რა არის ბედნიერება? ილუზია თუ რეალობა

რა არის ბედნიერება? ილუზია თუ რეალობა

ავტორი: ნანა ალექსიძე

ბედნიერების ძიებასა და აღმოჩენაში ადამიანები დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავენ, ან არ ხარჯავენ და საბოლოოდ  ამას ნანობენ. ბედნიერების, როგორც კონცეფციის შესახებ უამრავი რამ დაწერილა, გამოკვლეულა და თქმულა. ადამიანები მისი მოპოვებისათვის თანამედროვე რეალობაში სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ, ისინი კარგად ყოფნის საფუძვლად ბედნიერებას მიიჩნევენ.

ნობელის  ჯილდოს მფლობელი , ეკონომისტი, ბიჰევიორისტული ეკონომიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი დანიელ ქანემანი მიიჩნევს, რომ ბედნიერებასა და კარგად ყოფნას შორის არსებითი განსხვავებაა. ეს განსხვავება უპირველეს ყოვლისა ამ ორი ცნების ერთმანეთისაგან თვისობრივად და აზრობრივად განსხვავებას უკავშირდება.

ქანემანი ყურადღებას ამახვილებს ბედნიერების კონცეფციის ორი სახის განსაზღვრებაზე, რომელიც არის ინდივიდუალური ყოველ ადამიანში და ეს განსაზღვრება არის პასუხი ორ კითვაზე:

  1. რას ნიშნავს იყო ბედნიერი ცხოვრებაში? ანუ იცხოვრო ბედნიერებაში?
  2. რას ნიშნავს იყო ბედნიერი ცხოვრებით, ანუ ფიქრობდე , რომ ბედნიერი ხარ ცხოვრებით.

ბედნიერებაში ცხოვრება და ბედნიერად ცხოვრება ქანემანის აზრით სრულიად განსხვავებული რამაა.  თუმცა ადამიანები ამ განსხავებებს ვერ ამჩნევენ, რადგან ისინი მოქცეულნი არიან ე.წ. "გონებრივ ხაფანგებში". ქანემანი 3 ასეთ ხაფანგს გამოყოფს, რომელსაც ადამიანი კოგნიტურად ქმნის და რაშიც შემდეგ თავადვე ებმება. ესენია:

