როგორ გავითვალისწინოთ მოზარდის ინტერესები

როგორ გავითვალისწინოთ მოზარდის ინტერესები და როგორ გავხადოთ ისინი სწორად მოტივირებულნი

  1. რა არის საჭირო , რომ მოსწავლეს შევაყვაროთ სწავლა? ეს თემა არ არის მარტივად გადასაწყვეტი, იქიდან გამომდინარე თუნდაც , რომ მშობლებს და მასწვლებლებს მუდმივად აწუხებს და ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა გაითვალისწინონ მათი შვილების და მათი მოსწავლეების ინტერესები?

პასუხი: 21 -ე საუკუნის ტექნოლოგიურად განვითარებულმა ტემპმა, მისმა ადამიანების წინაშე დაყენებულმა ცვლადმა რეალობებმა და შესაბამისმა გამოწვევებმა, აუცილიებელი გახადა ცვლილებები ადმიანების ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა ასპექტსა თუ სფეროში. პიროვნების, როგორც დამოუკიდებელ და რეალობასთან ადაპტირებულ ინდივიდად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ბავშვობიდან იწყება და განსაკუთრებით კულმინაციას მოზარდობის პერიოდში აღწევს, გახდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და ასევე პრიორიტეტული გამოწვევა თანამედროვე რეალობაში. აქედან გამომდინარე, მოზარდის და ზოგადად ინდივიდის აღჭურვა ყველა იმ საჭირო უნარებით, რასაც ჩვენი საუკუნის გამოწვევბთან გამკლავება და წარმატებით თავის გართმევა მოითხოვს, გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი.

21-ე საუკუნის რეალობის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ჩვენთვის, თანამედროვე საზოგაოდებისათვის, აღქმულ იქნა როგორც გამოწვევა, რომელიც ავტომატირად გადაიქცა მოთხოვნად და ასევე მოთხოვნილებად, რომელიც აპრიორი უნდა დაკმაყოფილდეს.

მოზარდის ინტერესებზე ორიენტირებულობა და მისი, როგორც დამოუკიებელი ინდივიდის წახალისება, იყოს ინტენსიურად და მოტივირებულად ჩართული პროცესებში და შესაბამისად თვითაქტუალიზებული, არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი მოსწავლეთა ანუ მოზარდთა სამომავლო რეალიზებისათვის.

  1. დამეთანხმები, რომ მოტივაცია მოზარდისა და მოსწავლის აღზდა-განვითარების და მითუმეტეს სწავლის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისათვის , რომ ბავშვი იყოს მოტივირებული? მშობლის სურვილი, რომ მისმა შვილმა/შვილებმა კარგად ისწავლონ ალბათ საკმარისი არაა, რადგან გასათვალისწინებელია მიდგომა, თუ როგორ მიაწვდიან ისინი მოზარდს სწავლის აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას და როგორ გაიგებს ამას თავად ბავშვი, ისე რომ მას (ბავშვს) არ აუცრუვდეს გული სწავლაზე, არ დაკარგოს მოტივაცია ან/და პირიქით , არ ჩათვალოს, რომ საკმარისად ბევრი იცის და აღარ სჭირდება მეტი. რა არის მოტივაცია ბავშვისთვის?

პასუხი: მოტივაცია ესაა მდგომარეობა და ადამიანში მიმდინარე შინაგანი ფსიქიკური -ფსიქოლოგიური და ასევე ბიოლოგიური პროცესი, რომელიც ითხოვს ერთადერთს----ცვლილებას ანუ სურვილს რაიმეს გასაკეთებლად, სურვილს მოქმედებისთვის. მოტივაციას საფუძვლად ასევე უდევს ის წამახალისებელი და გამომწვევი ტრიგერები, ე.წ. დრაივები, სტიმულები თუ გამაღიზაინებლები, რომლებიც აძლიერებენ მოტივაციის ხარისხს და ასევე ცვლილების/ ქმედებისაკენ მიმართულ სურვილს. მოტივაციის გაჩენაზე არანაკლებ მნშვნელოვანია მოტივაციის შენარჩუნება ანუ როცა სურვილი გადადის ინტენსიურ და უწყვეტ მოქმედებაში ხანგრძლივად და არა ერთჯერადად. როდესაც ჩნდება რაიმე მოთხოვნილება, მაშინვე ჩნდება ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი ანუ მოტივი, მოთხოვნილების გაჩენა კი სწორედ იმ დრაივებსა და სტიმულებზეა დამოკიდებული, რაც აძლიერებს მოტივაციას. არსებობს მოტივაციის ძირითადი ორი სახე : შინაგანი და გარეგანი.

