისინიც ვერ აკონტროლებენ თავიანთ იმპულსებს და დაბალი აქვთ პირადი პასუხისმგებლობის შეგნება.

  ამიტომ ჩვენ შეგიძლია ასე დავსვათ კითხვა, არის თუ არა ყველა ავტორიტეტული და დემოკრატიული მშობეილ რეალურად დემოკრატიული და ბავშვის აქტუალიზაციის ხელშემწყობი აღზრდის განმახორციელებელი?

და არის თუ არა ამ პროცესში მშობლის მხრიდან მანიპულაციის მაღალი გამოვლინება და ჩართულობა?  ის , რომ ბავშვი თავად არის მანიპულატორი, რიგ შემთხვევებში ამისაკენ თავად მშობელი ან მასზე მზრუნველი მეურვე უბიძგებს. რატომ არიან იძულებულნი ბავშვები ატარონ მანიპულაციის დიდი და მძიმე “ჯვარი“,  რომელიც ძალიან ურთულებს და უტანჯავს მათ ცხოვებას.  რათქმაუნდა მანუპილატორებად არ იბადებიან. მათ მოდომებით ძერწავენ, ქმნიან ჯანმრთელი, პატარა ბავშვებისაგან და ხელით შეჰყავთ თანამედროვე ადამიანის მანიპულატორულ სამყაროში. პირველ გაკვეთილს ცხადია მშობლისაგან იღებენ, მშობელი კი თავის მხრივ მანიპულატორული საზოგადოების მზა პროდუქტია, ბავშვი კი ასე ვთქვათ ჯერ „ ნახევარფაბრიკატი“ ( შოსტრომი „ადამიანი მანიპულატორი“).  მანიპულატორი მშობლის აზრით, მათი მშობლური ვალი იმაშია, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გააკონტროლონ თავისი შვილების საქციელი. შვილებზე პასუხისმგებლობა ხშირად ყოვლისშემძლეობის გრძნობაში გადაიზრდება. ისინი თამაშობენ განმსჯელისა და ღმერთის როლებს. ამიტომ შვილისადმი მათი მთავარი როლი ვერბალური მიდგომა ვლინდება შენ უნდა-ში.

მშობლების უმეტესობა, პირველ რიგში, დარწმუნებულია, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს მათი მისია, მეორე რიგში კი რომ ეს ყოვლისშემძლე გამონათქვამები უპირობოდ შეცვლიან შვილის ქცევას და შესაძლებელია მის ბუნებასაც. მშობლური „ შენ უნდა-ს“ ბევრი ვარიანტი არსებობს: „ შენ შეგიძლია“, „ შენ არ გინდა“, „ შენი ხვდრია“, „ შენი ვალია“ და ა.შ.  ყველა ეს ფრაზა გამორიცხავს ერთს -- ბავშვის სურვილს და ნებას.  განმსჯელი ყოვლისშემძლე მშობლის ერთ-ერთი საწყისი ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი მართოს დანაშაულის გრძნობის დახმარებით.

თუ შვილი იმას არ აკეთებს, რაც მშობელს უნდა, იგი შეეცდება ბავშვში დანაშაულის გრძნობის გაღვიძებას.  დანაშაულის, რომ ის არ არის საკმარისად კარგი, ან საერთოდ არა არის კარგი, არ შეასრულა ის „უნდები“ და ა.შ. შვილი გრძნობს,რომ ი ის არ მიიღეს და სავარაუდოდ ის არ მიღებს ასევე საკუთარ თავსაც, გაუჩნდება არასრულფასვნების, არასკმარისობის განცდა და იქნება მიდმივად დამოკიდებული სხვების აზრზე, მანიპულატორი მშობელი თავადვე აქცევს შვილს მანიპულატორად. მანიპულატორი მშობლის კიდევ ერთი ხერხი იმაში მდგომარეობს, რომ შვილი ასოთხმოცი გრადუსით შემოაბრუნოს და შეაშინოს გარშემომყოფთა სიძულვილით. სიყვარულის გამოყენება ყველაზე მტკივნეული მანიპულატორული საშუალებაა, როდესაც სიყვარულისა და ზრუნვის სანაცვლოდ ბავშვისაგან კონკრეტული ქმდების შესრულებას ითხოვს და ამას აქვს სისტემატიური სახე.