  1. გულგრილობა ცნების მრავალმხრივობისა, აღიარებისა და სირთულედ აღქმნის მიმართ ( reluctance about complicity). ადამიანები გულგრილნი არიან ან არ იღებენ/არ აღიარებენ, რომ ბედნიერების კონცეფცია თავად ურთულესი და მრავალმხრივია. აქ რათქმაუნდა ბედნიერება არის ამ თემის ორიენტირი, თუმცა ეს მახე მხოლოდ ბედნიერების კონცეფციას არ უკავშირდება, არამედ ნებესმიერ სხვა კონცეფციასაც შესაძლოა დავუკავშიროთ. ქანემანის აზრით, ბედნიერება სრულებითაც არაა ისეთი სასარგებლო სიტყვა, როგორც არის მიჩნეული. ამ ცნების უკან ადამიანი ძალინ ბევრ რამეს, საგანს, მოვლენას და სიტუაციას მოუხმობს და აღძრავს მის გრძნობა/ემოციებსა და გონებაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ინდივიდუალური გამოცდილებები და მიდგომები, დამოკიდებულებები. ამიტომაც ადამიანები ყველაფერ იმას, რაც ამ სიტყვის უკან მოიაზრება ლიმიტირებულად ატევენ ერთ სიტყვაში, რომელიც თუკი ჩავალთ სიღრმეში სავსებით შესაძლოა სრულებით სხვა რამეს გამოხატავდეს ვიდრე ბედნიერებას.
  2. მეორე გონებრივ/კოგნიტური ჩიხი, ქანემანის აზრით ესაა დაბნეულობა მეხსიერებასა და გამოცდილებას შორის გაუმიჯნავობის შედეგად გამოწვეული (confusion between experience and memory). რას ნიშნავს იყო ბედნიერი ცხოვრებაში, რომელიც თავად, როგორც პროცესი უწყვეტია, მანამ სანამ ადამიანია ცოცხალი და რას ნიშნავს იყო ცხოვრებით ბედნიერი, რომელიც უწყვეტ პროცესს არ ასახავს, არამედ ამ ცხოვრების მიმართ გარკვეული დაგროვილი გამოცდილებისა და მასზე შექმნილი წარმოდგენის საფუძველზე შექმნილ აზრს, რომ ხარ ბედნიერი ამ ცხოვრებაზე ამისა და ამის საფუძველზე.
  3. მესამე გონებრივ/კოგნიტურ მახედ კი ქანემანი მიიჩნევს ყურადღების კონცენტრირებას ილუზიებსა და ილუზიურ წარმოსახვებზე (focusing illusions). ქანემანის აზრით, სანამ ადამიანი არ დაანაწევრებს რაიმე გარემოებას მის ცნობიერ გონებაში, არ დაშლის ისე , რომ მის  ანუ ამ სიტუაციის, ფაქტის და მოვლენის რომელიმე ნაწილს ან ნაწილებს მიანიჭოს მისთვის სასურველი ღირებულება და წაშალოს, იგნორირება გაუკეთოს და საერთოდ დაივიწყოს ის ნაწილი ან ნაწილები, რაც არაა მისთვის ღირებული, მანამ ადამიანი ვერ მოახერხებს აღქმისა და აზროვნების ერთმანეთთან ჯანსაღ კავშირს. მაგრამ საქმე არაა ამაში, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ამ პროცესს გადის ძალიან სუბიექტურად, რომელშიც მონაწილეობს მისი ღირებულებითი სისტემა, მისი გამოცდილებები, მისი ამ გამოცდილებების გენერალიზების ხარისხი, მისი სიტუაციური განწობა და ა.შ.  ეს ყველაფერი კი იმდენადაა ინდივიდუალური , რამდენადაც თავად ადამიანი. ამიტომაც ეს ყოველვე უფრო მეტადაა ილუზიური, ვიდრე აბსოლუტირად ჭეშმარიტი. ამიტომაცაა, რომ ინდივიდი სწრედაც რომ ილუზიების „ტყვე“ და მასზე ფოკუსირებულ-კონცენტრირებულია.

ინდივიდი კონკრეტულ გარემოებებს არ აღიქვამს სრულად, გლობალურად და მასშტაბურად, არამედ ახდენს მის კონკრეტული ღირებულებითი საზომებით დანაწევრებას და მისთვის წინასწარი ან სიტუაციური განწყობილებების შედეგად ნიშვნელობისა და მნიშვნელოვნების მინიჭებას.  რათქმაუნდა ეს მნიშვნელობა არის ძალიან ინდივიდუალური, იმდენად  ინდივიდუალური, რამდენადაც თავად ადამიანის მიერ შექმნილი სიტუაციაა, ამ სიტუაციის მიმართ მისი სიტუაციური მიდგომა და მის მიერ ამ სიტუაციური მიდგომის შედეგად საკუთარი ღირებულებითი სისტემიდან იმ ღირებულების გამოხმაურება, რაც ამ სიტუაციას ინდივიდის ინდივიდუალური არჩევანით ესადაგება. ეს რთული პროცესი ადამიანის გონებაში ელვის სისწრაფით მიმდინარეობს, ეს მიმდინარეობს ავტომატურად და ხშირ  შემთხვევაში გაუცნობიერებლად. ქანემანის აზრთ ეს არ არის იმაზე უფრო რეალური , ვიდრე თავად სიტუაცია, იმაზე უფრო მეტად ინდივიდუალური , ვიდრე თავად ადამიანი და იმაზე მეტად ილუზიური, ვიდრე თავად სიტუაციის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა.