თვით აქტუალიზების პროცესში დომინანტ როლს შინაგანი მოტივაცია განსაზღვავს, ვინაიდან შინაგანი მოტივაციის მთავარი მამოძრავებელი ესაა შინაგანი დეტერმინირებულობა, მას მეორე ნაირად თვითმოტივაციასაც უწოდებენ. თვითმოტივირებული მოზარდი თვითაქტუალიზებულიცაა მათ შორის ანუ ამ ორ პროცესს შორის ერთი ნაბიჯია ესაა მოქმედება.

სწავლის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენჭება თვითმოტივაციას, ანუ ესაა შინაგანი მოტივაციის ის მახასიათებელი, როცა მოსწავლე თავად არის მოტივირებული შინაგანად და ასე ვთქვან ის უსმენს შინაგან ხმას, თუმცა დამეთანხმებით ,რომ მოტივაცია და თუნდაც შინაგანი მოტივაცით გამოწვეული ე.წ. შინაგანი ხმა მოზარდების შემთხვევაში განსაკუთრებით, მარტივად და ჰაერიდან არ ჩნდება, მითუმეტეს სწავლას როცა ეხება საქმე, ამ პროცესში მნიშვნელოვანია გარეგანი მოტივაცია, რომელიც იქმნება იმ გარემოს ზემოქმედების საფუძველზეც , სადაც, ვისთანაც და რაშიც უწევს მოზარდს ყოფნა, ურთიერთობა და განვითარება: სახლი, ოჯახი, სკოლა, მეგობრების წრე და ა.შ.

როგორც აღვნიშნეთ, მოტივაციის გაჩენას თან სდევს მისი შენარჩუნების აუცილებლობაც, ანუ როგორ გავხადოთ ბავშვები მოტივირებული ? და შემდეგ როგორ შევუნარჩუნოთ მათ ეს მოტივაცია? ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო რეკომენდაცია და საშუალება გახლავთ მოსწავლის, ბავშვის და მოზარდის რესურსულ მდგომარებაში ჩაყენება.

რა არის რესურსული მდგომარეობა? - ვეხმარებით თავად აღმოაჩინოს საკუთარ თავში საჭირო რესურსები ამა თუ იმ ამოცანისა და აქტივობის განსახორციელებლად, მიზნის დასახვისათვის და იყოს თვით ორგანიზებული და საკუთარ პოტენციალსა და სურვილებზე ორიენტირებული, თვითმიმღები.

იმისათვის ,რომ დავეხმაროთ მოზარდს იყოს მოტივირებული, საჭიროა პირველ რიგში დავსვათ კითხვა:

ა)რას სურს მას და მისი გადმოსახედიდან მას თავად და შედეგ აღმზრდელს, პედაგოგს ან მშობელს რა შეულძიათ, ან რა როლი აქვთ მისთვის ამ სურვილების დაკმაყოფილებისათვის. ბ)რას ელის იგი იმ შემთხვევაში, თუკი ამ სურვილებს დაიკმაყოფილებს და რას იგრძნობს?

გ) რას მიიღებს და როგორი იქნება ის საკუთარი თავისა და ასევე იმ სოციუმისათვის სადაც ის ცხოვრობს?

დ) რისი შეცვლა იქნება საჭირო მასში და რისი შეძენა ან გამომუშავება საკუთარ თავში, რათა სასურველ შედეგს მიაღწიაოს?

ე) რამდენად არის ის, რასკენაც ილტვის მისთვის და მისი შესალებლობების და რესურსებისათვის მოქმედებაში განსახორციელებელი და რა შეუძლია კიდევ ამისათვის რომ გააკეთოს მან და რაში ძეიძლება , რომ ითხოვს დახმარება?