კიდევ ერთი მანიპულატორული ხერხი მდგომარეობს მოლოდინების გამოყენებაში, მაღალი მოლდინების წაყენებაში შვილების მიმართ. თავისთავად მაღალი მოლოდინები არაა ცუდი, თუმცა აქ უნდა ვიფიქროთ რა არის ეს მოლოდინი, რაში დგომარებს მისი არსი, რატომაა ის მაღალი და ვისთვისაა და რეალურად რას ემსახურება, ვის ინტერესებს და ამბიციებს აკმაყოფილებს? რადენადა ამ პროცესში ბავშვის ნებელობა გათვალისწინებული და მისი ჩართულობა, მისი საფუძვლიანი ან თუნდაც უსაფუძვლო, მაგარმ მისი არჩევანი?

მანიპულატორი მშობლის საპირისპიროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ აქტუალიზატორი მშობელი. რით განსხვავდება აქტუალიზატორი მშობელი მანიპულატორი მშობლისაგან? იმით, რომ იგი ორიენტირებულია რეალობაზე, იმაზე, რაც არის და არა იმაზე რაც უნდა იყოს. იგი თავის თავს და თავის შვილს იღებს ისეთს, როგორიც არის და ეხმარება მას ზრდაში, განვითარებაში და მასთან ერთად იზრდება თავადაც.

აქტუალიზატორი მშობელი სამყაროსარ ჰყოფს ორ არათანაბარ ბავშვისა და მოზრდილის ნახევარსფეროებად. მისთვის სამყარო ერთიანია: ესაა პიროვნების სამყარო, სადაც ყველას აქვს საკუთარი მოთხოვნილებებს დაკმაყოფილების უფლება. აქტუალიზატორი მშობელი ითვალისწინებს იდივიდუალურ შტრიხებს ბავშვის ხასიათში და ცდილობს შემოქმედებითი მორგების საფუძველზე დაეხმაროს მას.

აქტუალიზატორი მშობელი ცდილობს

  • აქეთ სთხოვოს გვერდში დგომა შვილებს რიგ შეთხვევაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მშობელი-შვილს შორის პარტნიორული, მეგობრული და მენტორულ-შეგირდული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
  • მოტივაციის მიცემას და თავისუფალი არჩევანის უზრუნველჰყოფას შვილში
  • საკუთარი მაგალითით შრომისმოყვარეობისა და გულმოდგინების განვითარებას, სერიოზული და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის შრომას და საკუთარი თავისადმი სიყვარულისა და დაფასების განცდით ამ მიღწევების მიღებას.
  • აუხსნას შვილებს, რომ მათი მშობლობის „სტაჟი“ იმდენივეა, რამდნიც მათი შვილების შვილობის, ამიტომ დატოვოს სივრცე შეცდომებისათვის და ამ შეცდომების გაცნობიერებისა და გამოსწორებისათვის
  • უყვარდეს და მიიღოს იგივე, უპირობოდ
  • ეხმარება შვილს იყოს „კარგი მეთევზე და თავად განსაზღვროს შვილმა როგორი თევზის დაჭერა“ უნდა , თუმცა აქტუალიატორი მშობელი ეხმარება დააგემოვნებინოს, რათა მან გადაწყვიტოს რამდენად სურს იქ იყოს მაძიებელი, სადაც მას ნამდვილად უნდა რომ იყოს.
  • ეხმარება შვილს შედეგზე ორიენტირებუობის განვითრებას, თუმცა ყოველთვის ორინტირებულია პროცესზე და მის ბოლომდე განცდასა ა გაცნობიერებაზე
  • აქტუალიზატორი მშობელი თამამად და რუად ირებს ყოველ სიახლეს და ასევ აძლევს არცევანის თავისუფლებას შვილებსაც, ის ღიაა გამოცდილებებისდმი და ასევ ამ გამოცდილებების გათვალისწინებით მოქმედებს წინდახედულად

                                     

მთავარი, რაც აქტულიზატორი მშობლის მიდგომას გამოარჩევს არის ის , რომ ის ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ გებულობს და გრძნობს მისი შვილი სამყაროს, საკუთარ თავს, როგორ წარმოუდგენია მას თავისი მდგომარეობა.