ქანემანს მაგალითად მოჰყავს სიტუაცია, როცა ადამიანი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში  უსმენს ძალიან სასიამოვნო მელოდიას და 20 წუთი არის სიამოვნების განცდაში, მაგრამ 21-ე წუთზე ( ბოლო 1 წუთი) მას უეცრად სასიმოვნო ხმის პარარელურად ჩაესმის მისთვის საშინლად უსამოვნო ხმაური. ამ  დროს მსმენელი ამბობს, რომ მას სრულიად გაუფუჭდა მთელი მისი 20 წუთიანი სასიამოვნო გამოცდილება და შესაბამისად ამ გამოცდილებით მიღებული სასოამოვნო შეგრძნეები. ამ მაგალითს, რომელიც რეალური ისტორიის ნაწილია, ქანემანი იყენებს იმის ასაღწერად, რომ გამოცდილება არის უკვე   ფაქტი და იგი ვერანაირად ვერ გაფუჭდება, ის უკვე მომხდარია, ის ისევე მოხდა , როგორც ის 20 წუთი შესრულდა, როცა მსმენელი სასიამოვნო მელოდიას უსმენდა.  თუმცა ის , რაზეც მსმენელს აქვს წუხილი, ეს არა გამოცდილება, არამედ ამ გამოცდილების შედეგად დატოვებული მოგონებები და მეხსიერება, რომელიც იყო მისთვის მისაღები ფაქტი და შესაბამისად სასიამოვნოც იმიტომ, რომ მისი განცდები და შეგრძნებები იყო სასიამოვნო, თუმცა ის რაც „ გაფუჭდა“ იყო არა თავად ეს განცდები, არამედ მეხსიერება, რომელიც ჩაანაცვლა უეცარმა ხმაურმა (ბოლო 1 წუთი) და ახალმა არასასიმოვნო ფატმა.ახალი მეხსიერება ჩაენაცვლა 1 წუთით წინა 20 წუთიან სასიამოვნო  მოგონებას.

ამ მაგალითის საფუძველზე, ქანემანი ადამიანში გამოყოფს 2 სახის თვითობას/სელფს/მეს.

  1. გამოცდილების მე
  2. მეხსიერების მე

გამოცდილების სელფი ეს არის ის, რომელიც აწმყოში ცხოვრობს, რომელიც არის სულ პროცესში და სულ აწმყოში, ის არის ცნობიერი ამ აწმყოში. გამოცდილებითი სელფი ყველაფერს  აწმყოში განიცდის. 

ამ პროცესს ქანემანი ამსგავსებს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას კონსულტირებისას, როცა ექიმი პაციენტს ერთმანეთის მონაცვლეობით ადებს ხელს სხეულზე და ეკითხება :“ აქ გტკივათ ახლა?“

გამოცდილების სელფი მუდმივი განცდის, შეხებისა და შეგძნების პროესშია.

მეხსიერების სელფი ეს არის ის, რომელიც იმახსოვრებს, აგროვებს და ადგენს მონაცემებეს და გამოცდიელბებს და ამის შედეგად მიღებულ შეგრძნებებსა და აზრებს იყენებს, რათა შეთხზას ამბავი, ცხოვრების ამბავი, ისტორია, სიუჟეტი.

მეხსიერების სელფის რეალიზება ჰგავს ექიმის და პაციენტის კიდევ ერთ შემთხვევას, როდესაც ექიმი, იმისათვის , რომ შეადგინოს ანამნეზი და პაციენტის ისტორია, კითხულობს გარდა ამჟამინდელი სიმპტომებისა, ჰქონია თუ არა პაციენტს ადრეც , წარსულში მსგავის ჩივილები.

მეხსიერების სელფი დამოკიდებულია იმ გამოცდილებაზე, რაც უკვე განიცადა და რაც დარჩა მასში ამ გამოცდილებიდან  გენერალიზების საფუძველზე, ადგნეს კონკრეტულ ამბაავს, ისტორიას და მოსაზრებას.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბედნიერებაზე, სწორედ ამ ორი სელფის გაცნობიერებასა და ცნობიერ გამიჯვნაზეა დამოკიდებული ბედნიერების ახსნა, სწორედ ეს ორი სელფია ( გამოცდილებისა და მეხსიერების) , რომელნიც „ იღებენ“ პასუხისმგებლობას იყო ბედნიერი ცხოვრებაში ანუ იცხოვრო ბედნიერებაში თუ იყო ბედნიერი ცხოვრებით ანუ ფიქრობდე, რომ ბედნიერი ცხოვრება გაქვს.