ამ კითხვებზე პასუხების მიღებისას , ბავშვი/ მოზარდი უცილებლად დაასახელებს ისეთ სურვილებს, რომელიც მისი მხრიდან კონკრეტული აქტივობის განხრორციელებას მოითხოვს, ანუ მარივად რომ ვთქვათ , სურვილი გულისხმობს სურვილის შესრულებას და სწორედ ამ სურვილის შესრულებისათვის განსახორცილებელ მოქმედებაში არის ჩართული ის უნარები რაც მას დასჭირდება , შემდეგ მოხდება ამ უნარების მასში ძიება და იდენტიფიცირება: რა აქვს და რა აკლია , ის უკვე პრობლემბაში აღარ რჩება, არამედ მისი გონება იწყებს მუშაობას და მისსავე ინტერესების სამსახურში დგება, ხვდება, რომ ის, რაც მან უნდა რომ გააკეთოს, მისი სურვილის შესაბამისია და არა იმ დირექტივებისა, რასაც ის თვლიდა რომ იღებდა გარემოსგან, აქ უკვე ჩნდება ინტერესი, სასიამოვნო მოლოდინები და მოტივაცია რათქმაუნდა. მაგრამ აქვე მინდა დავძინო, რომ თუ მოსწავლეს არ ექნება ნდობა გარემოს მიმართ, მას მოუწევს თავდაცვითპოზიციაში ყოფნა, ვინაიდან გარემო მისთვის არასანდოა, ანუ არასანდო ნიშნავს არასუფართხოს და მოზარდის ყურადღების კონცენტრაცია გადატანილი იქნება საფრთხისაგან თავის დაცვასა და არა საკუთარი ინტერესების რეალობად ქცევაზე. ამიტომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნით და ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებისა და კითხვების დასმით მოსწავლე მოტივირებულია და ნდობა საკუთარი და სხვათა მიმართ ძლიერი აქვს, რაც აძლევს საშუალებას იმოქმედოს, ისწავლოს და ამით რეალიზდეს კიდეც პარალელურად.

  1. თუმცა მოტივაციის ასამაღლებლად ან სასურველი შედეგის ან ქმედების ისაღებად ხშირად მშობლები ბავშვებს რაიმეს , მაგალითად სწავლის სანაცვლოდ , სტავაზობენ რაიმეს ყიდვას ან სურვილების შესრულებას. ეს მიდგომა რამდენად მისაღები და გამართლებული გეჩვენებათ?

პასუხი: სიმართლე გითხრათ, ესაა ყველაზე მარტივი და ერთი შეხედვით იოლი გზა, თუმცა იოლი რათქმაუნდა არ ნიშნავს ეფექტურს და საბოლოდ სასურველ შედეგზე ორიენტირებულს. ეს არის ერთგვარი გარიგების ფორმა, რომელსაც ბიზნეს სექტორში იყენებენ და შესაბამისი წესების დაცვით, ხოლო მაშინ, როცა საქმე მოზარდის, ბავშვის აღზრდას და მის სწორ მოტივაციას ეხება ეს არაეფქეტურია და დროში რელევანტური არ იქნება, რადაგნ ბავშვი თუ მუდმივად მიეჩვევა , რომ მას ურიგდებიან რაიმეს სანაცვლოდ მშობელი, მასწავლებელი და ა.შ. ის ეჩვევა ამგვარ დგომარეობას და დამოუკიდებელი ცხოვრებისას, ზრდასრულობის ასაკში იგი ყოველთვის ამგვარი „გამრიგებლების“ ძიეას დაიწყებს , თუმცა მინიმალური გარანტიით, რომ მას ყოველთვის მისთვის სასურველი და მისი სურვილების ამსრულებელი გამრიგებელი ეყოლება, ასეთი მიდგომა ბავშვს კი არა ამზადებს იყოს დამოუკიდებელი, რეალიზებული და გამოწვევბთან გამკლავებისათვის შესაბამისი უნარებით აღჭურვილი , არამედ პირიქით უბიძგებს იყოს სუსტი და სხვების აზრსა და შემოთავაზებებზე სრულად დამოკიდებული ან იმდენად მომთხოვნი და უკომპრომისო, რომ მასთან ჯანსაღი კომუნიკაცია და ურთიერთობა შეუძლებელი იქნება.

