ჩვენს შესახებ
SA აკადემია („ეს ეი აკადემია“ ) იგივე როგორც, Self-Actualization Academy, ესაა ბევრი საინტერესო მიზნისა და ერთი დიდი ხედვის მქონე პლათფორმა, რომელიც სრულიად ახალი შექმნილია, თუმცა იდეა და მისი გეგმები თანდათანობითი განვითარების პერსპექტივის მატარებელია.
ამჟამად აკადემია ფუნქციონირებს, როგორც პლატფორმა, რომელიც აერთიანებს განათლებისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით და ყველა იმ საინტერესო თემას , რაც მათთან კავშირშია, ყველა იმ საკითხს, რაც საინტერესოსთან ერთად აქტუალური, დროსთან და მოთხოვნებთან შესაბამისი და განსახორციელებლად რელევანტურია.
თვითაქტუალიზების საკითხი და კონცეფცია, მთავარი ხაზია აკადემიისათვის, რომელიც აერთიანებს ყველა ამ კონცეფციისათვის მნიშვნელოვან და აპრობირებულ მიდგომებსა და მეთოდებს.
ადამიანის არსებობისა და მისი განვითარების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა თვითობის აქტუალიზება, როგორც ადამიანის შინაგანი პოტენციალის აღმოჩენის, გაგების, გაცნობისა და განვითარების ერთ-ერთი ეფექტური კონცეფცია.
აკადემიის მიზანს წარმოადგენს, თვთაქტუალიზების კონცეფციის ფართო პოპულარიზაცია და მისი დანერგვა-განხრციელება ყველა იმ საინტერესო და სასარგებლო გზებისა და მიდგომების გამოყენებეით, რასაც თანამედროვე რეალობა და დროში გამოცდილი მიდგომები და თეორიები გვთავაზობენ.
რატომ თვით აქტუალიზების კონცეფცია?
თვით-აქტუალიზების კონცეფცია და მისი რელობაში ათვისება საშუალებას მისცემს ადამიანს, მიუხედავად გარემო ფაქტორების, გარემოცვისა და ყოფითი რეალობების ხშირი, გეგმაზომიერი თუ მკვეთრი ცვლილებებისა, თავი გაართვას ამ ცვლილებებსა და გამოწვევებს, მართოს საკუთარი თავი და ემოციები, სურვლები და აზრები, მიაღწიოს დასახულ მიზანს და სასურველ შედეგებს. აკადემიის მთავარი ხედვაა ადამინებს გაუწიოს გზამკვლევობა, დახმარება და მედიატორობა საკუთარი თავის (თვითობის) აქტუალიზებისა და რეალიზებისაკენ.