მეხისერების სელფს ქანემანი მეზღაპრეს ადარებს, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ რეაქციას განცდილი და თავს გადაგხდენილი ფაქტების და გამოცდილებების შესახებ, როგორც მოგონებების შესახებ. ის მუშაობს მყისიერად და ადამიანი, ვერც კი აცნობიერებს ან თუ აცნობიერებს ეს არის პოსტ ფაქტუმ, როცა ის საუბრობს საკუთარ ისტორიებზე. ამიტომ, ის, რაც გამოცდილებითმა სელფმა განიცადა და  მეხსიერების სელფმა დაიმახსოვრა, ეს უკვე ამბავია და საუბრისას სწორედ ამ ამბის ავტომატური შეთხზვა და გამოხატვა ხდება.

საილუსტრაციოდ თუ რა ზეგავლენა აქვს თვითოეულ სელფს ადამიანზე და მის მიერ რეალობისა და განცდილის აღქმაზე, ჩატადრა ექსპერიმენტი ორ პაციენზე პაციენტი A და პაციენტი B-ზე , მათზე განხორციელდა სპეციალური მათთვის საჭირო, თუმცა მტკივნეული  სამედიცინო 60 წუთიანი მანიპულაცია, ტკივილის სიმძლავრესა და ხარისხს ექსპერიმენტატორიები ზომავდნენ სპეციალური ტკივილის საზომი აპარატით ( მოწყობილობით),  პაციენტი A ბევრად უფრო მტკივნეულ მანიპულაციას გადიოდა ვიდრე პაციენტი B. მანიპულაციის ბოლოს , დასასრულს მოხდა პირიქით მაციენტ A- ს უფრო მტკივნეული, თუმცა 30 წამიანი მანიპულაცია გაუკეთეს , ვიდრე პაციენტს B-ს, რომელსაც მთელი 60 წუთი უკეთდებოდა პაციენტ A-ზე გაცილებით მტკივნეული პროცესი. რათქმაუნდა , როდესაც პროცესი დასრულდა, ორივე პაციენტი გამოიკითხა ტკივილის სიმძლავრს შესახებ , რომელთაც უნდა შეეფასებინათ ქულებით ტკივილის ხარისხი. პაციენტ A-ს მიერ შეფასებული, უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე პაციენტ  B-ს . ისინი რთულად დარწმუნდნენ იმაში, რომ აპარატმა , რომელიც მათ ტკივილს ზომავდა , სრულიად საწინააღმდეგოს აჩვენა. ყველაფერი სწორედ ბოლო 30-მა წამმა გადაწყვიტა, როდესაც პირველმა პაციენტმა სრული 60 წუთის მონოტონური ტკივილის პროცესში, უეცრად განიცადა ცოტა მეტად უფრო მძლავრი 30 წამიანი ტკივილი. სწორედ ამ ბოლო 30 წამის საფუძველზე დაასკვნა პირველმა პაციენტმა, რომ მისი ტკივილი უფრო ძლიერი იყო მთელი პროცესის დროს. მისი აქტიური მეხსიერება და ამ მეხსიერების შედეგად მასში არსებული განცდები, ემოციები და შეგრძნებები საკმარისი აღმოჩნდა იმ ამბის შესადგენად, რაც ძლიერ ტკივილს უკავშირდებოდა.

ქანემანის აზრით ზემოთ მოყვანილი ექსპერიმენტები აშკარას ხდის, თუ რა დიდი მნიშნელობა ენიჭება ადამიანებისათვის სიტუაციის დასასრულს, რადგანაც იმას , რასაც ადამიანი თხზავს და ადგენს, როგორ შეფასებასა და დასკვნასაც აკეთებს სიტუაციასა და გამოცდილებაზე, სწორედ ამ ბოლო პეროიდსა და დასასრულს უკავშირდება, რაც თავისთავად გაცნობიერებულობისაგან საკმაოდ შორსაა.