  1. თვითშეფასება და ზომიერი თვიშეფასება ალბათ მნიშვნელოვანია ბავშვში , რათა მან მოახდინოს რეალიზება?

პასუხი: ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბება ავტომატურად აჩენს ჯანსაღ ამბიციას მოზარდში , როდესაც ის კონკერუნტებად კი არ აღიქვამს გარემოს და მის ირგვლივ და მასთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს და თანატოლებს, არამედ აქვს კოოპერატიული და კოლაბორაციული, ანუ თანამშრომლობლური დამოკიდებულება, რაც არ გამორიცხავს კონკურენციის იმგვარ გაგებას , სადაც კოლაბორაციული ურთიერთობის გზით მიიღწევა ისეთი მდგომარეობა, როცა სინერგია გვაქვს , ანუ მეტნაკლებად ყველა რეალიზდება და შედეგებიც შესაბამისი დგება. ასეთ დროს მოზარდს და ინდივიდს აქვს განვითარებული თვითმიმღებლობაც და ასევე მიმღებლობა სხვებისაც, ანუ მიიღოს საკუთარი თავი და სხვებიც ისეთები, როგორებიც ისინი არაინ და როგორიც ის არის თავად.

ადამიანის განვითარების მაჩვენებელია მისი, როგორც მთლიანი პიროვნების აქტიური წინსვლითი მოძრაობა. აქ წისნვლითში არ იგულისხმება მხოლოდ პოზიტიურად ასე ვთქვათ მისთვის სასარგებლოდ და სასიკეთოთ მიმდინარე პროცესები, არამედ წინსვლა ნიშნავს მის ყოველდღიურ ქმედებებს, რაც შეიძლება მისთვის იყოს იმ მომენტში მისაღები ან მისი არჩევანი, რომ ასე მოიქცეს თუმცა სხვის და ჩვენს შემთხვევაში აღმზრდელის გადმოსახედიან ეს იყოს მიუღებელი, თუმცა თუკი მოზარდი რაიმეს ჩადის ეს პირობითად იქნება კარგი( მისთვის სასარგებლო) თუ ცუდი( მისთვის საზიანო) საქციელი, ეს ნიშნავს რომ ის წინსვლით მაინც მოძრაობს, თუმცა ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ ამ წინსვლის ინტერპრეტირებაზე. ჩვილური ასაკის პირველივე დღიდანვე ბავშვი თავისი განვითარებისათვის მუდმივ ბრძოლაშია ჩართული: ეს ბრძოლა დაკავშირებულია გაუცნობიერებლად ფორმირებულ, მაგრამ მუდმივად არსებულ მიზანთან -ძლიერების სრულყოფილებისა და უპირატესობის ხატთან (ალფრედ ადლერი). ადამიანი თავის მთლიანობის შექმნისას წარმოადგენს კონკრეტული გამოცდილებებისა და აზრების შედეგად შექმნილ სურათს , რომლის მხატვარი თვითონაა. საინტერესოა და დასადგენია ხატვის მოტივი ანუ რატომ ხატავს ის თავის მე-ს, თავისი პიროვნების, თავისი მთლიანობის ასეთს და არა სხვანაირ სურათს, რა განწყობები და გამოცდილებები, რა აზრები და გარემო ფატორები აძლევს მას ამის ინსპირაციას, რომ ისეთი იყოს როგორიც არის? ამ პროცესის ამგვარად დანახვისას ასე ვთქვათ საკუთარი პიროვნების ხატვის საფუძველს და მორივს აუცილებლად გავიგებთ, თუმცა ამავდროულად არსებობს ერთი საერთო თვისება დამახასიათებელი ყველა ადამიანისათვის, ესაა უპირატესობისაკენ სწრაფვა თანდაყოლილი არასრულფასოვნების განცდით გამოწვეული. არასრულფასოვნების განცდა შესალებელია დაკომპენსირდეს შემდეგი ქმედებით:

  • უპირატესობისაკენ სწრავა სხვათა დაჩრდილივის მეშვეობით( როდესაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ ორი კატეგორიის მოსწავლეები:
  • კარგი და ბეჯითნი, რომელნიც კარგად სწავლბენ თუმცა არ აქვთ სოციალურობის შეგძნება და არ არიან ურთიერთობებში გულისხმიერნი, ისინი იმით იკომპენსირებენ უპირატესობის განცდას, რომ არიან საუკეთესოები იმ გარემოში, რომეიც მას გარვეული მოთხოვნების სწორედ ასეთი ფორმით შესრულებას სთხოვს და ამის შესრულებით მოზარდები უპირატესად გრძნობენ თავს.
  • და მოსწავლეები რომლებიც სწორედ იმით იკომპენსირებენ უპირატესობისაკენ სწრაფვის სურვილს , რომ არ სწავლობენ, არ ემორჩილებიან არანაირ წესს, არ არაინ ღია და პირიქით სწორედ ამ დაუმორჩლებლობითა და მუდმივი დისკომფორტის შეტანით ცდილობენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. ანუ მე(მოზარდი პირველ პირში) არ ვისწავლი, არ დაგემორჩილები და ამითი ყოველთვის ვიქნები ყურადღების ცენტრში.
  • არის ამ ორ კატეგორიას შორის გარდამავალი კატეგორიებიც, თუმცა ძირითადი მაინც ეს ორია.

ამით ისაა ნათქვამი , რომ არასრულფასოვნების გრძნობა, რომელიც როგორც აღვნიშნეთ ესაა თანდაყოლილი და ასტიმულირებს ყოველთვის გარკვეულ ქცევას და ითხოვს კომპენსირებას, რამაც შეიძლება უბიძგოს ისეთი ქმედებების განხორციელებისაკენ მოზარდს, რასაც შეუძლია რეალური მიღწევების სტიმულირება, თუმცა გააღრმავოს უფსკრული მის მიერ აღქმულ სუბიექტურ და ობიექტურ რეალობას შორის.

  1. რა ინსტიქტები აქვთ მოზარდებს?

პასუხი: მოზარდებს აქვთ ყველა ის თანდაყოლილი ინსტინქტი, რაც გააჩნია ზოგაგად ინდივიდს, ესაა დაბადებიდან სწრაფვა განვითარებისაკენ, მაგალითად ფსიქოლოგი და განმანათლებელი ალფრედ ადლერი ამბობდა, რომ ადამიანს სულ რომ არავინ ჰყავდეს მის გვერდით , არავინ არაფერი ასწავლოს, ის მაინც განვითარდება, უბრალოდ ამას იმდენი დრო დასჭირდება, რომ ადამიიეს სიცოცხლე არ ეყოფაო. მაგრამ რელუდად, მოზარდს ყავს ყოვლეთვის ვინმე გვერდით, ჩვენს შემთხვევაში მშობელი, მასწავლებელი , ვინც მას ამ განვითარების სწრაფვას ააქტიურებს და ასტიმულირებს არა პირდაპირ დირექტივებით, ავტორიტარული მიდომით, არამედ ავტორეტეტული, პარტნიორული და მეგობრული მიდგომის საშუალებით. მეგობრული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა მოზარდთან ასევე აკმაყოფილებს მის ასევე მნიშვნელოვან , თანდაყოლილ ინსტინქტს თვითგადარჩენასა და უსაფთხოების შეგრძნებისაკენ მოთხოვნილებაზე. მან უნდა იგრძნოს თავი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხოდ, რათა არ შეუფერხდეს სწორი სწრაფვა განვითერბისაკენ და რეალიზებულობისაკენ. მშობელი, მასწავლებელი თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოზარდის გვერდითაა , უნდა ეცადოს , რომ მოზარდმა მასში დაინახოს მეგობარი და თანამგრძნობი , ნდობით აღჭურვილი კომპეტენტური ადამიანი, ვისთვისაც მისი ინტერესებია მნიშვნელოვანი და ვინც მხარდამჭერია მის გადაწყვეტილებებში.