რაც შეეხება გამოცდილებით სელფს, ის თავისი  უწყვეტობით ცხოვრობს, მას აქვს მომენტები, მუდმოვად ცვალებადი სიტუაცები, განცდები, გამოცდილებები, რომელნიც ერთმანეთის მონაცვლეობით ჩნდებიან და ჩანაცვლდებიან. მაგრამ თუ ვინმე იკითხავს რა ემართებათ ამ მომენტებს, სად მიდიან ამ უწყვეტობის პროცესში? პასუხი ცალსახაა, ისინი იმდენად ბევრია, რომ ზოგი მათგანი სამუდამოდ იკარგება, ზოგი იგნორირდება და ა.შ. ისინი ისე იკარგებიან, რომ კვალსაც არ ტოვებენ, ყოველშემთხვევაში გაცნობიერებულ კვალს, თუმცა არის მომენტები, როცა ჩვენ ვფიქრობთ , რომ ზოგი მათგანი ღირს რამედ, ანუ ჩვენ ვანიჭებთ ღირებულებას, ვთვლით, რომ ყურადღების მისქცევია, თუმცა ეს პროცესიც, ისევე როგორც დავიწყების პროცესი, ავტომატურია. იმას თუ რა პრინციპით ვივიწყებთ ან ვიმასოვრებთ, გარდა ადამიანის ტვინის იმ ქვეცნობიერი პროცესებისა, როცა ის თავად „წყვეტს“ რა დაიმახსოვროს და რა არა, ასევე ზეგავლენას ახდებს ადამიანის ღირებულებათა სისტემა და სიტუაციური/ გამოცდილების სელფის მიერ შექმნილი რეაქცია. ამ ორ სელფს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ეს არის დრო.

ადამიანიები გადაწყვეტლების მიღების პროცესში, ყოველთვის მეხსიერების სელფის ფუნქციებს იყენებენ, განმცდელ/ გამოცდილებით სელფს ამ პროცესში „ ხმის უფლება“ ჩამორთმეული აქვს. ადამიანები თავის მომავალზე ფიქრობენ წინასწარ განჭვრეტადობის მეხსიერების (anticipated memories) მეშვეობით. ქანემანი ამას ადარებს  მეხსიერების სელფის დომინირებულ ტირანიას  გამოცდილების სელფზე. ამის საილუსტრაციოდ მას მოჰყავს მაგალითი, როდესაც ადამიანი 3 კვირიან სასიამოვნო არდადეგებს ჩაატევს 25 წუთში, მოიგონებს რა იმ პერიოდს, დაათვალიერებს რა იქ გადაღებულ სურათებსა და ვიდეოებს. და ის, თუ რატომ გადაწყვეტს ის კვლავაც წავიდეს იმავე ადგილას ან გაიმეოროს იგივე , დამოკიდებულია იმ 25 წუთზე, რაც მას მეხსიერების სახით ჩარჩა მთელი 3 კვირის თავგადასვალზე. ინდივიდის მომავლის ამგვარი გადაწყვეტილება ესაა სწორედ წინასწარგანჭვრეტადობის მოგონებების საფუძველზე მიღებული, როცა მოგონებები უბიძგებს მას წინსაწარ განჭვრიტოს მსგავსი ფატქის ხელმეორედ დადგიმის შედეგი და შეფასება. წინასწარ განჭვრეტადობის მეხსიერება, არის გენერალიზებაზე დაფუძვნებული და ამ პროცესში მეხსიერები სელფი აქტიურადაა ჩართული.

ყველფერი ეს, რაზეც ზემოთ იყო საუბარი ამ სტატიაში, ემსახურებოდა იმის ახსნას, თუ როგორ ძლიერაა ეს დაკავშირებული ადამინის მიერ ბედნიერების განცდასა და აღქმაზე.

მანამ, სანამ გავაკეთებდეთ დასკვნას, ქანემანი სვამს კითხვას, თუკი ადამიანს ეცოდინებოდა, რომ ის წავიდოდა ძალიან კარგ ადგილზე, დაისვენებდა ან გააკეთებდა იმას, რაზეც უოცნებია, მიუძღვნიდა მას თავის კონკრეტულ დროს, მაგრამ, შემდეგ მას დაემართებოდა ისეთი რამ,  რომ არც ერთი ფოტო ან დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ ის იყო იქ და აკეთებდა იმას რაც მას უნდოდა, აღარ იქნება, მას კი დაემართება ამნეზია და შესაბამისად ყველაფერი დაავიწყდება. ისურვებდა თუ არა ეს ადამიანი მაინც ამის გაკეთებას? ეს არის ის შემთხვევა, რომელიც გვიჩვენებს , თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი ადამიანის ერთ მთლიან მე-ში არსებულ მეხისრების მე- სა და გამოცდილების მე-ს შორის. თუ ადამიანი გაითვალისწინებს დროს და აწმყოს, მაშინ პასუხი კითხვაზე „წახვიდოდით თუ არა მაინც“ იქნებოდა -დიახ, მაგრამ თუ თქვენ გაითვალისწინებდით მოგონებების ფაქტორს, ანუ იმას, თუ რა დარჩებოდა მეხსიერებაში და არა თავად იმას თუ რა განიცადეთ, მაშინ პასუხი იქნებოდა -არა, არ წახვიდოდით.