  1. როგორ უნდა მივახვედროთ სწორად მოზადს , რომ მისთვის სწავლა არის მნიშვნელოვანი, სასრგებლო და აუცილებელი, ისე, რომ მოზარდმა ეს სწორად გაიგოს?

პასუხი: მოსწავლის ინტერესებზე ორიენტირებული სწავლის ერთ-ერთი ამომავალი წერტილი ესაა სწავლის არსის გაგება შემდეგნაირად: სწავლა ცოდნისათვის, სწავლა რეალიზებისათვისათვის, სწავლა პიროვნების პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის, სწავლა გამოყენებეისათვის, ესაა ის თანამედროვე მიდგომა, რასაც ყველა დემოკრატიული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა ესწრაფვის. ამ პროესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსწავლე, მასწავლებელი და მთელი ის საინეტერესო პროცესი, რაც მათ ერთად მუშაობას და სასკოლო თანაცხოვრებას ახასიათებს. როდესაც მოზარდს ვეუბნებით, რომ მან უნდა ისწავლოს, ან გააკეთოს ეს გააკეთოს, გააკეთოს ის და ამ დირექტივებს ბოლო არ უჩანს თნადც იმ მიზნით, რომ შემდგე მან(მოზარდმა) მიაღწიოს რაიმეს და ამ საუბარში ხაზგასმულია სიტყვა „ უნდა“, შესალებელია ასეთი ძალდატანებით მან დაუჯეროს კიდეც , თუმცა თუკი ის ამას იღებს , როგორც მისთვის ძალის დატანებად და თავსმოხვეულად, ყოველთვის ეცდება იპოვოს გზა ამისაგან თავსის დასაღწევად, ან მონახოს ნიადაგი, სადაც ის მოიქცევა ისე, როგორც მას სურს და ჩვენ ამ დროს არ გვეცოდინება თუ რა სურს მოზარდს! მაგრამ , როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუკი ჩვენ მოზარდს ჩავაყებენთ რესურსულ მდგომარეობაში, დავუსმვამთ კითხვას რა სურს მას, რატომ და რის მისაღწევად, ვეცდებით მან , მოზარდმა თავად დაინახოს საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა საკუთარსავე გადაწყვეტილებებში, ჩვენი კომპეტენციის მათზე განოყენების ერთადერთი მიზანი იქნება მათთვის ფსქილოგოური კომფროტის შექმნა და მოტივაცია, მათით დანტერესება, მაშინ მოსწავლე თავისთავად და თავისივე სურვილით გააკეთებს იმას, რისი თავს მოხვევაც მშობელს ამ მანსწავლებსლ უწევდა. იმიტომ , რომ ის იგრძნობს მისი არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობას, მისი აზრის პატივისცემისა და გათვალისწინების მნიშვნელობას მოზრდილების მხრიდან. აქვე საინტერესოა და გასათვალისწინებელი ის რომ მზარდს მიეცეს საშუალება თვად დახატოს მისთვის სასუველი საკუთარი პიროვნების პორტრეტი, რისი რეალიზებისკენაც ის მიისწრაფვის და დაახლებით შეექმანს წარმოდგენა, ამის მიღწევის შემდეგ როგორი იქნება მისი აზრი საკუთარ თავზე და ასევე სხვათა აზრის საკუთარის თავის ისეთად წარმოჩენაზე, როგორიც მას სურს რომ საზოგადოებაში იყოს. თუ ეს ორი ასპექტი ანუ მე(მოზარდი პირველ პირში) მომწონს ჩემი თავი ჩემს საკუთარ თავთან მიმართებაში და მე მომწონს ჩემი თავი სხვებთან მიმართებაში, იქნება თახვედრაში და მისთვის(მოზარდისათვის) მისაღები, მაშინ ის თავს იგრძნობს უსაფრთხოდ და ძალდატანების გარეშე გააზრებულად მიყვება და მოწმედებაში მოიყვანს მისთვის მიცემულ რჩევბესაც. ხოლო ის ფაქტი, რომ რამდენად შეიძლება იყოს მისთვის სამომავლოდ სასრგებლო ის, რასაც ის აკეთებს ან უნდა , რომ გააკეთოს, ამ შემთხვევაში, რათქმაუნდა მას სჭირდება კომპეტენტური ადამინები გვერდით, რომელთა მიმართ მას ექნება სრული ნდობა, რომ ის რასაც ისინი ურჩევენ მისთვისაა სასრგებლო, მის ინტერესებს ემსახურება და ისაა ყურადღების ცენტრი.

 

  1. რა იქნება მთავარი რჩევა მშობლისთვის?

პასუხი: რჩევა და რეკომენდაცია მშობლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც იქნება ის რომ:

  1. რომ დავადგინოთ პირველ რიგში რა სურს მოზარდს, რა სჭირდება და რისკენ ისწრაფვის?
  2. მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსწავლის/მოზარდის შესაძლებლობები ფიზიკურ და ფსიქიკურ, ინტელექტუალურ დონეზე
  3. გათვალისწინებული იყოს ის რეალობა, სადაც მას უწევს ყოფნა
  4. მოხდეს მისი, როგორც პიროვნების ხასიათის შესწავლა და წახალისება ( ხასითის შესწავლისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოზარდი და ზოგადად ადამიანი ძალიან სიტუაციური არსებაა და ყოველი ახალი სიტუაცია მისი ხასიათის ახალ შტრიხებს ავლენს, ის სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს სახლში, ოჯახში, მშობლებთან, სხვანაირი სკოლაში, კლასში, მასწავლებელთან და სხვანაირი თანატოლებთსადა მეგობრებთან) კონკეტული და ირიბი კითხვების დასმით და დაკვირვებით აღმზდელი შეძლებს გაიგოს მისი როლური აქტივობები და ხასიათის გამოვლინებები ამ და მსგავს სიტუაციებში და ამით შეიქმნას მთლიანი სურათი მოზარდის ზოგადი ხასიათის შესახებ, რაც მას დაეხმარება სწორედ მისი ამ მახასიეთბელების გათვალსწინებით შექმნას გარემო და მოარგოს ის მოსწავლეთა ინტერესებს).
  5. დახმარება მოზარდისათვის მისი, როგორც ადამიანის შინაგანი პოტენციალის აღმოჩენასა და მოტივირებისათვის ,დახმარება და წახალისება ამ პოტენციალის განვითერებისა და მისი სამომავლოდ რეალიზებისათვის გამოყენებაში.
  6. არჩევანის თავისუფლების მიცემა, ავტონომიურობის და დამოუკიებლობის შეგრძნების წახალისება, რათა მოსწავლემ იგრძნოს მასში ძალა და თავის თავის მიმართ რწმენა, ავტონომიურიბა ასევე სოციალურად ჯანსაღ ინტეგრირებულობას გულისხმოს, მითუმეტეს საქრთველოს რეალობაში, სადაც ჩვენი საზოგადოება არის მრავალ-კუტურული და მრავალ-ეთნიკური, ამ შემთხვევაში სწორი იტეგრირება და კულტურული მიმღებლობა სწორედ სოციალურობის შეგრძნების მაღალ დონეს გვიჩვენებს. მოზარდი რომელიც პატივს სცემს საკუთარ გადაწყვეტილებებს, ავტონომიურობას და დამოუკიდებლობას, იგი ასევე პატივ სცემს სხვის ავტონომიურობას და დამოუკიდებლობას, იგი ხდება მიმღები არამხოლოდ საკუთარი თავისა არამედ სხვისიც.
  7. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნას ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო, მეგობრული და პარტნიორული კლიმატი ამ გარემოში , რათა მოსწავლეს არ ქონდეს დაუცველობის შეგრძნება და თვლიანად იყოს მოტივირებული თვით-აქტუალიზებისა და თვით-რეალიზებულობისაკენ .

https://fortuna.ge/fortuna/show-archive/ra-unda-icodes-mshobelma-mozardis-swori-motivaciis-shesakheb-7-rcheva-fsiqologisgan?fbclid=IwAR1V-xINA17evybrcnazmLMy5uBY7NeX0aCwFdi6EjqkdfPJIxvipR9IwIU

ნანა ალექსიძე, 2020, 13 ივნისი

განათლების მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მენეჯმენტის და განათლების ფსიქოლოგიის განხრით