ასევეა ბედნიერებაზეც. თუკი ჩვენ ბედნიერებას განვიხილავთ  ისე, როგორც ამას აკეთებს გამოცდილების სელფი, მაშინ ეს არის პროცესი, ბედენიერების განცდა , რომელიც არის დროში განუსაზღვრელად, ანუ ბედნიერება, როგორც პროცესი. ხოლო , რაც შეეხება მეხსიერების სელფის მიერ აღქმულ ბედნიერებას, ეს არის სრულიად დაფუძვნებული ადამიანის მოგონებებზე და იმ დამოკიდებულებებსა და  დაკმაყოფილება-დაუკმაყოფილებლობებზე, რაც ადამიანს აქვს ამ მოგონებებში. ადამიანებში დიდია დაბნეულობა იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ, უფრო სწორედ უჭირთ ცნობიერად გამიჯნონ სელფის ეს ორი სახე და მათი ფუნქციონირება მათსავე მე-ში.

რაც ჩვენ შეგვილია დავასკვნათ, არის ის, რომ ბედნიერებას არ აქვს კავშირი ადამიანის კარგად ყოფნასთან (well-being), კარგად ყოფნა და ზოგადად „ყოფნა“ ეს უწყვეტი პროცესია და ყოველთვის განცდით ხდება მისი შეგრძნება, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ვფიქრობთ, რომ ვართ კარგად,რადგან ფიქრო,რომ ხარ კარგად არის კონკრეტულ ფაქტისა და ამ ფაქტების შსაფუძველზე  დაგროვილი მოგონებებისა და მეხსიერების შედეგი. მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ გამიჯნონ ბედნიერება რას ნიშნავს მათთვის? ამას ისინი მოახერხებენ, თუკი რეფლექსიური სელფის დახმარებით გამიჯნავენ გამოცდილებისა და მეხსიერების სელფებს და დაინახავენ ბედნიერების ორ პოლუსს , ბედნიერების აღქმის ორ პოლუსს, იმას რასაც გამოცდილების სელფი გვთავაზობს: ბედნიერებას ცხოვრებაში, ანუ ცხოვრებას ბედნიერებაში, როგორც პროცესი, და მეხსიერების სელფის მიერ შემოთავზებულს, ბედიერად ცხოვრებაზე, ანუ ფიქრობდე, რომ ყველა საფუძველი გაქვს იმისა, რომ იფიქრო, რომ ხარ ბედნიერი  (მოგონებებისა და მეხსიერებაში არსებული ფაქტების შეჯამებით).

არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ. არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ მივცემთ თუ არა „ უფლებას“ 21 წუთიან დროში, 20 სასიამოვნო წუთზე და მის განცდაზე ვიქნებით ორიენტირებულნი თუ ბოლო 1 წუთის უსიამოვნო შეგრძნებაზე.

ბედნიერება ილუზია თუ განცდილი პროცესი?  ბედნიერი ცხოვრება თუ ბედნიერად ცხოვრება?

გამოცდილების სელფი განიცდის პროცესს, მოგონებების სელფი ფიქრობს და ასკვნის, რომ მას სრული საფძველი  და მტკიცებულება აქვს იფიქროს , რომ არის ბედნიერი. ის კი არ განიცდის, არამედ ფიქრობს ამაზე.

განცდასა და ფიქრს შორის დიდი განსხვავებაა.

წყარო:

Daniel Kahneman. 2010 .  The riddle of experience vs memory.